ქალაქ ქუთაისში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს
დადგენილება №14 7
2012 წლი ს 18 იანვარი
ქ. ქუთაისი
ქალაქ ქუთაისში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ
„სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ “საქართველოს კანონის შესაბამისად და „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ “საქართველოს ორგანული კანონის მე -16 მუხლის მე -2 პუნქტის „ბ “ქვეპუნქტის , 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „მ “ქვეპუნქტის , 43- ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61- ე მუხლის საფუძველზე , ქალაქ ქუთაისის საკრებულო ადგენს :
მუხლი 1. ქალაქ ქუთაისში შემოღებულ იქნეს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი, რომელიც არის აუცილებელი გადასახადი ადგილობრივ ბიუჯეტში.
მუხლი 2. სათამაშო ბიზნესის გადამხდელები არიან პირები, რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშებით და ასეთი საქმიანობა , საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ექვემდებარება ნებართვით რეგულირებას. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელის გადამხდელები არიან აგრეთვე, ლატარიის მომწყობი პირები /ორგანიზატორები/, რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ეროვნული ლატარიის ფონდის მიერ ორგანიზებულ ტენდერში გამარჯვებული პირის გამოვლენამდე.
მუხლი 3. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ობიექტებია:
1. სათამაშო მაგიდები და სათამაშო აპარატები;
2. წამახალისებელი გათამაშების საპრიზო ფონდი;
3. სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობა;
4. ლატარიის ბილეთებიდან მიღებული ამონაგები;
5. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული , სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სალარო.
მუხლი 4. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების დიფერენცირება უნდა მოხდეს სათამაშო ბიზნესის სახეობების მიხედვით და განისაზღვროს:
1. სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 15 000 ლარი;
2. თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2100 ლარი;
3. თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10% ;
4. სისტემურ - ელექტრ ონ ული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 30 000 ლარი;
5. ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 10%;
6. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 500 0 ლარი.
მუხლი 5. წამახალისებელი გათამაშების მომწყობი (ორგანიზატორი) ვალდებულია საგადასახადო ორგანოში, ყოველკვარტალურად , წარადგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის დეკლარაცია და გადაიხადოს მოსაკრებელი , არა უგვიანეს საანგარიშო კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვსა.
მუხლი 6. წამახალისებელი გათამაშების მომწყობი ს /ორგანიზატორის/ ყოველკვარტალური მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება საანგარიშო კვარტალში გათამაშებული საპრიზო ფონდის მიხედვით. ამასთან, წამახალისებელი გათამაშების ბოლო საანგარიშო კვარტალში მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება საპრიზო ფონდის ნარჩენი ღირებულებით /თანხით/.
მუხლი 7. სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობის მომწყობი (ორგანიზატორი) ვალდებულია საგადასახადო ორგანოში, ყოველკვარტალურად, წარადგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის დეკლარაცია და გადაიხადოს ამ დადგენილების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მოსაკრებლები , არა უგვიანეს, საანგარიშო კვარტ ა ლის მომდევნო თვის 15 რიცხვისა. ამასთანავე, სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობის მომწყობი (ორგანიზატორი) ვალდებულია ამ დადგენილების მე-4 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული მოსაკრებელი გადაიხადოს მოსაკრებლის გადახდის ნიშნების შეძენისას.
მუხლი 8. სამორინეს მოწყობის ან/და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვების მფლობელები სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს იხდიან მოსაკრებლის გადახდის ნიშნების შეძენისას.
მუხლი 9. მოსაკრებლის გადახდის ნიშანში იგულისხმება თამაშობის მოწყობისას სათამაშო მაგიდებისა და სათამაშო აპარატებისათვის და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტების გარეთ განთავსებული, სისტემურ -ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე ელექტრონულად გაცემული ნიშნები, რომლებიც ადასტურებს მოსაკრებლის გადახდას და თამაშობის ორგანიზატორის უფლებას თამაშობის მოწყობის ადგილებში სათამაშო მაგიდების დადგმასა და სალაროების მოწყობაზე.
მუხლი 10. მოსაკრებლის გადახდის ნიშანი უნდა შეიცავდეს:
1. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ობიექტის მიხედვით მინიჭებულ ნუმერაციის ველს (დიაპაზონს), რომლის ფარგლებშიც გაიცემა მოსაკრებლის გადახდის ნიშნები.
2. მოსაკრებლით დაბეგვრის პერიოდს.
მუხლი 11. თამაშების მომწყობი /ორგანიზატორი/ საანგარიშო კვარტ ა ლის დაწყებამდე საგადასახადო ორგანოში იძენს მოსაკრებლის გადახდის ნიშანს დაბეგვრის ობიექტის ფაქტობრივი განთავსების ტერიტორიაზე მოქმედი მოსაკრებლის განაკვეთის მიხედვით.
მუხლი 12. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ობიექტის მიხედვით მინიჭებული ნუმერაციის ველი (დიაპაზონი) საგადასახადო ორგანოში აღირიცხება თამაშების მომწყობის /ორგანიზატორის/ სახელზე.
მუხლი 13. მოსაკრებლის გადახდის ნიშნების შეძენის, ნუმერაციის ველის (დიაპაზონის) გამოყოფის, აგრეთვე, უმოქმედო დაბეგვრის ობიექტების დალუქვის წესებს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
მუხლი 14. ლატარიის მომწყობნი /ორგანიზატორები/ ვალდებულნი არიან ადგილობრივ საგადასახადო ორგანოში, ყოველკვარტალურად, წარადგინონ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული დეკლარაცია და გადაიხადონ მოსაკრებელი , არა უგვიანეს საანგარიშო კვარტ ა ლის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
მუხლი 15. ამ დადგენილებით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის ადმინისტრირება ევალებათ საგადასახადო ორგანოებს.
მუხლი 16. საგადასახადო ორგანოები სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ადმინისტრირებას ახორციელებენ საქართველოს საგადასახდო კოდექსით დადგენილი წესებით.
მუხლი 17. „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევისათვის, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელს დაეკისრება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული სანქციები და სხვა პასუხისმგებლობა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 18 . ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ქუთაისში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2007 წლის 31 იანვრის №17 დადგენილება.
მუხლი 19. დადგენილების ასლი გამოქვეყნებისთანავე გაეგზავნოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს და ამავე სამსახურის ქუთაისის რეგიონალურ ცენტრს.
მუხლი 20. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. ხვადაგიანი