„თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2007 წლის 5 თებერვლის 169 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს
დადგენილება №127
2011 წლის 28 დეკემბერი
ქ. რუსთავი
„თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2007 წლის 5 თებერვლის №69 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2007 წლის 5 თებერვლის №69 დადგენილების (ადგილობრივი საინფორმაციო საშუალება) პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართში და თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.
მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი კ. ბარათაშვილი
დანართი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახური (შემდგომში – სამსახური) შექმნილია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის დებულების საფუძველზე.
2. სამსახური თავის საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით და სხვა კანონებით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, აგრეთვე თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს, მერიის დებულებებით, ამ დებულებით.
3. სამსახური წარმოადგენს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც მის კომპეტენციაში შემავალი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებს ქალაქ რუსთავის მერიის სახელით.
4. სამსახურის საქმიანობის მეთოდური ხელმძღვანელობა ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყები დაწესებულების მეშვეობით.
5. შესაბამისი სამსახური ანგარიშვალდებულია რუსთავის მერიისა და საკრებულოს წინაშე.
6. სამსახურს აქვს ბეჭედი, თვითმმართველი ერთეულის გერბის გამოსახულებით, თავისი სახელწოდებითა და საიდენტიფიკაციო კოდის აღვნიშვნით, ბლანკი და ტვიფრი. ბეჭდის გამოყენების ფარგლებს განსაზღვრავს საკრებულოს მიერ დამტკიცებული შესაბამისი წესი.
7. სამსახურის კომპეტენცია, უფლება-მოვალეობები და საქმიანობის წესი განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით და წინამდებარე დებულებით.
8. სამსახურის მისამართია: საქართველო, 3700, ქალაქი რუსთავი, ფიროსმანის ქუჩა №119.
მუხლი 2. სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები
1. მოქმედი კანონმდებლობით თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიისთვის განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ფარგლებში სამსახურს გააჩნია შემდეგი ფუნქციები:
ა) ზედამხედველობის განხორციელება მშენებარე შენობა-ნაგებობის საპროექტო, ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობაზე, კანონმდებლობით დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფაზე მშენებლობის დაწყებიდან მის დასრულებამდე;
ბ) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, დარღვევით მშენებარე ობიექტების შეჩერება ან/და დემონტაჟი, მათ მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენება;
გ) სამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა, მიწის გრუნტისა და სამშენებლო ნარჩენის სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში გადატანა, მიწისქვეშა კომუნიკაციათა ჩაწყობა-გადაკეთებისა და მიწის გათხრასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ჩატარება, ლიფტების მონტაჟი, სამუშაოების შემდეგ ობიექტების კეთილმოწყობა მოწესრიგება და სხვა), ქალაქის დაზიანებული ქუჩებისა და მაგისტრალების მოწესრიგების ღონისძიებათა დროულ და ხარისხიან შესრულებაზე კონტროლის დაწესება;
დ) ქალაქის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმო-დაწესებულებების ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე კონტროლი;
ე) უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების მანქანა-დანადგარების, დახლების, სტელაჟების, სარეკლამო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატების და სხვა, სარეკლამო ატრიბუტიკის უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა და მათი აღკვეთის ღონისძიებების განხორციელება;
ვ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ კანონმდებლობით დადგენილი წესით სამართალდარღვევის ოქმის შედგენა და კომპეტენციის ფარგლებში კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება;
ზ) ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე, და კანონმდებლობის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მერის, საკრებულოს თავმჯდომარის და საკრებულოს ცალკეული დავალებების შესრულება;
2. სამსახური თავისი ფუნქციების შესრულებისას უფლებამოსილია განახორციელოს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის წარმომადგენლობა. თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, შეუძლია გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ.
მუხლი 3. სამსახურის უფლებამოსილებები
1. დასახული მიზნებისა და საქმიანობის ძირითადი მიმართულებების რეალიზებისას მოქმედი კანონმდებლობით, საკრებულოს აქტებით, სხვა სათანადო ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების, წესებისა და კომპეტენციის ფარგლებში სამსახური უფლებამოსილია:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით შევიდეს საზედამხედველო ობიექტებში შენობა-ნაგებობების მშენებლობის, გაფართოებისა და რეკონსტრუქციის ნორმების დაცვისა და პროფილაქტიკური ღონისძიებების კონტროლის მიზნით; შემოწმების პროცესში მოითხოვოს ყველა საჭირო დოკუმენტაცია სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისაგან, განურჩევლად საკუთრების ფორმისა;
ბ) განახორციელოს ზედამხედველობა და კონტროლი მერიის, საკრებულოს კეთილმოწყობის, გარე იერსახის, გარე რეკლამის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის, გარე ვაჭრობის, ბაზრობების კეთილმოწყობის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების, დადგენილებების, ბრძანებების, განკარგულებების, ინსტრუქციების და წესების შესრულებაზე;
გ) განსაზღვროს დარღვევის აღმოფხვრის ღონისძიებები და გონივრული ვადები, კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცეს მითითებები, დააწესოს კონტროლი მათ ხარისხიან შესრულებაზე;
დ) დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები;
ე) მშენებლობის მონაწილეებზე გასცეს მითითება, როგორც სამშენებლო ნორმების ან/და სხვა ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნების შესაბამისად დარღვევათა გამოსწორების თაობაზე, აგრეთვე იმ შემთხვევაშიც, როდესაც მშენებლობის ობიექტზე არსებული ან/და შემოტანილი სამშენებლო მასალები, ნაკეთობები და კონსტრუქციები ვერ პასუხობენ დადგენილ მოთხოვნებს;
ვ) დადგენილი წესით შეაჩეროს სათანადო ნებართვის გარეშე მიმდინარე მშენებლობა ან უნებართვო დემონტაჟი.
ზ) დადგენილი წესით მოახდინოს არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების შემოწმება, მათი საქმიანობის შეჩერება, აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანი ან ნაწილობრივი დემონტაჟი;
თ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 552, 1191, 1074, 1461, 148-ე, 150-ე, 1501, 151-ე, 152-ე, 1534 159-ე, 1591 მუხლებზე კანონით დადგენილი წესით დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ შეადგინოს სამართალდარღვევის ოქმი და თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს გადაწყვეტილება პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების თაობაზე;
ი) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად საჭირო ნებისმიერი ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში, ცალკეული საკითხის განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების წარმომადგენლები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია;
კ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მოამზადოს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები, საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციისთვის მოიწვიოს ექსპერტი;
ლ) სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, დადგენილი წესით, მოამზადოს შესაბამისი დოკუმენტაციის პროექტები და წარადგინოს ისინი დანიშნულებისამებრ;
მ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს აქტებით ან დავალებით, სამსახურის დებულებით და ქალაქის მერის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.
მუხლი 4. სამსახურის მოვალეობები
ა) გაწეული საქმიანობის შესახებ, დადგენილი წესით ან/და მოთხოვნის საფუძველზე, წარუდგინოს ანგარიში და სხვა სახის ინფორმაცია ქალაქის მერს, საკრებულოს, საკრებულოს კომისიებს;
ბ) კეთილსინდისიერად შეასრულოს დაკისრებული ფუნქციები, პასუხი აგოს თავისი ფუნქციების არაკეთილსინდისიერად და არაჯეროვნად შესრულებაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით, იკისროს პასუხსიმგებლობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში მომზადებული „ვალდებულების დოკუმენტის” მომზადებაზე;
გ) მიიღოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებები და შუამდგომლობები, დადგენილ ვადებში განიხილოს და პასუხი გასცეს მათ კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;
დ) განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციები.
მუხლი 5. სამსახურის მართვა და საქმიანობის ორგანიზება
1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე და რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქის მერი.
2. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და ახორციელებს შესაბამისი სამსახურის საჯარო მოხელეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
ბ) პასუხს აგებს სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანების და ფუნქციების შესრულებაზე;
გ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებს, მეთოდებს, მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს, ანაწილებს ფუნქციებს მოსამსახურეთა შორის;
დ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებზე, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მათ მიერ მორიგი მორიგი და დამატებითი შვებულების გამოყენების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების თაობაზე;
ე) მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ვ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
ზ) სამსახურის მოსამსახურეებს მათი ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის უქმნის აუცილებელ პირობებს. რეკომენდაციას უწევს კონფერენციებსა და სხვა შეკრებებზე მონაწილობის მისაღებად;
თ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სამსახურის მოხელეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვნად შესრულებას;
ი) იღებს გადაწყვეტილებებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს ან ვიზირებას ახდენს სამსახურის მიერ მომზადებულ დოკუმენტებზე.
კ) წყვეტს სამსახურისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების გამოყენების საკითხებს და პასუხისმგებელეია მათ მიზნობრივ ხარჯვაზე;
ლ) შეიმუშავებს და მერს წარუდგენს დასაბუთებულ წინადადებებს სამსახურის წლიური ხარჯების საკითხებზე და აუცილებლობის შემთხვევაში წარადგენს დამატებითი ხარჯების პროექტებს;
მ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ღებულობს გადაწყვეტილებებს განცხადების, მომართვის, წერილის ან/და სხვა საფუძველზე;
ნ) პასუხისმგებელია სამსახურის კომპეტენციის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე მოქმედი ნორმატიული აქტების, რუსთავის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვასა და შესრულებაზე;
ო) ასრულებს საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტით ან დავალებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;
პ) სამსახურის მოსამსახურეებს სასამართლოში და მესამე პირებთან ურთიერთობისთვის აძლევს რწმუნებას (მინდობილობას), რათა მათ დაიცვან სამსახურის ინტერესები;
ჟ) სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. სამსახურის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ქალაქის მერი.
4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის დავალებით სამსახურის უფროსის მოვალეობას ასრულებს სამსახურის უფროსის მოადგილე.
მუხლი 6. სამსახურის ქონება და დაფინანსების წყაროები
1. სამსახურის მთელი ქონება წარმოადგენს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკუთრებას.
2. სამსახური საბიუჯეტო დაწესებულებაა, რომლის დაფინანსების ერთადერთი წყაროა ქალაქ რუსთავის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები.
მუხლი 7. გარდამავალი დებულებები
1. თუ ამ დებულების რომელიმე ნორმა რაიმე გარემოების ძალით ბათილად იქნა ცნობილი, ბათილი ნორმის ნაცვლად გამოიყენება კანონის ის ნორმა, რომელიც ძალაშია და რომლითაც უფრო ადვილად მიიღწევა მიზანი.
2. იმ საკითხების დარეგულირებისას, რომელიც არ არის მოწესრიგებული წინამდებარე დებულებით, გამოიყენება მოქმედი კანონმდებლობითა და სათანადო სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული ნორმები.