წალკის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
წალკის მ უნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №60
2011 წლის 30 დეკემბერი
ქ. წალკა
წალკის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“25-ე მუხლის თანახმად, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1
დამტკიცდეს წალკის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთები:
ა) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 20000 ლარი;
ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2000 ლარი;
გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;
დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 40000 ლარი;
ე) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 5000 ლარი,
მუხლი 2
დადგენილება ძალაში შედის 2012 წლის 3 იანვრიდან.
საკრებულოს თავმჯდომარე დ . მაჩიტიძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „წალკის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 01.04.2019.
- როდის იქნა მიღებული „წალკის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“?
- „წალკის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ მიღებულია 30.12.2011. მიმღები ორგანო — წალკის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №60. სარეგისტრაციო კოდი — 210020010.35.155.016066.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „წალკის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 01.04.2019-დან.
- სად არის „წალკის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.04.2019 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „წალკის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“, №60, 30.12.2011, სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.155.016066 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.04.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1548746/