„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კურორტების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 8 ივლისის N1-1/298 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/558 |
|
2022 წლის 28 დეკემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კურორტების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 8 ივლისის №1-1/298 ბრძანებით (საკანონმდებლო მაცნე, (matsne.gov.ge), 12/07/2022, სარეგისტრაციო კოდი: (040030000.22.024.016751) დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კურორტების განვითარების სააგენტოს დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. სააგენტოს მიზნები სააგენტოს მიზნებია: ა) კურორტების, საკურორტო და ტურისტულად მიმზიდველი ადგილების განვითარება; ბ) კურორტებისა და საკურორტო ადგილების კომპლექსური განვითარების ხელშეწყობის მიზნით ტურისტული ადგილების, მათ შორის კულტურული, ისტორიული, რეკრეაციული ან/და სხვა ადგილების და ობიექტების შესწავლა, მათი განვითარება-პოპულარიზაციის მიზნით შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა; გ) ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა; დ) კურორტებსა და საკურორტო ადგილებზე მასობრივი სპორტისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ორგანიზების ხელშეწყობა და ამ მიზნით შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა; ე) კანონმდებლობით დადგენილი სხვა საქმიანობის განხორციელება.“. 2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. სააგენტოს უფლებამოსილებები და ფუნქციები სააგენტოს უფლებამოსილებები და ფუნქციებია: ა) საკურორტო პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობა, მათ შორის, კურორტებისა და საკურორტო ადგილების განვითარების მიზნით,წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება; ბ) სააგენტოს მიზნების უზრუნველსაყოფად საინვესტიციო შეთავაზებების მომზადება და ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა; გ) კურორტებისა და საკურორტო ადგილების შესაბამისი გეოინფორმაციული რუკების მომზადება, მათ შორის საკურორტო ადგილების რეესტრის, ეკონომიკური მდგომარეობის, ასევე შესაბამისი რესურსების შესახებ ინფორმაციის, კლიმატურ-ბალნეოლოგიური და სხვა მონაცემების სისტემატიზაცია, მონაცემთა ბაზის შექმნა და მათი განახლება; დ) კურორტებსა და საკურორტო ადგილებზე სასწავლო პროგრამების და პროფესიული მახასიათებლის/მოთხოვნების დადგენის და პერსონალის მომზადების და გადამზადების განხორციელების ხელშეწყობა; ე) სააგენტოს მიზნების განსახორციელებლად შესაბამისი ექსპერტების მოწვევა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ტრენინგ-ცენტრების შექმნის ხელშეწყობა; ვ) კურორტებისა და საკურორტო ადგილების განვითარების მიზნით, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლასა და დანერგვასთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება; ზ) კურორტებსა და საკურორტო ადგილებზე საზოგადოებრივი აქტივობების დაგეგმვა; თ) კურორტებსა და საკურორტო ადგილებში ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობის მიზნით შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა; ი) სააგენტოს მიზნების უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო უწყებების (მათ შორის საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოს), მუნიციპალიტეტის, კერძო სექტორის და ადგილობრივი მოსახლეობის კოორდინაციისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა; კ) სააგენტოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრების, წინადადებების განხილვა, შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება, საზოგადოებასთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან მჭიდრო ურთიერთობის უზრუნველყოფა; ლ) კომპეტენციის ფარგლებში ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; მ) სააგენტოს მიზნების უზრუნველსაყოფად ჰიდროლოგიური, გეოლოგიური და სხვა საჭირო კვლევების ჩატარება; ნ) ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის და სხვა საჭირო კვლევების მომზადება; ო) შესაბამისი ადგილების განვითარების კონცეფციის შემუშავება; პ) სააგენტოს მიზნების უზრუნველსაყოფად საჭირო ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების ხელშეწყობა; ჟ) საქართველოს მთავრობისა და სამინისტროს დავალებების შესრულება; რ) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“. 3. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სააგენტოს დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს სააგენტოს დირექტორის მოადგილე, ხოლო სააგენტოს დირექტორის მოადგილის არყოფნის შემთხვევაში ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსი სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.“. 4. მე-5 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) უფლებამოსილია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვროს სააგენტოს დირექტორის მოადგილის ფუნქციები, საკურატორო სფეროები და მოახდინოს მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული ცალკეული უფლება-მოვალეობების დელეგირება დირექტორის მოადგილეზე და დეპარტამენტის უფროსებზე;“. 5. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) სააგენტოს განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების უზრუნველყოფა; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, კურორტებისა და საკურორტო ადგილების განვითარების კონცეფციების, სამოქმედო გეგმების შემუშავებასა და შესაბამის კვლევებში მონაწილეობის მიღება; გ) კურორტებისა და საკურორტო ადგილების განვითარების მიზნით წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება; დ) კურორტების და საკურორტო ადგილების კეთილმოწყობასა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით სივრცითი და ქალაქთმშენებლობის გეგმების შემუშავებაში ხელშეწყობა; ე) კურორტებისა და საკურორტო ადგილების განაშენიანების და ურბანული განვითარების, რეაბილიტაციის, კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა; ვ) კურორტებისა და საკურორტო ადგილების განვითარების პროექტების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში; ზ) კურორტებისა და საკურორტო ადგილების გეოინფორმაციული რუკების მომზადება და მონაცემთა ბაზის შექმნა/განახლება (საკურორტო ადგილების რეესტრის, ეკონომიკური მდგომარეობის, შესაბამისი რესურსებისა და კლიმატური პირობების შესახებ ინფორმაციის და სხვა); თ) დეპარტამენტში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება; ი) სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ურთიერთობების პრიორიტეტების, სტრატეგიული პარტნიორების და თანამშრომლობის სფეროს განსაზღვრა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება; კ) საერთაშორისო ურთიერთობების წარმართვა და თანამშრომლობა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და დონორ ორგანიზაციებთან; ლ) საერთაშორისო ღონისძიებების (კონფერენცია, სემინარი, ექსპერტთა მისია და სხვა) დაგეგმვა, ორგანიზება, მონაწილეობის მიღება; მ) სააგენტოს სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით სააგენტოს საჭიროებების შესწავლა და ანალიზი, პრიორიტეტული პროექტების შემუშავება და დონორთა მხარდაჭერისა და გრანტების მოზიდვის უზრუნველყოფა; ნ) ინვესტორებთან თანამშრომლობა და ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა; ო) სააგენტოს თანამშრომლის კვალიფიკაციის ამაღლებასთან დაკავშირებით (პროფესიული მახასიათებლის/მოთხოვნების და სასწავლო პროგრამების მოძიება, შესწავლა და სხვა) საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და საერთაშორისო პარტნიორების მოძიების ხელშეწყობა; პ) სახელმწიფო და მუნიციპალურ ორგანოებთან თანამშრომლობა“. 6. მე-9 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ადამიანური რესურსების მართვა;“. |
| მუხლი 2 |
ეს
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კურორტების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 8 ივლისის N1-1/298 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კურორტების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 8 ივლისის N1-1/298 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.12.2022.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კურორტების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 8 ივლისის N1-1/298 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კურორტების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 8 ივლისის N1-1/298 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 28.12.2022. მიმღები ორგანო — საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1-1/558. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.22.024.016779.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კურორტების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 8 ივლისის N1-1/298 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კურორტების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 8 ივლისის N1-1/298 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კურორტების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 8 ივლისის N1-1/298 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.12.2022 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კურორტების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 8 ივლისის N1-1/298 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №1-1/558, 28.12.2022, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016779 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.12.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5677260/