თავი II — კულტურული ფასეულობის საქართველოდან უკანონო გატანა, საქართველოში უკანონო შემოტანა და მასზე საკუთრების უფლების სამართლებრივი რეჟიმი
1. საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კულტურული ფასეულობის მესაკუთრეს უფლება აქვს, თხოვნით მიმართოს საქართველოს შესაბამის ორგანოებს, მხარდაჭერა აღმოუჩინონ საქართველოდან უკანონოდ გატანილი ან უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე უკანონო მფლობელობაში მყოფი კულტურული ფასეულობის საქართველოში დასაბრუნებლად.
2. ამ კატეგორიის კულტურულ ფასეულობაზე კანონიერი მესაკუთრის უფლების აღდგენის გარანტი სახელმწიფოა.
საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2137- სსმI, №13, 02.06.2003წ., მუხ.
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (22.06.2001).
წინა რედაქცია (11.07.2001 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 8. საზღვქარგარეთველოდან უკანონოდ გატანილი კულტურული ფასეულობის საქართველოში დაბრუნება 1. საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კულტურული ფასეულობის მესაკუთრეს უფლება აქვს, თხოვნით მიმართოს საქართველოს შესაბამის ორგანოებს, მხარდაჭერა აღმოუჩინონ საზღვქარგარეთველოდან უკანონოდ გატანილი ან უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე უკანონო მფლობელობაში მყოფი კულტურული ფასეულობის საქართველოში დასაბრუნებლად. 2. ამ კატეგორიის კულტურულ ფასეულობაზე კანონიერი მესაკუთრის უფლების აღდგენის გარანტი სახელმწიფოა. საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2137- სსმI, №13, 02.06.2003წ., მუხ.