ნოტარიუსობის კანდიდატის შესარჩევად კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს იუსტიციის მინისტრი ს
ბრძანება №3
2012 წლის 10 იანვარი
ქ. თბილისი
ნოტარიუსობის კანდიდატის შესარჩევად კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე
,,ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ნოტარიუსობის კანდიდატის შესარჩევად კონკურსის ჩატარების წესი.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
ნოტარიუსობის კანდიდატის შესარჩევად კონკურსის ჩატარების წესი
მუხლი 1. ნოტარიუსობის კანდიდატის შესარჩევად კონკურსის ჩატარების მიზანი
ნოტარიუსობის კანდიდატის შესარჩევად კონკურსის ჩატარების მიზანია ნოტარიუსის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად ისეთი პირების შერჩევა , რომლებიც გამოირჩევიან მაღალი პროფესიული მომზადების დონით , ზნეობრივი თვისებებით და შეუძლიათ უზრუნველყონ მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის სანოტარო მომსახურების შეთავაზება.
მუხლი 2. კონკურსის ფორმა
კონკურსი ტარდება ზეპირი – გასაუბრების ფორმით, ნოტარიუსობის კანდიდატის მიერ ნოტარიუსის თანამდებობაზე დასანიშნად იუსტიციის სამინისტროსათვის მიმართვიდან 4 თვის ვადაში.
მუხლი 3. საკონკურსო კომისია
1. იუსტიციის მინისტრის ბრძანებით ნოტარიუსობის კანდიდატის შესარჩევად იქმნება საკონკურსო კომისია (შემდგომში – კომისია).
2. კომისიის შემადგენლობაში შედის კომისიის თავმჯდომარე და 3 წევრი.
3. ნოტარიუსობის კანდიდატთან გასაუბრებას უნდა ესწრებოდეს კომისიის 3 წევრი მაინც.
4. გადაწყვეტილება მიიღება კომისიის დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა .
5. ნოტარიუსობის კანდიდატთან გასაუბრების შედეგები აისახება ოქმში, რომელიც წარედგინება იუსტიციის მინისტრს.
6. კომისიის ოქმს ხელს აწერს კომისიის ყველა დამსწრე წევრი.
მუხლი 4. გარემოებები, რომლებიც გაითვალისწინება გასაუბრებისას
კომისიის წევრები გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებენ კანდიდატის კვალიფიკაციას , მუშაობის სტაჟს , სპეციალობით მუშაობის გამოცდილებას , ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაგროვებული ქულების ოდენობას , აგრეთვე სხვა გარემოებებს , რომლებიც ადასტურებენ კანდიდატის შესაბამისობას დასაკავებელ თანამდებობასთან.
მუხლი 5. კანდიდატის წარდგენა და დანიშვნა
1. კომისია იუსტიციის მინისტრს დასანიშნად წარუდგენს ნოტარიუსობის კანდიდატს გასაუბრებიდან 5 დღის ვადაში.
2. იმ შემთხვევაში, თუ კომისია არ წარუდგენს იუსტიციის მინისტრს დასანიშნად ნოტარიუსობის კანდიდატს ან იუსტიციის მინისტრი არ დანიშნავს ნოტარიუსობის კანდიდატს ნოტარიუსად, ნოტარიუსობის კანდიდატს არ აქვს უფლება მიმართოს იუსტიციის სამინისტროს ნოტარიუსის თანამდებობაზე დანიშვნის მოთხოვნით, გასაურებიდან 6 თვის განმავლობაში.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ნოტარიუსობის კანდიდატის შესარჩევად კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „ნოტარიუსობის კანდიდატის შესარჩევად კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.01.2025.
- როდის იქნა მიღებული „ნოტარიუსობის კანდიდატის შესარჩევად კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“?
- „ნოტარიუსობის კანდიდატის შესარჩევად კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ მიღებულია 10.01.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №3. სარეგისტრაციო კოდი — 010320010.22.027.016228.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ნოტარიუსობის კანდიდატის შესარჩევად კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 27.01.2025-დან.
- სად არის „ნოტარიუსობის კანდიდატის შესარჩევად კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.01.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ნოტარიუსობის კანდიდატის შესარჩევად კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“, №3, 10.01.2012, სარეგისტრაციო კოდი 010320010.22.027.016228 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.01.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1557196/