ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
20.01.2012 ძალადაკარგული 07.03.2012
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3
სარეგისტრაციო კოდი
200230000.35.161.016075
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/01/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს

დადგენილება№3

2012წლის 20 იანვარი

ქ. გარდაბანი

ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №394 დადგენილების შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგ ინ ა:

    მუხლი 1

 გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართის შესაბამისად.

    მუხლი 2

ძალადაკარგულად გამოცხადდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011წლის 28 თებერვლის №5 დადგენილება „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“.

    მუხლი 3

დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

    მუხლი4

დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში (მის.: ქ. გარდაბანი, დ ავით აღმაშენებლის ქ. №14),საქართველოს ადმინისტრაციულ-საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში.

საკრებულოს თავმჯდომარე            გ. ფეიქრიშვილ ი

 

დანართი

  ქონების გადასახადის განაკვეთები

    მუხლი 1

საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტი. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება, რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში უნდა გაიზარდოს:

ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;

ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ;

გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ;

დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს – 3-ჯერ.

    მუხლი 2

საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 პროცენტი.

    მუხლი 3

ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთებია:

ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.2 პროცენტი;

ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.8 პროცენტი.

    მუხლი 4

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია:

 

 

 

მიწის კატეგორიები

გადასახადის განაკვეთები

ლარი/ჰა

1

სათიბები (მათ შორის, გაკულტურებული)

17

2

საძოვრები (მათ შორის, გაკულტურებული)

16

3

ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწ ებ ი

3

4

ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეები

50

5

კარგი და მწირი ხარისხის სხვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი, საკარმიდამოდასხვ.) მიწები

72

მუხლი 5

ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწების ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია 3 ლარი.

    მუხლი 6

1. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების ერთ კვადრატულ მეტრზე წლიური გადასახადის განმსაზღვრელი ტერიტორიული კოფიციენტი:

ა) ცენტრალური ზონისთვის (ქ.გარდაბანი დ ავით აღმაშენებლის ქუჩა) – 1.2;

ბ) შუალედური ზონა (ქ.გარდაბნის დანარჩენი ქუჩები) – 1.0

ბ) პერიფერიული ზონისთვის (სოფლები და სოფლებს შორის არეალი) – 0.8.

2. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ქონების გადასახადის განაკვეთი ერთ კვადრატულ მეტრზე განისაზღვროს:

 

ტერიტორია

საბაზისო განაკვეთი

(ლარი)

ტერიტორიული კოეფიციენტი

გადასახადის განაკვეთი

(ლარი)

1

ცენტრალური ზონა (ქ.გარდაბ ანი დავით აღმაშენებლის ქუჩა)

0,24

1,2

0,288

2

შუალედური ზონა (ქ.გარდაბნის დანარჩენი ქუჩები)

0.24

1.0

0.24

3

პერიფერიული ზონა (სოფლები და სოფლებს შორის არეალი)

0,24

0.80

0,192

მუხლი 7

1. ქონების გადასახადისაგან განთავისუფლდეს:

ა) მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტი (მიწის ფართი);

ბ) საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების გარდა,ქონების გადასახადის განთავისუფლებისას გამოიყენება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ემუხლი.