ს.ს. ,,ხაოიანი ქსოვილების ფაბრიკას“ გაკოტრების მმართველის გია გიგაშვილის განთავისუფლების და გაკოტრების მმართველად სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს დანიშვნის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ს.ს. ,,ხაოიანი ქსოვილების ფაბრიკას“ გაკოტრების მმართველის გია გიგაშვილის განთავისუფლების და გაკოტრების მმართველად სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს დანიშვნის თაობაზე
საქართველოს სახელით
სს ,,ხაოიანი ქსოვილების ფაბრიკის“ გაკოტრების მმართველის გია გიგაშვილის გათავისუფლების და გაკოტრების მმართველად სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს დანიშვნის თაობაზე
2012 წლის 25 იანვარი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე გოჩა აბუსერიძემ
ზეპირი მოსმენის გარეშე განეხილა სს ,,ხაოიანი ქსოვილების ფაბრიკის“ გაკოტრების მმართველის გიგა გიგაშვილის განთავისუფლების და გაკოტრების მმართველად სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს დანიშვნის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2007 წლის 9 იანვარს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შემოსულ იქნა სს ,,ხაოიანი ქსოვილების ფაბრიკის“ (სამეწარმეო რეესტრის მონაცემების მიხედვით სს ,,ხაოიანი ქსოვილების ქარხანა“) დირექტორის მურთაზ მაჩიტიძის განცხადება და თანდართული მასალები საზოგადოების გადახდისუუნარობისა და ვადამოსული გადახდის ვალდებულებების შესრულების შეუძლებლობის მოტივით გაკოტრების საქმის გახსნის შესახებ, რაც 2007 წლის 12 იანვარს მიღებულ იქნა სასამართლოს წარმოებაში.
2007 წლის 10 ივლისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით სს ,,ხაოიანი ქსოვილების ფაბრიკის“ მიმართ გაიხსნა გაკოტრების საქმის წარმოება და გაკოტრების მმართველის თანამდებობაზე დაინიშნა გია გიგაშვილი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ 2011 წლის 28 დეკემბერს მიღებულ იქნა საქართველოს კანონი ,,საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ძალაში შევიდა 2012 წლის 17 იანვარს), რომლითაც ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილ იქნა ცვლილებები.
დასახელებული კანონის მეოთხე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დანიშნული მეურვე/გაკოტრების მმართველი დავალდებულდა 2012 წლის 1 თებერვლამდე გადასცეს აღსრულების ეროვნულ ბიუროს მის წარმოებაში არსებული გადახდისუუნარობის საქმეები, რომლებზედაც სასამართლომ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ გადაწყვეტილება 2011 წლის 1 აგვისტომდე მიიღო. ამავე ნორმის მიხედვით, აღნიშნული საქმეების წარმოებას აღსრულების ეროვნული ბიურო გააგრძელებს ამ კანონის მე-3 მუხლით დადგენილი წესით.
ამავე კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საქმეებზე ჩატარებულ აუქციონში არ არის გამოვლენილი გამარჯვებული პირი, ან ქონება არ არის გადაცემული ნატურით, აღსრულების ეროვნული ბიურო აღნიშნული საქმეების წარმოებაში მიღების შემდეგ ქონებაზე აუქციონს ატარებს ამ კანონის მე-3 მუხლით დადგენილი წესით. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საქმეებზე საფასური განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
იმის გათვალისწინებით, რომ ს.ს. ,,ხაოიანი ქსოვილების ფაბრიკის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოება გახსნილ იქნა 2011 წლის 1 აგვისტომდე, ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი პროცედურების განხორციელების უზრუნველსაყოფად გაკოტრების მმართველმა გია გიგაშვილმა გადახდისუუნარობის საქმის მასალები უნდა გადასცეს ახალ გაკოტრების მმართველს – სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს, ამასთან იგი უნდა გათავისუფლდეს სს ,,ხაოიანი ქსოვილების ფაბრიკის“ გაკოტრების მმართველის თანამდებობიდან.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლი 551 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილებები გადახდისუუნარობის, გაკოტრების ან რეაბილიტაციის საქმის წარმოების დაწყების, შეწყვეტის, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მეურვის, გაკოტრების ან რეაბილიტაციის მმართველის დანიშვნის (ასევე მათი ცვლილების), რეაბილიტაციის საქმის წარმოების დასრულების და გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საფუძველზე იურიდიული პირის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ რეგისტრირდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში.
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, გადახდისუუნარობის, გაკოტრების ან რეაბილიტაციის საქმის წარმოება დაწყებულად, შეწყვეტილად, მეურვის, გაკოტრების ან რეაბილიტაციის მმართველის უფლებამოსილება (ასევე მათი ცვლილება) წარმოშობილად, რეაბილიტაციის საქმის წარმოება დასრულებულად და გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საფუძველზე იურიდიული პირის რეგისტრაცია გაუქმებულად ჩაითვლება მხოლოდ შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, მისი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, მე-5, მე-7, მე-8, 27-ე, 37-ე, 39-ე, მე-40, 551 მუხლებით, 2011 წლის 28 დეკემბერის №5668−რს საქართველოს კანონის მე-4 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს ,,ხაოიანი ქსოვილების ფაბრიკის’’ (სამეწარმეო რეესტრის მონაცემების მიხედვით სს ,,ხაოიანი ქსოვილების ქარხანა“) (ს/კ 212700353) გაკოტრების მმართველის თანამდებობიდან გათავისუფლდეს გია გიგაშვილი და სს ,,ხაოიანი ქსოვილების ფაბრიკის’’ გაკოტრების მმართველად დაინიშნოს სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო.
3. დაევალოს სსიპ – აღსრულების ეროვნულ ბიუროს სს ,,ხაოიანი ქსოვილების ფაბრიკის’’ გაკოტრების საქმესთან დაკავშირებით განახორციელოს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით და 2011 წლის 28 დეკემბერის №5668−რს საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოქმედებები.
4. სს ,,ხაოიანი ქსოვილების ფაბრიკის’’ (სამეწარმეო რეესტრის მონაცემების მიხედვით სს ,,ხაოიანი ქსოვილების ქარხანა“) გაკოტრების მმართველად სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს დანიშვნის შესახებ ინფორმაცია დარეგისტრირდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში.
5. დაევალოს გია გიგაშვილს 2012 წლის 1 თებერვლამდე აღსრულების ეროვნულ ბიუროს გადასცეს მის წარმოებაში არსებული გადახდისუუნარობის საქმე.
6. განჩინება გაეგზავნოთ მხარეებს, შესასრულებლად სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს.
7. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე www.geocourts.ge.
8. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
მოსამართლე გ. აბუსერიძე