საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 41(48), 1999 წელი) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. 214-ე მუხლის მე-3 ნაწილში სიტყვები „საქართველოს ან უცხო ქვეყნის ხალხთა კუთვნილი მხატვრული, ისტორიული, არქეოლოგიური ღირებულების მქონე ნივთის, ხელოვნების ნიმუშის“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კულტურის ძეგლის ან ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტის“.
2. 215-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საზღვარგარეთ გატანილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კულტურის ძეგლის ან ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტის საქართველოში დაუბრუნებლობა“, ხოლო ამავე მუხლში სიტყვები „საქართველოს ან უცხო ქვეყნის ხალხთა კუთვნილი მხატვრული, ისტორიული ან არქეოლოგიური ღირებულების მქონე ნივთის“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კულტურის ძეგლის ან ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტის“.
3. 257-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვის „დოკუმენტის“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „განზრახ“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი.
2001 წლის 22 ივნისი.
N989_IIს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.06.2001.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“ მიღებულია 22.06.2001. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №989. სარეგისტრაციო კოდი — 080.000.000.05.001.000.955.
- სად არის „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.06.2001 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“, №989, 22.06.2001, სარეგისტრაციო კოდი 080.000.000.05.001.000.955 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.06.2001). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/15502/