1. ადვოკატი არ შეიძლება არჩეულ იქნეს აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიის ან სარევიზიო კომისიის წევრად, თუ:

ა) შეუსრულებელი აქვს სასამართლო წესით დაკისრებული ქონებრივი ვალდებულება;

ბ) ბრალდებულის სახით მიცემულია სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში;

გ) უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში დადებული ჰქონდა დისციპლინური სახდელი ან უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში შეჩერებული ჰქონდა ასოციაციის წევრობა.

2. ასოციაციის თავმჯდომარის ანდა აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიის ან სარევიზიო კომისიის წევრის ზედიზედ არჩევა შეიძლება მხოლოდ ორჯერ.

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №970 - სსმ I,  №6, 19.01.2005წ., მუხ.