თვითმმართველ ქალაქ რუსთავში ქონების გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
27.01.2012 ძალადაკარგული 18.04.2013
ნომერი
№138
სარეგისტრაციო კოდი
200230000.35.160.016121
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/02/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (5)

შემდგომი ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს

დადგენილება №138

2012 წლის 27 იანვარი

ქ . რუსთავი

თვითმმართველ ქალაქ რუსთავში ქონების გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22 -ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტების, და საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე -7 მუხლის პირველი ნაწილის, 202 -ე, 204 -ე მუხლების, 206 -ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25 -ე მუხლის და „სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №394 დადგენილების შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1 

დამტკიცდეს თვითმმართველ ქალაქ რუსთავში ქონების გადასახადის განაკვეთები დანართის შესაბამისად.

    მუხლი 2

ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვითმმართველ ქალაქ რუსთავში ქონების გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2011 წლის 28 მარტის №72 დადგენილება.

    მუხლი 3

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე კ . გურგენიძე

 

დანართი

ქონების გადასახადის განაკვეთები

1. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტის ოდენობით.

2. საწარმოსათვის/ორგანიზაციისათვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 პროცენტის ოდენობით.

3. ფიზიკურ ი პირის დასაბეგრ ქონებაზე (გარდა მიწისა) გადასახადის წლიური განაკვეთები განისაზღვროს:

ა)100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,2 პროცენტი;

ბ)100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 1,0 პროცენტი.

4.  სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთების (მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-60 მუხლის მე -2 ნაწილიდან გამომდინარე):

 

მიწის კატეგორიები

გადასახადის განაკვეთები

ლარი/ჰა

1

სათიბები (მათ შორის გაკულტურებული)

27

2

საძოვრები (მათ შორის გაკულტურებული)

22,50

3

ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწები

3

4

ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეები

24

5

კარგი და მწირი ხარისხის სხვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი, საკარმიდამო და სხვ.) მიწები

105

 

5.ქონების (არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის) გადასახადის განაკვეთი:

 

ზონა

ტერიტორიული

კოეფიციენტი

გადასახადის განაკვეთი

ლარი/კვ.მ

I – ზონა

 

მდინარე მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპირო სრულად, გარდა ტყე -ჭალისა და სასაფლაოს ტერიტორიისა

 

1,05

 

0,252

II – ზონა

ტყე-ჭალა

0,70

0,168

III – ზონა

 

 სასაფლაოს ტერიტორია

0,665

0,1596