ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
06.01.2012 ძალადაკარგული 27.01.2023
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1
სარეგისტრაციო კოდი
210020020.35.144.016073
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/01/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება № 1

2012 წლის 6 იანვარი

ქ. ქარელი

ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, ,,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ’’ საქართველოს კანონების, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1

შემოღებულ იქნ ე ს ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემდეგი სახის ადგილობრივი მოსაკრებლები:

ა) მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) ნებართვისათვის;

ბ) მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის;

გ) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.

მუხლი 2

1. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს:

ა) ახლად ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის – ერთი ლარის ოდენობით;

ბ) ახლად ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისთვის საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის – ხუთი ლარის ოდენობით.

2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს:

ა) ერთ სულ მოსახლეზე 0,5 ლარის ოდენობით თვეში;

ბ) იურიდიული პირების, ორგანიზაციების და დაწესებულებებისა თ ვის:

 

მოსაკრებლის გადამხდელი

ზომის ერთეული

მოსაკრებლის განაკვეთი თვეში(ლარი)

1.

ოფისები,სააგენტოები,პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები, ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები(ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება)

საერთო ფართის ერთი კვ.მ.

 

0,126

2.

პოლიკლინიკები,სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები, ექიმებისა და სტომატოლოგიური კაბინეტები(ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება

საერთო ფართის ერთი კვ.მ.

0,126

3.

საავადმყოფოები(ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება)

ერთი საწოლი

0,37

4.

სასტუმროები(ინფრასტრუქტურის ფართზე შიდა მომსახურებისთვის მოსაკრებელი არ დაერიცხება)

ერთი საწოლი

0,37

5.

სასურსათო მაღაზიები(სავაჭრო დარბაზი) შერეული

ფართის ერთი კვ.მ.

0,25

6.

მაღაზიები და აფთიაქები(სავაჭრო დარბაზი)

ფართის ერთი კვ.მ.

0,08

7.

რესტორნები, სასადილოები,კაფეები, ბარები და სხვა საზ. კვების ობიექტები

ერთი დასაჯდომი ადგილი

0,77

8.

აბანოები და საუნები

ერთი კვ.მ.

0,18

9.

სკოლები, კოლეჯები, ინსტიტუტები, საბავშვო ბაღები და ბაგა-ბაღები საგანმანათლებლო დაწესებულებები(ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება)

ერთი მოსწავლე

0,06

10.

თე ა ტრები და კინოთეატრები

ერთი სავარძელი

0,11

11.

დისკოთეკები, ღამის კლუბები, კაზინოები, ტოტალიზატორები, სათამაშო კლუბები

საერთო ფართის ერთი კვ.მ.

0,18

12.

ვაგზლები, საავტომობილო და რკინიგზის სადგურები

ღია ფართის ერთი კვ.მ.

0,005

დახურული ფართის ერთი კვ.მ.

0,05

13.

ღია ტიპის დასვენებისა და გასართობი თავშეყრის ადგილები, სკვერები, ბაღები, ატრაქციონები

საერთო ფართის ერთი კვ.მ.

0,021

14.

მუზეუმები, ბიბლიოთეკები, არქივები(ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება)

საერთო ფართის ერთი კვ.მ.

0,014

15.

საცხობები

სამუშაო ფართის ერთი კვ.მ.

0,18

16.

ბაზრები (შერეული)

საერთო ფართის ერთი კვ.მ.

0,12

17.

ა/მანქანების სარემონტო სადგურები, ტექ. მომსახურების ადგილები

ღია ფართის ერთი კვ.მ.

0,014

დახურული ფართის ერთი კვ.მ.

0,13

18.

სადალაქოები და სილამაზის სალონები

საერთო ფართის ერთი კვ.მ.

0,13

19.

ბენზინგასამართი და გაზგასამართი სადგურები

საერთო ფართის ერთი კვ.მ.

0,06

20.

საწარმოო ობიექტების ღია ტერიტორიები, სადაც მიმდინარეობს საწარმოო პროცესი

საერთო ფართის ერთი კვ.მ.

0,014

21.

მსხვილი სერიული პროდუქციის საწარმოების შენობა-ნაგებობები საწარმოო ნარჩენების გარდა

საერთო ფართის ერთი კვ.მ.

0,035

22.

მცირე სამეწარმეო საქმიანობის შენობების შიგნით მიმდინარე წარმოების საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები

საერთო ფართის ერთი კვ.მ.

0,24

23.

სტადიონები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ტერიტორიები და მანეჟები(სატურნირო და სავარჯიშო ობიექტების გარდა)

ღია ფართის ერთი კვ.მ.

0,014

დახურული ფართის ერთი კვ.მ.

0,06

24.

ავტოსადგომები და საწყობები პირდაპირი მიყიდვის გარეშე (გარდა საცავებისა პროდუქციის ხანგრძლივი შენახვის დროით)

ღია ფართის ერთი კვ.მ.

0,014

დახურული ფართის ერთი კვ.მ.

0,05

25.

საბანკეტო დარბაზები, დარბაზები სარიტუალო მომსახურებისათვის

ერთ დასაჯდომ ადგილზე

0,56

26

მოხუცებულთა სახლები, ბავშვთა სახლები (ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება)

მომსახურების ერთი ადგილი

0,08

27

ყვავილების ღია და დახურული მაღაზიები

საერთო ფართის ერთი კვ.მ.

0,18

 

3. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთები განისაზღვროს:

ა) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 20 000 ლარის ოდენობით;

ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2250 ლარის ოდენობით.

გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;

დ )     სისტემურ-ელექტრონული ფორმი თ მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 30 000 ლარი;

ე) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული , სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე − კვარტალში 1 000 ლარი ს ოდენობით.

მუხლი 3

 მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლდეს სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობა.

მუხლი 4

ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს ,,ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 24 იანვრის №6 დადგენილება.

მუხლი 5

ეს დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნები სთანავე .

საკრებულოს თავმჯდომარე               პ. ღვინიაშვილი