ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
27.01.2012 ძალადაკარგული 24.01.2013
გამომცემი ორგანო
ნომერი
№8
სარეგისტრაციო კოდი
370160000.35.162.016096
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/01/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8

2012 წლის 27 იანვარი

ქ. ახმეტა

ახმეტ ის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 22- ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ’’ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 25- ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1.

1. ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში – მიწის ნორმატიული ფასი) 1 (ერთი) კვადრატული მეტრი მიწის ფართობისათვის გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულით:

CN=IMG x ITL x C x K, სადაც:

ა) CN – არის 1 (ერთი) კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;

ბ) IMG – არის ქ. ახმეტის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც შეადგენს 0, 3-ს;

გ) IT L – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს;

დ) C – არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი ოდენობა უდრის 0, 24 ლარს;

ე) K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 20-ს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით:

ა) ქალაქ ახმეტის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 მ2 მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს 1, 44 ლარით;

ბ) მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 მ2 მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქალაქ ახმეტისათვის დადგენილი ნორმატიული ფასის 30%-ის ოდენობით – 0,432 ლარით;

გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებათა შორის არეალებში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 მ2 მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქალაქ ახმეტისათვის დადგენილი ნორმატიული ფასის 25 %-ის ოდენობით – 0, 36 ლარით;

დ) ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საქართველოს საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 სექტემბრის №554 ბრძანებულებით განსაზღვრული შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 მ2 მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქალაქ ახმეტისათვის დადგენილი ნორმატიული ფასის 50%-ის ოდენობით – 0, 72 ლარით. მოცემულ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფასი.

    მუხლი 2.

ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 10 იანვრის №2 დადგენილება (სსმ, ვებგვერდი, 24/01/2011, 370160000.35.162.016026).

    მუხლი 3.

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ა. მაილაშვილი