I-ლი კლასის შენობა-ნაგებობებს მიკუთვნებული ხაზობრივი ნაგებობების, კერძოდ, IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება № 3
201 2 წლი ს 20 იანვარი
ქ. თერჯოლა
I-ლი კლასის შენობა-ნაგებობებს მიკუთვნებული ხაზობრივი ნაგებობების, კერძოდ, IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე და 66-ე მუხლების შესაბამისად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1. თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ი” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ I-ლი კლასის შენობა-ნაგებობებს მიკუთვნებული ხაზობრივი ნაგებობების, კერძოდ IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზების განთავსება/მშენებლობა მშენებლობის ნებართვის ან/და ამ დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის გარეშე შესაძლებლად ჩაითვალოს მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე, გარდა ქ. თერჯოლის ადმინისტრაციული ცენტრისა (კომუნალური ტერიტორია და რუსთაველის ქუჩა).
მუხლი 2. მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ წერილობით წინასწარ აცნობოს მუნიციპალიტეტის გამგეობას, სადაც აღნიშნული იქნება მშენებლობის ადგილი, სამუშაოების დაწყებისა და დასრულების სავარაუდო ვადები.
მუხლი 3. დადგენილების 1-ლი მუხლით გათვალისწინებული უფლებების გამოყენების შემთხვევებში, სამუშაოთა მწარმოებელი ვალდებულია:
ა) სამუშაოები აწარმოოს თვითმმართველობის უფლებამოსილ წარმომადგენელთან ერთად;
ბ) სამუშაოების წარმოებისათვის გამოყენებულ ტერიტორიაზე არსებული საფარი აღადგინოს ან/და მოიყვანოს პირვანდელ მდგომარეობაში სამუშაოთა დასრულებიდან ათი კალენდარული დღის ვადაში, ხოლო თუ სამუშაოთა სირთულის გამო ამ ვადაში ეს შეუძლებელია – მუნიციპალიტეტის გამგეობას წარუდგინოს მოტივირებული წერილობითი შეტყობინება სამუშაოების დამატებით, არა უმეტეს ათ კალენდარულ დღეში განხორციელების შესახებ.
მუხლი 4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ტ. ფანჩულიძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „I-ლი კლასის შენობა-ნაგებობებს მიკუთვნებული ხაზობრივი ნაგებობების, კერძოდ, IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 06.11.2019.
- როდის იქნა მიღებული „I-ლი კლასის შენობა-ნაგებობებს მიკუთვნებული ხაზობრივი ნაგებობების, კერძოდ, IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის შესახებ“?
- „I-ლი კლასის შენობა-ნაგებობებს მიკუთვნებული ხაზობრივი ნაგებობების, კერძოდ, IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის შესახებ“ მიღებულია 20.01.2012. მიმღები ორგანო — თერჯოლის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №3. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.126.016056.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „I-ლი კლასის შენობა-ნაგებობებს მიკუთვნებული ხაზობრივი ნაგებობების, კერძოდ, IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 06.11.2019-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „I-ლი კლასის შენობა-ნაგებობებს მიკუთვნებული ხაზობრივი ნაგებობების, კერძოდ, IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „I-ლი კლასის შენობა-ნაგებობებს მიკუთვნებული ხაზობრივი ნაგებობების, კერძოდ, IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.11.2019 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „I-ლი კლასის შენობა-ნაგებობებს მიკუთვნებული ხაზობრივი ნაგებობების, კერძოდ, IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის შესახებ“, №3, 20.01.2012, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.126.016056 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.11.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1572355/