ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის–მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
18.01.2012 ძალადაკარგული 27.12.2012
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.119.016104
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/01/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება № 1

201 2 წლის 18 იანვარი

ქ. ხონი

ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ„ საქართველოს ორგანული კანობის 22 -ე მუხლის პირველი პუნქტის „თ " ქვეპუნქტისა და 43 -ე მუხლის მე -2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ " საქართველოს კანონის მე-2 0 მუხლის შესაბამისად, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:

1. დამტკიცდეს ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის სამსახურის დებულება (დანართი№1).

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე გ . გელენიძე

 დანართი №1

ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. დებულება განსაზღვრავს ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის (შემდგომში–სამსახური) დანიშნულებას, მის ფუნქციებს, ამოცანებს, უფლება -მოვალეობებს და მართვის ორგანიზებას.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს „საქართველოს კონსტიტუციის ",„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ " საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, აგრეთვე, საკრებულოს დადგენილებების, განკარგულების და გამგებლის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების საფუძველზე.

    მუხლი 2. სამსახურის ფუნქციები

1. სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი, დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სასოფლო -სამეურნეო კულტურების წარმოების ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის მომზადება და მიწოდება, ამ მიზნით კომპეტენტურ ინსტიტუტებთან და სპეციალისტებთან თანამშრომლობა;

ბ) საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი სოფლის –მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელების ხელშეწყობა;

გ) საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეწყობა და დაინტერესებულ პირთა საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფა;

დ) სასურსათო პროდუქტების გადამამუშავებელი, შესანახი ინფრასტრუქტურის, სასოფლო -სამეურნეო მანქანა -დანადგარების, მომსახურების ცენტრების და სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწების შესახებ ინფორმაციის კონსოლიდაცია და დაინტერესებული უწყებებისთვის, პირებისთვის მიწოდება;

დ) მელიორაციის სფეროში საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი პროექტების ხელშეწყობა უფლებამოსილების ფარგლებში.

    მუხლი 3. სამსახურის მართვა, ორგანიზება.

1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.

2. სამსახურის უფროსი:

ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის და გამგებლის წინაშე დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შესრულებაზე;

ბ) წარუდგენს გამგებელს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;

გ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

დ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის თანამშრომლებს შორის და აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და რეკომენდაციებს;

ე) ზედამხედველობას უწევს სამსახურის მოსამსახურეების მიერ მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

ვ) საკრებულოსა და გამგებელს აბარებს სამსახურის მუშაობის ანგარიშს;

ზ) ასრულებს გამგებლის მიერ დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.

2. სამსახურის უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას, მოვალეობის შემსრულებელს ნიშნავს გამგებელი.

    მუხლი 4. სამსახურის საჯარო მოსამსახურე.

ა) სამსახურის მოსამსახურეს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი;

ბ) პასუხისმგებელია გამგებლის და სამსახურის უფროსის წინაშე;

გ) უზრუნველყოფს გამგებლის, სამსახურის უფროსისა და თვითმმართველობის სამართლებრივი აქტებით დაკისრებული უფლება -მოვალეობების შესრულებას;

დ) მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს, თანამდებობათა დასახელებას მოქმედი კანომდებლობის შესაბამისად, ამტკიცებს საკრებულო;

ე) სამსახურის საშტატო ნუსხას და თანამდებობრივ ინსტრუქციებს გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.

    მუხლი 5. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად.