„სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 დეკემბრის №53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №3
2012 წლის 30 იანვარი
ქ. სენაკი
„სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 დეკემბრის №53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის44-ე მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული ა ქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
1. „სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 დეკემბრის №53 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 04/01/2012) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილები ს პირველი პუნქტით დამტკიცებული სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წეს ის (დანართი №1)(შემდგომში – წესი) მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) საფლავის მომსახურება – არის მომსახურება, რომელსაც დასაფლავებასთან დაკავშირებით ახორციელებს მუნიციპალური სასაფლაოს მმართველი ორგანიზაცია;“;
ბ) წეს ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სასაფლაოების მოწყობა და გაფართოება დაუშვებელია შემდეგ ტერიტორიებზე:
ა) წყალმომარაგების სათავეებთან, სანიტარიული დაცვის პირველ და მეორე ზონებში, კურორტების ა და საკურორტო ადგილების სანიტარ ი ული დაცვის პირველ და მეორე ზონებში;
ბ) მდინარეების, ხელოვნული წყალსაცავების და სხვა ღია წყალსაცავების სანაპიროებზე, რომლებიც მოსახლეობის მიერ გამოიყენება სამეურნეო-საყოფაცხოვრებო დანიშნულებით, სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით;
გ) სასმელი და სამეურნეო დანიშნულების წყლით მომარაგების ცენტრალიზებული სისტემებით დაკავებულ ტერიტორიებზე.“;
გ) წეს ის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სენაკის მუნიციპალიტეტის სასაფლაოების მართვას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (შემდგომში – მუნიციპალური სასაფლაოს მართვის მიზნით შექმნილი იურიდიული პირი).“;
დ) წეს ის მე-5 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ჭირისუფლის მიერ სასაფლაოს მართვის მიზნით შექმნილი იურიდიული პირისადმი მიმართვის შემთხვევაში სასაფლაოზე სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი საფასურის გადახდის საფუძველზე გაიცემა 2-სამარიანი საფლავის ან საფლავის გვერდიგვერდ არსებული 2 სამარის ადგილი მიცვალებულისა და მისი მეუღლის დასაკრძალავად, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი მიცვალებულის მეუღლე გარდაცვლილია ან მიცვალებული არ იმყოფებოდა ქორწინებაში ან დაინტერესებულმა პირმა გადაიხადა მხოლოდ 1 სამარის საფასური, მაშინ მიცვალებულზე გამოიყოფა 1-სამარიანი საფლავის ადგილი ან საფლავის 1 სამარე. თუკი ჭირისუფალს დასაკრძალი ჰყავს რამდენიმე მიცვალებული, რომლებიც ერთი ოჯახის წევრები არიან, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი საფასურის გადახდის საფუძველზე იმდენი ადგილი გაიცემა, რამდენიც მიცვალებულია. ასეთ შემთხვევაში თუკი არის შესაძლებლობა, საფლავის ადგილები გაიცემა გვერდიგვერდ.
2. დაინტერესებული პირის მიერ სასაფლაოს მართვის მიზნით შექმნილი იურიდიული პირისადმი შესაბამისი მოთხოვნით მიმართვის შემთხვევაში, თუკი მას სურს წინასწარ რამდენიმე სამარის გამოყოფა იმ მიზნით, რომ იქონიოს საგვარეულო (საოჯახო) საფლავი ან/და ჭირისუფალს, რომელსაც უკვე გამოეყო მიცვალებულის დასაკრძალავად სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი საფასურის გადახდის საფუძველზე კუთვნილი სამარე, მაგრამ საგვარეულო (საოჯახო) საფლავის მოწყობისათვის ითხოვს დამატებით სამარეებს, მაშინ დამატებითი სამარის გაცემა ფასიანია და იგი გაიცემა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი შესაბამისი საფასურის გადახდის საფუძველზე. საფასურის გადახდა ხდება სასაფლაოს მართვის მიზნით შექმნილი იურიდიული პირის ანგარიშზე უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. საფლავის გამოყოფა ხორციელდება შესაბამისი საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითრისა და ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტაციის სასაფლაოს მართვის მიზნით შექმნილი იურიდიული პირისადმი დადგენილი წესით წარდგენის შემდეგ.“;
ე) წეს ის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. გარდაცვლილის სასაფლაოზე დაკრძალვის შესახებ მუნიციპალური სასაფლაოს მართვის მიზნით შექმნილი იურიდიულ პირი გარდაცვლილის ჭირისუფალზე (მათგან დაინტერესებულ პირზე) გასცემს შესაბამის მოწმობას მისი აღრიცხვის რიგითობისა და საფლავის (სამარის) ნომრის მითითებით. სასაფლაოზე დაკრძალულ პირთან დაკავშირებით გასაცემი მოწმობის ფორმას ამტკიცებს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო.“;
ვ) წეს ის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნ ქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) იმ ახლობლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და მისამართი, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება გარდაცვლილის დასაფლავების შესახებ და რომელმაც მიმართა მუნიციპალური სასაფლაოს მართვის მიზნით შექმნილ იურიდიულ პირს.“;
ზ) წეს ის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სასაფლაოს მართვის მიზნით შექმნილი იურიდიული პირი საფლავის მოვლა-პატრონობას ახორციელებს საფლავის მეპატრონესთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო სასაფლაოს ტერიტორიის საზოგადოებრივი ადგილების მოვლა-პატრონობას მუნიციპალური სასაფლაოს მართვის მიზნით შექმნილი იურიდიული პირი ახორციელებს საკუთარი ხარჯებით.“;
თ) წეს ის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. უპატრონო მიცვალებულის შემთხვევაში კონკრეტულ სასაფლაოზე დაკრძალვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება მუნიციპალური სასაფლაოს მართვის მიზნით შექმნილი იურიდიული პირის მიერ. უპატრონო მიცვალებულების დაკრძალვისათვის მუნიციპალური სასაფლაოს მართვის მიზნით შექმნილი იურიდიული პირის მიერ შეიძლება გამოიყოს სასაფლაო ტერიტორიის ცალკე სექტორი (სექტორები).“;
ი) წეს ის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. სამარის გათხრის უფლება აქვს ჭირისუფალს ან ჭირისუფლ ის სურვილის შემთხვევაში _ სასაფლაოს მართვის მიზნით შექმნილ იურიდიულ პირს, საკრებულოს სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდის საფუძველზე. საკრებულოს სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდ ა არ ვრცელდება საქართველოს კანონის „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის“ შესაბამისად ექსჰუმაციის (გვამის საფლავიდან ამოღება) შემთხვევაში.“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
3. დადგენილება გამოქვეყნდეს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
საკრებულოს თავმჯდომარე ბ. ნარმანია