1. ეს კანონი ვრცელდება:

ა) ფლორისა და ფაუნის, მინერალოგიისა და პალეონტოლოგიისათვის საინტერესო იშვიათ კოლექციებსა და ნიმუშებზე;

ბ) ღირებულებებზე, რომლებიც დაკავშირებულია ისტორიასთან, მათ შორის, მეცნიერებისა და ტექნიკის, ომებისა და საზოგადოების ისტორიასთან, აგრეთვე ეროვნულ მოღვაწეთა, მოაზროვნეთა, მეცნიერთა, ხელოვანთა და სპორტსმენთა ცხოვრებასთან და დიდმნიშვნელოვან ეროვნულ ფაქტებთან;

გ) არქეოლოგიურ აღმოჩენაზე;

დ) მხატვრული, ისტორიული და არქეოლოგიური ძეგლების ფრაგმენტებზე;

ე) 100 წელზე მეტი ხნის წარწერაზე, მონეტასა და ბეჭედზე;

ვ) ეთნოგრაფიულ მასალაზე;

ზ) ნებისმიერი მასალით ხელით შესრულებულ ტილოზე, სურათზე, ნახატზე (ნახაზისა და ხელით შემკული სამრეწველო ნაწარმის გარდა) და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშზე;

თ) ნებისმიერი მასალისაგან შესრულებული ქანდაკების ორიგინალურ ნაწარმოებზე;

ი) ორიგინალურ გრავიურაზე, ესტამპსა და ლითოგრაფიაზე;

კ) ნებისმიერი მასალისაგან დამზადებულ ორიგინალურ მხატვრულ შენარჩევსა და მონტაჟზე;

ლ) იშვიათ ხელნაწერზე და ინკუნაბულზე, ძველ წიგნზე, გუჯარსა და გამოცემაზე, რომლებიც განსაკუთრებულ ინტერესს (ისტორიულ, მხატვრულ, სამეცნიერო, ლიტერატურულ და სხვა) იწვევენ ცალ-ცალკე და კოლექციად;

მ) მიმოქცევიდან ამოღებულ საფოსტო მარკაზე, საგადასახადო და ანალოგიურ მარკაზე ცალ-ცალკე ან კოლექციად;

ნ) არქივზე, მათ შორის ფონო-, ფოტო- და კინოარქივზე;

ო) 100 წელზე მეტი ხნის ავეჯსა და ძველებურ მუსიკალურ საკრავზე.

2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება თანამედროვე სუვენირული ხასიათის ნაკეთობაზე, აგრეთვე სერიული და მასობრივი წარმოების კულტურული დანიშნულების ნივთზ