სპეციალური სავაჭრო ზონის ფუნქციონირების წესის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
27.12.2011 ბოლო ცვლილება 04.09.2019
გამომცემი ორგანო
ნომერი
№493
სარეგისტრაციო კოდი
200250000.10.003.016653
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/12/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

 საქართველოს მთავრობის

დადგენილება №493

2011 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

სპეციალური სავაჭრო ზონის ფუნქციონირების წესის შესახებ

  მუხლი 1 . საქართველოს საგადასახადო კოდექსის26 -ე მუხლის მე -7ნაწილის საფუძველზე , დამტკიცდეს თანდართული „სპეციალური სავაჭ­რო ზონის ფუნქ­ციონირების წესი“.

მუხლი 2 . დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                                              ნ . გილაური

 

სპეციალური სავაჭრო ზონის ფუნქციონირების წესი

    მუხლი1. ზოგადი დებულებანი

1. სპეციალური სავაჭ­რო ზონის ფუნქ­ციონირების წესი(შემდგომში –წესი)განსაზღვრავს იურიდიული პირის საკუთრე­ბა­ში/მფლო­ბელობაში არსებული ბაზრის ან/და შენობა-ნაგებობის ტერიტორიაზე სპე­ციალური სავაჭრო ზონის (შემდგომში– სსზ)ფუნქციონირების პრინ­ცი­პებს.

2. სსზ-ის სტატუსი, საკუთარი ან საქართველოს მთავრობის ინ ი ცია­ ტივით, შეიძლება მიენიჭოს იურიდიულ პირს, რომელიც საქართველოში ეწევა ვაჭრობის ორგანიზებას.

3. სსზ-ისათვის განკუთვნილი ტერიტორია უნდა წარმოადგენდეს ერთიანი კონტურის მქონე შენობა-ნაგებობების ან/და მიწის ფართობების ერთობლიობას.

4. სსზ- ების ერთიან შიდასაუწყებო რეესტრს აწარმოებს საქართ­ველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯა­რო სამართლის იურიდიული პირი–შემოსავლების სამსახური (შემდგომ­ში– შემოსავლების სამსახური).

5. 2012 წლის 1 იანვრიდან ბაზრობის ორგანიზება (გარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით ვაჭრობის ორგანიზებისა) დასაშვებია მხოლოდ სსზ-ის სტატუსის მქონე პირის მიერ, ხოლო პირი, რომელიც ბაზრობის ორგანიზებას ახორციელებს 2012 წლის 1 იანვრამდე, ვალდებულია მი­იღოს სსზ-ის სტატუსი და 2014 წლის 1 იანვრიდან ვაჭრობის ორგანიზება (გარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით ვაჭრობის ორგანიზებისა) გა­ნა­ხორციელოს ამ წესით.

    მუხლი 2. სსზ‑ის სტატუსის მინიჭება

1. სსზ-ის სტატუსის მიღების მიზნით დაინტერესებული იურიდი­ული პირი განცხადებით მიმართავს შემოსავლების სამსახურს .

2. განცხადება უნდა შეიცავდეს საწარმოს საფირმო სახელწოდებას, საგადასახადო რეგისტრაციის მონაცემებს და მას უნდა ერთოდეს:

ა)პირის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული ბაზრის ან/და შე­ნო­ბა-ნა­გებობის ტერიტორიის (შემდგომში– სსზ-ის ტერიტორია), საკუთ­რების უფლების დამადასტურებელი საჯარო რეესტრის ამონაწერი ან/და სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ამ ტერიტორიის საკა­დასტრო რუკა;

ბ) თანასაკუთრების შემთხვევაში –თანამესაკუთრეთა ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, ხოლო სსზ-ის ტერიტორიის იჯარის ან/და სხვა სახელშეკრულებო უფლებით სარგებლობის შემთხვევაში–ტერიტორიის მესაკუთრის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა მის საკუთრებაში არ­სებულ ტერიტორიაზე სსზ-ის შექმნის შესახებ;

გ) სსზ-ის მოწყობის სიტუაციური გეგმა (ნახაზი).

3. შემოსავლების სამსახური ვალდებულია :

ა) განიხილოს განცხადება სსზ-ის სტატუსის მინიჭების თაობაზე;

ბ) დოკუმენტაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთ­ხოვ­ნებთან შეუსაბამობის და ხარვეზების შესახებ აცნობოს განმც­ხა­დებელს;

გ) დოკუმენტაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთ­ხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში მოამზადოს დასკვნა იური­დიული პირისათვის სსზ-ის სტატუსის მინიჭების მიზანშეწონილობის თაო­ბაზე და თანდართულ მასალებთან ერთად წარუდგინოს საქართ­ველოს ფინანსთა მინისტრს საქართველოს მთავრობისათვის წარსადგე­ნად.

4. საქართველოს მთავრობა გამოსცემს განკარგულებას პირისათვის სსზ-ის სტატუსის მინიჭების შესახებ და ადგენს ვადას, რომელშიც პირმა უნდა უზრუნველყოს სსზ-ის ამ წესით გათვალისწინებულ მოთ­ხოვნებ­თან შესაბამისობაში მოყვანა.

 5. საქართველოს მთავრობის განკარგულებაში მითითებულ ვადაში სსზ-ის სტატუსის მქონე პირის მიერ ამ წესით გათვალისწინებული მოთ­ხოვნების შესრულების კონტროლს ახორციელებს შემოსავლების სამსა­ხური, რომელიც ამ პირობების შესრულების შემთხვევაში გასცემს სსზ-ის სტატუსის დამადასტურებელ სერტიფიკატს.

 6. სერ ტ იფიკატში მითითებული უნდა იყოს თარიღი, რომლიდანაც პირი ვალდებულია ფუნქციონირება და საგადასახადო ვალდებულების შესრუ­ლება განახორციელოს საგადასახადო კანონმდებლობით სსზ-ის სტა­ტუსის მქონე პირისათვის დადგენილი წესით.

7. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, სსზ-ის მოწ­ყობის კა­ნონ­მდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით,პირს მო­ს­თხო­ვოს უზრუნველყოფის საშუალებების (საბანკო გარანტია და სხვა) წა­რ­დგენა და განსაზღვროს მისი ოდენობა.

    მუხლი 3. სსზ-ის ტერიტორიული მოწყობის მოთხოვნები

1. სსზ უნდა იყოს შემოსაზღვრული . მასში უნდა განისაზღვროს შე­სა­ს­ვლელი და გამოსასვლელი ადგილები ისე , რომ თავიდან იქნეს აცი­ლებული სავაჭრო ზონაში აღურიცხველი საქონლის მოძრაობა .

2. სსზ უნდა შედგებოდეს :

ა) სსზ-ის საწყობისაგან , რომელშიც მოთავსდება ყველა სახის სა­ქონელი . სსზ-ის საწყობს უნდა ჰქონდეს ერთი შესასვლელი , საიდანაც მოხდება ტვირთების შეტანა,და ერთი გასასვლელი , საიდანაც ტვირთი მოხვდება სავაჭრო ტერიტორიაზე . სავაჭრო ტერიტორიაზე მოხვედრის გარეშე საწყობიდან საქონლის საბითუმო მიწოდებისათვის დამატებით შესაძლებელია მოეწყოს ერთი გას ას ვლელი;

ბ ) სავაჭრო ტერიტორიისაგან , რომელიც უნდა დაიყოს მოლებად (სეგმენტებად ) საქონლის სახეობების მიხედვით , სადაც განლაგებული იქ­ნება სავაჭრო ობიექტები (მაღაზია ან/და დახლი );

გ) ცენტრალიზებულად მართული სალარო პუნქტებისაგან, სადაც განხორციელდება მომხმარებელთან ანგარიშსწორება როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ფორმით.

3. სსზ-ის ტერიტორიაზე ორგანიზატორს უფლება აქვს, მოაწყოს სა­ქართველოს საგადასახადო კოდექსის 231-ე მუხლით გათვალისწინებული საწყობი (შემდგომში – საწყობი), რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო კო­ნ­ ტ­ როლის ზონას.

    მუხლი 4. სსზ-ის სტატუსის მქონე პირის ვალდებულებები

1. სსზ-ის მართვას ახორციელებს სსზ-ის სტატუსის მქონე პირი .

2. სსზ-ის სტატუსის მქონე პირი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს სავაჭრო ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანო­ბისათვის განკუთვნილი საქონლის მოძრაობის აღრიცხვისათვის შესა­ბა­მისი ინფრასტრუქტურის მოწყობა;

ბ) სსზ-ის ტერიტორიაზე მოაწყოს სსზ-ის საწყობი, სადაც განხორ­ციელდება შესული საქონლის აღრიცხვა რაოდენობისა და სახეობის მი­ხედვით, აგრეთვე ამ საქონლის მესაკუთრეთა იდენტიფიცირება;

გ) სსზ-ის საწყობში განახორციელოს თითოეული საქონლის დამცავი საშუალებით ნიშანდება, რომლის მოხსნა/ნეიტრალიზაცია განხორციელ­დება რეალიზებულ საქონელზე ცენტ რ ალიზებულ სალაროში თანხის გადახდისას;

დ) უზრუნველყოს სსზ-ში უსაფრთხოების ნორმების დაცვა;

ე) უზრუნველყოს სსზ-ში სანიტარიული მდგომარეობის დაცვა, წყალ­მომარაგება და საკანალიზაციო სისტემა;

ვ) სსზ-ის ტერიტორიაზე საქმიანობის განმახორციელებელ პირს (გარდა ამ წესის მე-5მუხლის მე-3პუნქტით გათვალისწინებული პირისა) გადახდის წყაროსთან დაუკავოს საქონლის რეალიზაციიდან მიღებული კომპენსაციის (დღგ-ის გადამხდელის შემთხვევაში–დღგ-ის გარეშე) 3პროცენტი;

ზ) მომსახურე ბანკის მეშვეობით უზრუნველყოს სალაროში და სა­ბანკო ანგარიშზე მობილიზებული თანხების გადარიცხვა მოვაჭრეთა სა­ბანკო ანგარიშებზე:

ზ.ა) ამ წესის მე-5მუხლის მე-3პუნქტით გათვალისწინებული პი­რებ ის ა თვის –მათი კუთვნილი თანხა;

ზ.ბ) სხვა პირებისათვის–ამ პუნქტის„ვ“ქვეპუნქტის შესაბამისად დაკავებული თანხის შემდეგ დარჩენილი თანხა;

თ) იმ შემთხვევაში, თუ საქონლის რეალიზაცია განხორციელდა საკომპენსაციო თანხის ადგილზე (სავაჭრო ზონის სალაროში) გადახდის გარეშე (გარდა ამ წესის მე-5მუხლის მე-3პუნქტით გათვალისწინებული პირებისა),ორგანიზატორი ვალდებულია არა უგვიანეს საქონლის მიწო­დების მე-2დღისა გადაიხადოს საქონლის რეალიზაციიდან მისაღები სა­კომპენსაციო თანხის (დღგ-ის გადამხდელის შემთხვევაში–დღგ-ის გა­რეშე) 3პროცენტი.

 3. სსზ-ის სტატუსის მქონე პირის მიერ დადგენილ ვადაში ფაქ­ტობრივად გადახდილი თანხა ჩაითვლება დაკავებული გადასახადის მი­ხედვით დეკლარირებულ საგადასახადო ვალდებულებად.

 4. სსზ-ის ტერიტორიის მესაკუთრის შეცვლისას, მესაკუთრის შეცვ­ლამდე სპეციალური სავაჭრო ზონის სტატუსის მქონე იურიდიულ პირს ევალება,აცნობოს საქართველოს მთავრობას გასხვისების ფაქტისა და ახალი მესაკუთრის შესახებ.ასეთ შემთხვევაში სსზ-ის ტერიტორიის ახა­ლი მესაკუთრე ითვლება ძველის უფლებამონაცვლედ და მასზე ვრცელ­დება ყველა ის უფლება და ვალდებულება, რომლებიც გააჩნდა სსზ-ის ტე­რიტორიის ძველ მესაკუთრეს.

 5. ამ მუხლის მე-4პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სა­ქართველოს მთავრობა სსზ-ის ტერიტორიის ძველ მესაკუთრეს უუქმებს და მის ახალ მესაკუთრეს ანიჭებს სპეციალური სავაჭრო ზონის სტატუსს.

 6. იმ შემთხვევაში, თუ სსზ-ის სტატუსის მქონე პირს სურს გაზარ­დოს/შეამციროს სსზ-ის ტერიტორიის ფართობი, იგი ვალდებულია სულ მცირე3თვით ადრე აცნობოს ამ განზრახვის შესახებ შემოსავლების სამ­სახურს და წარუდგინოს მას,ამ წესის შესაბამისად,გეგმები სსზ-ის გაფა­რთოებული/შემცირებული საზღვრების ჩვენებით და სსზ-ის ახალ ტერი­ტორიაზე დააკმაყოფილოს სსზ-ის შექმნისა და ფუნქციონი­რები­სათვის ამ წესით დადგენილი ყველა პირობა.

 7. სსზ-ის ტერიტორიაზე საქმიანობის ნაწილში სავაჭრო ადგი­ლების დამქირავებელ პირთა მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექ­სის286-ე მუხლის მე-4ან/და მე-9ნაწილებით გათვალისწინებული სამარ­თალ­დარღვევის გამოვლენისას შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრება სსზ-ის სტატუსის მქონე პირს.

    მუხლი5. სსზ-ის ტერიტორიაზე საქმიანობის განმახორციელებელი (სავაჭრო ობიექტის დამქირავებელი) პირის ვალდებულებები

1. სპეციალური სავაჭრო ზონის ტერიტორიაზე საქმიანობის განმა­ხორციელებელი დღგ-ის გადამხდელი პირი ვალდებულია დამოუკი­დებლად წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია და გადაიხადოს შესაბამისი გადასახადი.

2. სპეციალური სავაჭრო ზონის ტერიტორიაზე საქმიანობის გან­მახორციელებელი პირები თავად ახორციელებენ გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადის დაკავებას და დეკლარირებას.

3. სავაჭრო ობიექტის დამქირავებელ იურიდიულ პირს, რომელიც საქონლის რეალიზაციას ახორცი ე ლებს სტაციონარული სავაჭრო ობიექ­ტის მეშვეობით, უფლება აქვს დამოუკიდებლად აწარმოოს საგადასახადო ანგარიშგება და შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები.

4. თუ პირი საქმიანობს მხოლოდ სპეციალური სავაჭრო ზონის ტე­რიტორიაზე, დასაბეგრი ოპერაციების თანხის100 000ლარზე გადამე­ტების შემთხვევაში მას არ წარმოეშვება დღგ-ის სავალდებულო რეგისტ­რაციის ვალდებულება. ამასთან, მას უფლება აქვს,ნებაყოფლობით დარე­ გისტრირდეს დღგ-ის გადამხდელად.

5. პირის მიერ სსზ-ის ტერიტორიაზე მიღებული შემოსავალი, რო­მელიც დაიბეგრა ამ წესის მე-4მუხლის მე-2პუნქტის„ვ“და„თ“ქვე­პუნქტების შესაბამისად, არ ჩაირთვება ამ პირის ერთობლივ შემოსავალში და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება.

    მუხლი6. საქონლის სსზ-ის საწყობში აღრიცხვისა და მოძრაობის წესი

1. ორგანიზატორი ვალდებულია აწარმოოს ელექტრონული ჟურ­ნალი,რომლის მეშვეობით ხორციელდება სსზ-ის საწყობში საქონლის მი­ღება, შენახვა ან გაცემა. ელექტრონული ჟურნალი უნდა მოიცავდეს შემ­დეგ მონაცემებს:

ა) საქონლის მფლობელის დასახელებას და საიდენტიფიკაციო ნო­მერს;

ბ) საქონლის დასახელებას და მის მაიდენტიფიცირებელ კოდს (შტრიხკოდის ნომერს);

გ) საქონლის რაოდენობას;

დ) საქონლის ერთეულის ფასს;

ე) შემოტანის დოკუმენტის დასახელებას (ზედნადები, სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და ა.შ.), თარიღს და ნომერს (სერია);

ვ) შემოტანის თარიღს;

ზ) ინფორმაციას საქონლის საწყობიდან სავაჭრო ზონაში ან ზონის გარეთ გატანის თაობაზე.

2. ჟურნალში ქრონოლოგიური (დღეების მიხედვით) თანმიმ­დევ­რობით წარმოებული ჩანაწერები უნდა იძლეოდეს ზუსტ ინფორმაციას ზო­ნაში საქმიანობის განმახორცი ე ლებელი პირის საქონლის მოძრაობის შე­სახებ.

3. ელექტრონულ ჟურნალში გატარებული მონაცემები უნდა ინახე­ბოდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი ხანდაზმუ­ლობის ვადის გათვალისწინებით და მასზე პირდაპირი წვდომა უნდა გა­აჩნდეს შემოსავლების სამსახურს.

    მუხლი7. საწყობიდან სავაჭრო ტერიტორიაზე საქონლის შეტანის პირობები

1. საწყობში მოთავსებული საქონელი იმპორტში მოქცევის შემდგომ სსზ-ის საწყობში მოთავსების გარეშე შესაძლებელია მოხვდეს პირდაპირ სსზ-ში სარეალიზაციოდ, თუ საწყობი ერთ-ერთი გასასვლელით უშუა­ლოდ უკავშირდება სსზ-ის სავაჭრო ტერიტორიას და სავაჭრო ზონაში გატ ანილი საქონლის აღრიცხვა წარმოებს ამ წესის მე-6მუხლით გან­საზღვრულ ელექტრონულ ჟურნალში.

2. საჭიროების შემთხვევაში საწყობში მოთავსებული საქონელი იმ­პორტში მოქცევის შემდგომ შესაძლებელია შეტანილ იქნეს სსზ-ის სა­წყობში.

    მუხლი8. სსზ-ის შიგნით საქონლის გადაადგილება

1. სსზ-ის შიგნით განლაგებული სავაჭრო ობიექტები (მაღაზია, დახ­ლი და სხვ.) საქონლის რეალიზაციას ახდენენ შტრიხკოდიანი„სტიკერის“ამობეჭდვით ან გაყიდული საქონლის სხვაგვარი ნიშანდებით.

2. შეძენილ საქონელზე საფასურის გადახდა ხორციელდება სსზ-ის ტერიტორიის დატოვებისას ცენტრალიზებული სისტემის მეშვეობით ორ­განიზებულ სალაროებში.

3. იმ შემთხვევაში,თუ საქონლის რეალიზაცია განხორციელდა სა­კომპენსაციო თანხის ადგილზე ( სსზ-ის სალაროში) გადახდის გარეშე, სა­ქონელმა სსზ-ის ტერიტორია უნდა დატოვოს სსზ-ის საწყობის გავლით.

    მუხლი9. სსზ-ის სტატუსის გაუქმება

1. თუ პირს განზრახული აქვს,შეწყვიტოს ბაზრის ან/და შენობა-ნაგებობის ტერიტორიაზე განლაგებული სავაჭრო ობიექტებისა და სა­ვაჭრო ადგილების გაქირავება, მან სსზ-ის სტატუსის გაუქმების მოთ­ხოვნით საქმიანობის შეწყვეტამდე3თვით ადრე განცხადებით უნდა მი­მართოს შემოსავლების სამსახურსა და3თვით ადრე აცნობოს სავაჭრო ად­გილების დამქირავებელ პირებს.

2. სსზ-ის სტატუსი გაუქმებულად ითვლება ბაზრობის ორგანი­ზების საქმიანობის შეწყვეტის მომდევნო დღიდან.