შპს"სამოქალაქო საქმეთა მუდმივმოქმედი არბიტრაჟი"ს დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/01/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

შპს „სამოქალაქო საქმეთა მუდმივმოქმედი არბიტრაჟის“ დებულებაში (დამტკიცებულია პარტნიორთა 28.12.2009 წლის კრების ოქმით და გამოქვეყნებულია 30.20.2010 წლის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ №264-265, დებულების 16.03.2011 წლის მდომარეობით რედაქცია გამოქვეყნებულია სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ მეშვეობით) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. დებულების 5.6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„5.6. საარბიტრაჟო შენატანის ოდენობა დამოკიდებულია დავის საგნის ღირებულებაზე და შეადგენს სადავო საგნის ღირებულების 2%-ს (დღგ-ის ჩათვლით), 100 000 (ასი ათასი) ლარის ზევით დავის საგნის შემთხვევაში სადავო საგნის ღირებულების 1,8%-ს (დღგ-ის ჩათვლით), მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა (დღგ-ის ჩათვლით), ხოლო დავებზე, სადაც დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 3500 ლარს – არანაკლებ 200 ლარისა (დღგ-ის ჩათვლით). ამასთან, საარბიტრაჟო შენატანის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 20 000 (ოცი ათასი) ლარს (დღგ-ის ჩათვლით).“

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს და გაუქმდეს დებულების 5.9 მუხლი.

3. დებულების 12.25 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„12.25. მხარეს უფლება აქვს საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე საკუთარი განცხადების საფუძველზე გამოითხოვოს საქმე უკან. საქმის გამოთხოვის შემთხვევაში არბიტრაჟს, ხოლო თუ არბიტრაჟი შექმნილი არ არის, მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარეს გამოაქვს დადგენილება საქმის განუხილველად დატოვების შესახებ. მხარის განცხადების საფუძველზე, დავის განმხილველი არბიტრაჟის შექმნამდე საქმის გამოთხოვის შემთხვევაში მხარეს უბრუნდება მის მიერ გადახდილი საარბიტრაჟო შენატანის 80%, ხოლო დავის განმხილველი არბიტრაჟის შექმნის შემდგომ საქმის გამოთხოვის შემთხვევაში – გადახდილი საარბიტრაჟო შენატანის 50%. ამასთან, ასეთ შემთხვევებში საარბიტრაჟო შენატანი არ შეიძლება იყოს 150 (ასორმოცდაათი) ლარზე ნაკლები.“.

4. ცვლილებები ძალაში შევიდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებისთანავე.