ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №01
2012 წლის 13 იანვარი
ქ. ონი
ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის, ,,სათამასო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების და მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტის საკებულომ დაადგინა:
მუხლი 1. შემოღებულ იქნეს ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი და განისაზღვროს მისი განაკვეთები სახეობების მიხედვით შემდეგი ოდენობით:
1. სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – 15 000 ლარი კვარტალში;
2. თითოეულ სათამაშო აპარატზე – 1500 ლარი კვარტალში;
3. თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10 %;
4. სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – 30 000 ლარი კვარტალში;
5. ლატარიის მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზებიდან მიღებული ამონაგების10 %;
6. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – 5 000 ლარი კვარტალში.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე შ . ჯაფარიძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 20.06.2024.
- როდის იქნა მიღებული „ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“?
- „ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ მიღებულია 13.01.2012. მიმღები ორგანო — ონის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №01. სარეგისტრაციო კოდი — 210020010.35.118.016051.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 20.06.2024-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.06.2024 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“, №01, 13.01.2012, სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.118.016051 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.06.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1561945/