სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელთა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელთა, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერთა რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
01.02.2012 ძალადაკარგული 19.07.2022
ნომერი
№22/ნ
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.022.016288
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/02/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №22/ნ

2012 წლის 1 თებერვალი

ქ. თბილისი

სახელმწიფოს მიერ და­ფუძ­ნე­ბუ­ლი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღ­ვა­ნელთა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელთა, ასევე საჯარო სამართლის იური­დი­ული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმო­მად­გენ­­ლობითი საბჭოს სპიკერთა რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ჰ4“ ქვეპუნქტისა და მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ,,სახელმწიფოს მიერ და­ფუძ­ნე­ბუ­ლი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღ­ვა­ნელთა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელთა, ასევე საჯარო სამართლის იური­დი­ული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმო­მად­გენ­ლობითი საბჭოს სპიკერთა რეგისტრაციის წესი” დანართის შესაბამისად.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) და წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 1 მარტის №154 ბრძანება.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისანავე.

დ. შაშკინი

 

სახელმწიფოს მიერ და­ფუძ­ნე­ბუ­ლი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღ­ვა­ნელთა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელთა, ასევე საჯარო სამართლის იური­დიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმო­მად­გენ­­ლობითი საბჭოს სპიკერთა რეგისტრაციის წესი

    მუხლი 1. წესის რეგულირების სფერო

წინამდებარე წესი არეგულირებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში (შემდგომში – რეესტრი) საჯარო სამართლის იურიდიულ პირ ი ს – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემ ი ს (შემდგომში – საინფორმაციო სისტემ ა) მიერ, სახელმწიფოს მიერ და­ფუძ­ნე­ბუ­ლი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (შემდგომში – დაწესებულება) ხელმძღ­ვა­ნელთა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელთა, ასევე საჯარო სამართლის იური­დი­ული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (შემდგომში – დაწესებულება) წარმო­მად­გენ­­ლობითი საბჭოს სპიკერთა რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.

    მუხლი 2. რეგისტრაციისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა

1. არჩევნების დამთავრებიდან დაუყოვნებლივ დაწესებულებამ საინფორმაციო სისტემ ას უნდა წარმოუდგინოს:

ა) დაწესებულების ხელმძღ­ვა­ნე ლის რეესტრში რეგისტრაციისათვის:

ა.ა) ხელმძღ­ვა­ნე ლის კანდიდატის მიერ აკადემიურ საბჭოში რეგისტრაციის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ა.ბ) აკადემიური საბჭოს მიერ ხელმძღ­ვა­ნე ლის არჩევნების შემაჯამებელი ოქმის ასლი;

ა.გ) დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ ხელმძღ­ვა­ნე ლი არის იმავე ან სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სრული პროფესორი (ბრძანება, ხელშეკრულება).

ბ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) რეესტრში რეგისტრაციისათვის:

ბ.ა) ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერობის) კანდიდატის მიერ კონკურსში გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ.ბ) აკადემიური საბჭოს მიერ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერობის) კანდიდატის წარმომადგენლობით საბჭოში წარდგენის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ.გ) წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) არჩევნების შემაჯამებელი ოქმის ასლი.

გ) წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის რეგისტრაციისათვის:

გ.ა) წარმომადგენლობითი საბჭოს წევრების არჩევნების შემაჯამებელი ოქმის ასლი;

გ.ბ) წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის არჩევნების შემაჯამებელი ოქმის ასლი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ასლები სათანადო წესით უნდა იყოს დამოწმებული დაწესებულების მიერ.

3. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციისა, დაწესებულებამ საინფორმაციო სისტემ ას უნდა წარმოუდგინოს ამ წესის პირველ მუხლში მითითებულ პირთა:

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ბ) ერთი ფოტოსურათი (ზომით 3X4);

გ) ავტობიოგრაფია;

დ) მინიჭებული აკადემიური (სამეცნიერო) ხარისხის ან/და შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი ან შესაბამის ხარისხთან გათანაბრებული დოკუმენტის (დიპლომი) ასლი.

    მუხლი 3. რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება

1. დაწესებულების მიერ წარმოდგენილ პირთა რეგისტრაციისათვის წარდგენილი დოკუმენტაციის ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას განსაზღვრავს საინფორმაციო სისტემ ა.

2. ამ წესის მე-2 მუხლით დადგენილი დოკუმენტების სარეგისტრაციოდ წარდგენიდან 1 თვის ვადაში, საინფორმაციო სისტემ ა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი თ (ბრძანებით) იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) წარმოდგენილი მონაცემის რეესტრში რეგისტრაციის შესახებ;

ბ) წარმოდგენილი მონაცემის რეესტრში რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.

3. დაწესებულება ვალდებულია აკადემიური საბჭოსა და წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან დაუყოვნებლივ აცნობოს საინფორმაციო სისტემ ა ს ამ წესით გათვალისწინებულ პირთა (დაწესებულების ხელმძღ­ვა­ნე ლის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი) და წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი) უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს აკადემიური საბჭოს (წარმომადგენლობითი საბჭოს) სხდომის ოქმის დამოწმებული ასლი და უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამ შემთხვევაში საინფორმაციო სისტემ ა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) იღებს გადაწყვეტილებას დაწესებულების ხელმძღვანელის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელისა (კანცლერის) და წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის რეესტრში რეგისტრაციასთან დაკავშირებით.

4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მონაცემის რეგისტრაციას რეესტრში ახორციელებს საინფორმაციო სისტემ ა.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ წესის პირველი მუხლით გათვალისწინებულ პირთა უფლებამოსილება წარმოშობილად ითვლება აკადემიური საბჭოს (წარმომადგენლობითი საბჭოს) მიერ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან.

6. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ წესის პირველი მუხლით გათვალისწინებულ პირთა უფლებამოსილება ვადამდე შეწყვეტილად ითვლება აკადემიური საბჭოს (წარმომადგენლობითი საბჭოს) მიერ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან.

    მუხლი 4. ცვლილებებისა და დამატებების შეტანა

რეგისტრაციის წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 5. გარდამავალი დებულებანი

დაწესებულებებში პირველი არჩევნების ჩატარების შედეგად არჩეული პირების სარეგისტრაციოდ წარმოდგენის შემთხვევაში ამ წესის მე-2 მუხლით დადგენილი დოკუმენტების გარდა საარჩევნო კომისიის მიერ საინფორმაციო სისტემ ა ში აგრეთვე წარმოდგენილი უნდა იყოს:

ა) წარმომადგენლობითი საბჭოს წევრების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ დაწესებულების ხელმძღ­ვა­ნე ლის მოვალეობის შემსრულებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის რეგისტრაციის შემთხვევაში;

ბ) აკადემიური საბჭოს წევრების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ დაწესებულების ხელმძღ­ვა­ნე ლის მოვალეობის შემსრულებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – დაწესებულების ხელმძღ­ვა­ნე ლის რეგისტრაციის შემთხვევაში.