„მარნეულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
31.01.2012 ძალადაკარგული 21.01.2013
გამომცემი ორგანო
ნომერი
№6
სარეგისტრაციო კოდი
370020000.35.159.016073
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/02/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს

დადგენილება № 6

2012 წლის 31 იანვარი

ქ.

 

 

 

 
მარნეული

„მარნეულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22- ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ქ“ ქვეპუნქტის, ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის № 603 ბრძანებულების შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. დამტკიცდეს „მარნეულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი , დანართი №1- ის მიხედვით.

2. დამტკიცდეს ქალაქ მარნეულის ტერიტორიის ზონირება დანართი № 1- ის მიხედვით.

3. ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 მარტის № 4/2 დადგენილება „სახელმწიფო და მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“.

4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                ი. ქერიმოვი

 

 

დანართი №1

მარნეულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი

1. სახელმწიფო და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დიფერენცირებულია ტერიტორიის ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების მიხედვით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

CN=IMG x IMG x C x K, სადაც:

ა) CN – არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;

ბ) IMG – არის ქ. მარნეულის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც შეადგენს 0,52- ს;

გ) ITL – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც:

გ. ა) ცენტრალური ზონისათვის უდრის 1,3- ს;

გ. ბ) შუალედური ზონისათვის – 1- ს;

გ. გ) პერიფერიული ზონისათვის – 0,7- ს;

დ) C – არის არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს;

ე) K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 160- ს.

2. პირველი პუნქტის მიხედვით ქალაქ მარნეულის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 მ2 მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს შემდეგი სახით:

 

ზონა

IMG

ITL

C

K

CN (ლარი)

1

 ცენტრალური ზონა

 

 

0,52

1,3

0,24

160

25,9584

2

 შუალედური ზონა

 

 

0,52

1

0,24

160

19,968

3

 პერიფერიული ზონა

 

 

0,52

0,7

0,24

160

13,9776

 

3. სოფლებში და დასახლებათა შორის არეალში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქალაქ მარნეულის შუალედური ზონისათვის დადგენილი ნორმატიული ფასის 30%-ით და შეადგენს – 5,9904 ლარს.

4. საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) განისაზღვროს ქალაქ მარნეულის შუალედური ზონისათვის დადგენილი ნორმატიული ფასის 125%-ით, რომელიც შეადგენს 24,96 ლარს.

5. შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) განისაზღვროს ქალაქ მარნეულის შუალედური ზონისათვის დადგენილი ნორმატიული ფასის 50%-ით, რომელიც შეადგენს 9,984 ლარს.

 

დანართი №2

ქალაქ მარნეულის ტერიტორიის ზონირება

ქალაქ მარნეულის ტერიტორიაზე

ზონირება

ლოკალური ტერიტორიული ინდექსი ITL

ცენტრალური ზონა

 

 1

შ.რუსთაველის, 26 მაისის, ნარიმანოვის, სამედ-ვურღუნის, აღმაშენებლის, სულხან-საბას, კოსტავას, ჟორდანიას ქუჩები, ყოფილი სამხედრო ქალაქის ტერიტორია და აღნიშნული ქუჩების ჩიხები.

 1,3

                 შუალედური ზონა

 

 

 

 

 2

ბორჩალოელის, მაზნიაშვილის, ა.შაიგას, გამსახურდიას, კურბანოვის, ლაღიძის, ერეკლე II, მუსხელიშვილის, ჩოლოყაშვილის, ჭავჭავაძის, ფიროსმანის, გუდიაშვილის, გიორგაძის, 20 იანვრის, ყარყარაშვილის, ვაჩნაძის, ქობულეთის, გასანოვის, ხალილოვის, პუშკინის, ჯავახიშვილის, გოგებაშვილის, ლესელიძის, 9 აპრილის, ბარათაშვილის, ბერიტაშვილის, ლეონიძის, ასლანოვის, ბაგრატიონის, ტაბიძის, ქიქოძის, ჯორჯაძის, წერეთლის, თაყაიშვილის, ომარ ხაიამის, საიათნოვას, გრიბოედოვის, ყაზბეგის, ბაღდადის, გრ.რობაქიძის, ლერმონტოვის, ვაჟა-ფშაველას, თბილისის ქუჩები და აღნიშნული ქუჩების ჩიხები.

 1

პერიფერიული ზონა

 

 3

რასულ-ზადეს, უიარაღოს, ორბელიანის, ალგეთის, საბირის, მაისურაძის, ბაქოს,იაღლუჯის, შარიფოვის, ახუნდოვის, ნიზამის ქუჩები, სამრეწველო ზონის ტერიტორია და ქ. მარნეულში მდებარე სხვა ტერიტორიები

 0,7