საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5642-რს
სარეგისტრაციო კოდი
080000000.05.001.016598
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/01/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) 291-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:

„შენიშვნა:

1. ამ თავის მიზნებისათვის მნიშვნელოვანი ზიანის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის შესაბამისად.

2. პირს ამ მუხლით, ამ კოდექსის 298-ე მუხლით, 299-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-300 მუხლით (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული იმ ქმედებისა, რომელიც ჩადენილია სახელმწიფო ნაკრძალში ან აღკვეთილში, ანდა აკრძალულ დროს ან ადგილას, ან საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობის დროს ან ეკოლოგიური უბედურების ზონაში, ან საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მიმართ), 301-ე მუხლის პირველი ნაწილით, 303-ე მუხლის პირველი ნაწილით, 305-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანის მოთხოვნის მიღებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში იგი გადაიხდის დაკისრებულ თანხას, ან ამავე ვადაში დაიდება გარემოსთვის მიყენებული ზიანის თაობაზე შეთანხმება. აღნიშნული 45-დღიანი ვადის ათვლისას მხედველობაში არ მიიღება ის დღეები, რომელთა დროსაც გარემოსთვის მიყენებული ზიანის მოთხოვნის მოქმედება შეჩერებულია კანონის საფუძველზე.

3. ამ შენიშვნის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით პირისთვის პასუხისმგებლობის არდაკისრების შემდეგ, მის მიერ გარემოსთვის მიყენებული ზიანის მოთხოვნის მიღებიდან ან გარემოსთვის მიყენებული ზიანის თაობაზე შეთანხმების დადებიდან (რომელიც უფრო გვიან დადგება)  2 წლის განმავლობაში აღნიშნული პირის მიერ იმავე ქმედების ხელახლა ჩადენის შემთხვევაში მასზე არ გავრცელდება ამ შენიშვნის მე-2 ნაწილის მოქმედება.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                 მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 27 დეკემბერი.

№5642–რს

რა შეცვალა ამ აქტმა (1 მუხლი)

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.12.2011.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 27.12.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №5642-რს. სარეგისტრაციო კოდი — 080000000.05.001.016598.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.12.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №5642-რს, 27.12.2011, სარეგისტრაციო კოდი 080000000.05.001.016598 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.12.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1558803/