1. იმ გარიგების დამოწმებისათვის, რომლის ნამდვილობისთვის კანონით სავალდებულოა სანოტარო ფორმის დაცვა, საზღაური შეიძლება დადგინდეს მხოლოდ ამ წესით.
2. იმ გარიგების დამოწმებისათვის, რომლის ნამდვილობისთვის კანონით სავალდებულო არ არის სანოტარო ფორმის დაცვა, აგრეთვე ნოტარიუსის სხვა მომსახურებისათვის საზღაურის ოდენობა შეიძლება დაწესდეს ამ წესით ან განისაზღვროს ნოტარიუსსა და დაინტერესებულ პირს შორის შეთანხმებით.
3. საზღაურის ოდენობა დგინდება გარიგების საგნის (ნივთის ან უფლების) ღირებულების საფუძველზე ან გარიგების ღირებულებისგან დამოუკიდებლად განსაზღვრული განაკვეთებით.
4. საზღაურის ოდენობის დადგენისას, კერძოდ, მინიმალური და მაქსიმალური ზღვრების დაწესებისას, მხედველობაში მიიღება სანოტარო მოქმედების სირთულე, გაწეული სამართლებრივი კონსულტაცია, შესრულებული ტექნიკური სამუშაო და დახარჯული დრო.
5. იმ სანოტარო მოქმედებისათვის, რომლის შესრულებისთვისაც ამ წესით დადგენილია საზღაური, ნოტარიუსი ვალდებულია გადაახდევინოს საზღაური მხოლოდ ამ წესით დაწესებული ოდენობით. ნოტარიუსს უფლება აქვს დაინტერესებულ პირს შეუთანხმდეს საზღაურის ოდენობაზე იმ მომსახურებისათვის, რომლისთვისაც ამ წესით არ არის დადგენილი საზღაური
სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობების, მათი გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 30.05.2022
მუხლი 3. საზღაურის ოდენობა
თავი I — ზოგადი დებულებანი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 764. მიბარების საზღაური
- მუხლი 236. საზღაური აღნაგობის უფლებისათვის
- მუხლი 7. გადაყენებული არბიტრისათვის საზღაურის გადახდა
- მუხლი 1417. საზღაური
- მუხლი 29. საარბიტრაჟო საზღაური და ხარჯები
- მუხლი 122. აკრძალულია ორგანოზე მოთხოვნილების რეკლამა, აგრეთვე, მისი რეკლამირება რაიმე საზღაურის მიღების ან გაცემის მიზნით. ნებისმიერ პირს ან დაწესებულებას ეკრძალება ტრანსპლანტაციასთან დაკავშირებულ საქმიანობაში მ
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. მოქმედების სფერო
- მუხლი 2. სანოტარო მოქმედების შესრულებისათვის განკუთვნილი საზღაურის ცნება
- მუხლი 4. სანოტარო მოქმედებათა ანაზღაურების წესი
- მუხლი 5. საზღაურის გადახდევინების ვადა
- მუხლი 6. გარიგების ღირებულების განსაზღვრის საფუძველი
- მუხლი 8. გარიგების შეცვლა ან ვალდებულებაში პირთა შეცვლა
- მუხლი 9. გარიგების ღირებულება უძრავი ნივთის გაყოფის, მისი ნაწილების შეერთების და უძრავი ნივთების გაერთიანებისას
- მუხლი 10. ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად დადებული გარიგების ღირებულება
- მუხლი 11. სერვიტუტთან დაკავშირებული გარიგების ღირებულება
- მუხლი 12. სარგებლობისა და ფლობის უფლებებთან დაკავშირებული გარიგების ღირებულება
- მუხლი 15. მოთხოვნათა დათმობის შესახებ გარიგების ღირებულება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობების, მათი გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 3, №507, 29.12.2011, სარეგისტრაციო კოდი 170050000.10.003.016667 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.05.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1549252/muxli-3/