„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/584 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/262
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.024.016809
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/07/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/262

2023 წლის 10 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/584 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/584 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 110414009, 14/04/2011, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.024.016060) დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ5“ ქვეპუნქტი:

„ლ5) დაადგინოს სატრანსპორტო საშუალების, მოწყობილობის, ნაწილის, სისტემის, კომპონენტის, ცალკეული ტექნიკური ერთეულების ტიპის დამტკიცება, ტიპის დამტკიცების მიზნით ტექნიკური სერვისის განსაზღვრა;“.

2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საფინანსო და ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

ა.ა) შესყიდვებისა და ლოგისტიკის სამმართველო;

ა.ბ) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო;

ა.გ) საქმისწარმოების სამმართველო;

ა.დ) საფინანსო და ბუღალტრული აღრიცხვის სამმართველო;“;

ბ)  „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ტრანსპორტის უსაფრთხოების სამსახური;

გ.ა) სერტიფიცირების სამმართველო;

გ.ბ) ტიპის დამტკიცებისა და ტექნიკური რეგულირების სამმართველო;“;

გ)  „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მონიტორინგის დეპარტამენტი;

დ.ა) ავტოსადგურების მონიტორინგის სამმართველო;

დ.ბ) გადაზიდვებში ჩართული პირების მონიტორინგის სამმართველო;“.

3. მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საფინანსო და ადმინისტრაციული დეპარტამენტი შედგება შესყიდვებისა და ლოგისტიკის, ადამიანური რესურსების მართვის, საქმისწარმოების, საფინანსო და ბუღალტრული აღრიცხვის სამმართველოებისაგან და მისი ფუნქციებია:

ა) სააგენტოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

ბ) სააგენტოს საკადრო საკითხების რეგულირება, თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება, საკადრო საკითხებთან დაკავშირებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და რეგისტრაცია;

გ) სააგენტოს თანამშრომელთა თანამდებობრივი გადაადგილების ან/და წახალისების  თაობაზე მასალების მომზადება;

დ) სააგენტოს საქმისწარმოების უზრუნველყოფა; სააგენტოს დირექტორის სამართლებრივი აქტების და სააგენტოში შემოსული და გასული  კორესპონდენციის რეგისტრაცია, აგრეთვე  საკონტროლო დავალებების შესრულების ანალიზი და კონტროლი, კონტროლზე აყვანილი დოკუმენტების დადგენილ ვადაში ჩამოწერა;

ე) სააგენტოს კომპიუტერული ქსელისა და ტექნიკის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა;

ვ) საფინანსო-საბიუჯეტო საქმიანობის წარმართვა; ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშების უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;

ზ) სააგენტოს ბალანსზე რიცხული ქონების მოვლა-პატრონობა, დელეგირების შემთხვევაში სასაწყობე მატერიალური ფასეულობების გაცემა;

თ) სააგენტოს ძირითადი საშუალებების, ფულადი სახსრებისა და საფინანსო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარების ორგანიზება;

ი) კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შესყიდვების პროცედურების განხორციელება და განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშების მომზადება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარსადგენად;

კ) საარქივო მასალების შენახვა, არქივის წარმოება;

ლ) საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობა, სააგენტოს საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, დაინტერესებულ პირებზე ინფორმაციის მიწოდება, მასობრივი ინფორმაციის სხვადასხვა საშუალებების მეშვეობით სააგენტოში მიმდინარე პროცესებისა და სააგენტოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება;

მ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

ნ) სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებულ საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებში, შეხვედრებში და მათ ორგანიზებაში მონაწილეობა. უცხო ქვეყნის დელეგაციების შეხვედრა-გაცილება, მათ გადაადგილებაში თანხლება, შესაბამისი დოკუმენტების შედგენა და მათი შენახვა, მიღებების ორგანიზება და მათში მონაწილეობა;

ო) საომარ ან/და საგანგებო სიტუაციაში სატვირთო და სამგზავრო ავტოტრანსპორტის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველსაყოფად „მობილიზაციის შესახებ“ და „ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებაში  მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;

პ) ამ დებულებითა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ტრანსპორტის უსაფრთხოების სამსახური შედგება სერტიფიცირების და ტიპის დამტკიცებისა და ტექნიკური რეგულირების სამმართველოებისაგან და მისი ფუნქციებია:

ა) გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის, ევროსაბჭოს და ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT)/საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის (ITF) წესების, დირექტივებისა და რეზოლუციების, დარგში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების საფუძველზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობისა და გზისთვის ვარგისობის ტესტის ECMT-ს სერტიფიკატების, სახიფათო ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვების მოწმობების გაცემის, მათში ცვლილებების შეტანის ან გაუქმების უზრუნველყოფა, შესაბამისი სასერტიფიკაციო რეესტრის წარმოება;

ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე დამონტაჟებული აირბალონიანი მოწყობილობის ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის ფირნიშის ბლანკების კანონმდებლობით დადგენილი წესით დამზადების ორგანიზებაში მონაწილეობა;

გ) ტაქოგრაფების დაყენების, შემოწმების, ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების საქმიანობის განმახორციელებელი სახელოსნოების (შემდგომ – სახელოსნოები) ნუსხაში შეტანის და ნუსხიდან ამოღების უზრუნველყოფა, ტაქოგრაფების დაყენებაზე, შემოწმებაზე, ტექნიკურ მომსახურებასა და შეკეთებაზე დაშვების მოწმობების გაცემა, სახელოსნოების უწყებრივი რეესტრის წარმოება;

დ) სახელოსნოების ხელმძღვანელობისაგან შესრულებული სამუშაოების შესახებ დადგენილი ფორმით ყოველწლიური ინფორმაციის მიღება და მათი საქმიანობის ანალიზი;

ე) სახელოსნოებისა და მექანიკოსების ნუსხის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სახელოსნოების მომსახურების მომხმარებლებისათვის და AETR-ის წევრი ქვეყნების კომპეტენტური ორგანოებისათვის, აგრეთვე მათთვის ოპერატიულად ინფორმაციის მიწოდების ორგანიზება ციფრული ტაქოგრაფის ელექტრონული ბარათების გაცემის, შეცვლის, მოქმედების შეჩერებისა ან გაუქმების თაობაზე;

ვ) ეროვნული გადამზიდველების მიერ ECMT-ს სერტიფიკატების, განსაზღვრულ სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაშვების მოწმობების, ციფრული ტაქოგრაფების ელექტრონული ბარათების გაყალბებისა ან არასწორად გამოყენების თაობაზე უცხო ქვეყნის კომპეტენტური ორგანოებისა, ან ადგილობრივი უფლებამოსილი მაკონტროლებელი ორგანოებისაგან ინფორმაციის მიღებისას მისი განხილვა და სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის წინადადებების მიწოდება დამრღვევ პირზე გაცემული დოკუმენტების მოქმედების შეჩერების ან გაუქმების და შემდგომში მასზე ახალი დოკუმენტების გაცემის მიზანშეწონილობის შესახებ;

ზ) სახმელეთო ტრანსპორტის უსაფრთხოებისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო კონცეფციებისა და პროგრამების პროექტების შემუშავებასა და მათ რეალიზაციაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;

თ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებულ საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებში, შეხვედრებში, კვალიფიკაციის ასამაღლებელ ღონისძიებებში, საექსპერტო კომისიების და ჯგუფების ორგანიზებასა და მუშაობაში მონაწილეობა;

ი) დარგში სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის, მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის (ბარგის) გადაზიდვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ტექნიკური რეგლამენტების და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებასა და მათ რეალიზაციაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში მასალების მომზადება მათში შესაბამისი ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მიზანშეწონილობის შესახებ;

 კ) დაადგინოს სატრანსპორტო საშუალების, მოწყობილობის, ნაწილის, სისტემის, კომპონენტის, ცალკეული ტექნიკური ერთეულების ტიპის/ტიპების შესაბამისობა „თვლიანი სატრანსპორტო საშუალებებისათვის და იმ მოწყობილობების და ნაწილების საგნებისათვის, რომლებიც შესაძლებელია დაყენდეს ან/და გამოყენებულ იქნეს თვლიან სატრანსპორტო საშუალებებზე, ერთგვაროვანი ტექნიკური მიწერილობების მიღების და ამ მიწერილობების საფუძველზე გაცემული ოფიციალური დამტკიცების ურთიერთაღიარების პირობების შესახებ“ გაეროს 1958 წლის შეთანხმებასთან და უზრუნველყოს ტიპის დამტკიცების სერტიფიკატის გაცემა, მასში ცვლილების შეტანა ან გაუქმება, შესაბამისი სასერტიფიკაციო რეესტრის წარმოება.“;

გ) 4პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„41. მონიტორინგის დეპარტამენტი შედგება ავტოსადგურების მონიტორინგის და გადაზიდვებში ჩართული პირების მონიტორინგის სამმართველოებისგან და მისი ფუნქციებია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში დარგში მოქმედი საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ტექნიკური რეგლამენტებისა და სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვაზე ზედამხედველობის განხორციელება კანონმდებლობით დადგენილი წესით. მათი დარღვევისას ან/და ეროვნული გადამზიდველების მიერ დაშვებულ დარღვევებზე უცხო ქვეყნის კომპეტენტური ორგანოებისაგან ინფორმაციის მიღებისას, დამრღვევ პირთა მიმართ საქართველოს კანონმდებლობით და საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფა;

ბ) იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების დადგენილ მოთხოვნებთან შესატყვისობის დამადასტურებელი ECMT-ს სერტიფიკატებით,  სახიფათო ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვების მოწმობებით და ციფრული ტაქოგრაფის ელექტრონული ბარათებით განსაზღვრული პირობების დაცვის მონიტორინგი კომპეტენციის ფარგლებში და პირობების დარღვევის შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გატარების უზრუნველყოფა;

გ) სააგენტოში შემოსული განცხადებების, აგრეთვე სატრანსპორტო პროცესის მონაწილეთა შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში მონაწილეობა უფლებამოსილების ფარგლებში;

დ) სახმელეთო ტრანსპორტის დარგში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების და სამართალდამრღვევი მეწარმე სუბიექტების აღრიცხვის წარმოება, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვა;

ე) AETR-ის შეთანხმებით დადგენილი პირობების შესრულებაზე, სამსახურის მიერ განხორციელებული შემოწმებების შესახებ, სამინისტროსათვის დადგენილ ვადებში ინფორმაციის მიწოდება,  გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიისათვის წარსადგენად;

 ვ)  ტიპის დამტკიცების მიზნით სააგენტოს მიერ განსაზღვრული ტექნიკური სერვისის ან ტიპის დამტკიცების სერტიფიკატის მქონე მწარმოებლის მონიტორინგი.“;

დ) 4პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) გადამზიდველთა შერჩევა და ინფორმაციის გადაცემა სააგენტოს მონიტორინგის დეპარტამენტისთვის  კონტროლის განხორციელების მიზნით;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის პირველი აგვისტოდან.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრილევან დავითაშვილი