სათამაშო ბიზნესზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
06.01.2012 ძალადაკარგული 06.02.2015
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.167.016053
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/01/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №3

2012 წლის 6 იანვარი

ქ. ლაგოდეხი

სათამაშო ბიზნესზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 მუხლი 1

შემოღებულ იქნეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.

მუხლი 2

სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების დიფერენცირება ხდება სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით და განისაზღვრება:

 ა) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 25 000 ლარის ოდენობით;

 ბ) თოთოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2500 ლარის ოდენობით;

 გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;

 დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე - კვარტალში 50000 ლარის ოდენობით;

 ე) ლატარიების მოწყობაზე –ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების

18 %;

 ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე - კვარტალში 10000 ლარის ოდენობით.

 მუხლი 3

 მოსაკრებლის გადამხდელი, მოსაკრებლის ობიექტები, მოსაკრებლის ანგარიშგება და გადახდის წესი, აგრეთვე მოსაკრებლის გადახდის ადმინისტრირება და პასუხისმგებლობის წესი განისაზღვრება ,,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ’’ საქართველოს კანონით.

მუხლი 4

1. ამ დადგენილების მე-2 მუხლის ,,დ“ და ,,ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რეგულაციები გავრცელდეს 2012 წლის 3 იანვრიდან წარმოშობილ ვალდებულებებზე.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 დეკემბრის №41 დადგენილება ,,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“.

3. ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 საკრებულოს თავმჯდომარე   გ . გოზალიშვილი