1. იმ გარიგების დამოწმებისას, რომელშიც ცვლილების შეტანას მოჰყვება გარიგების საგნის (ნივთის ან უფლების) ღირებულების ზრდა/შემცირება, გარიგების ღირებულებაა ის თანხა, რომლითაც გაიზარდა/შემცირდა გარიგების საგნის (ნივთის ან უფლების) ღირებულება.
2. ვალდებულებაში პირის შეცვლისას გარიგების ღირებულებაა ვალდებულების ღირებულების ნახევარი.
3. მრავალპირიან ვალდებულებაში გარიგების ღირებულებაა ვალდებულების თავდაპირველი ღირებულების ნახევრის ის ნაწილი, რომელიც შეესაბამება გარიგებაში შესაცვლელი პირის ვალდებულებით განსაზღვრულ წილს.
4. თუ ამ წესით სხვა რამ არ არის დადგენილი, გარიგებაში ისეთი ცვლილების შეტანისას, რომელიც არ არის დაკავშირებული გარიგების ღირებულებასთან ან პირთა შეცვლასთან, ცვლილების დადასტურებისათვის საზღაური 25 ლარია