დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №3
2012 წლის 10 იანვარი
ქ. დედოფლისწყარო
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სა თ ამაშ ო ბიზნეს ზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22 -ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის , „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, ,,ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25 -ე მუხლის შესაბამისად , დედოფლისწ ყ აროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. შემოღებული იქნეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.
2 . სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების დიფერენცირება ხდება სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით და განისაზღვრება:
ა) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 15000 ლარის ოდენობით;
ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 1500 ლარის ოდენობით;
გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;
დ) სისტემურ -ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 30000 ლარის ოდენობით;
ე) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 20%;
ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ -ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 1000 ლარის ოდენობით .
3 . მოსაკრებლის გადამხდელი, მოსაკრებლის ობიექტები, მოსაკრებლის ანგარიშგება და გადახდის წესი, აგრეთვე მოსაკრებლის გადახდის ადმინისტრირება და პასუხისმგებლობის წესი განისაზღვრება „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით.
4 . ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელის დაწესების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 7 მარტის №25 დადგენილება.
5. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ზ . ფიროსმანაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 30.11.2015.
- როდის იქნა მიღებული „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების შესახებ“?
- „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ მიღებულია 10.01.2012. მიმღები ორგანო — დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №3. სარეგისტრაციო კოდი — 210020010.35.169.016071.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 30.11.2015-დან.
- სად არის „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.11.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების შესახებ“, №3, 10.01.2012, სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.169.016071 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.11.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1558452/