„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 29 მაისის N1-1/217 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/106
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.024.016849
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/03/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/106

2024 წლის 8 მარტი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 29 მაისის №1-1/217 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 29 მაისის №1-1/217 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 29/05/2017, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.024.016489) დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. სააგენტოს ფუნქციებია:

ა) კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდის და წარმოების განვითარების მიზნით ხელშემწყობი პროგრამების შემუშავება და განხორციელება;

ბ) მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებებზე ორიენტირებული სერვისების და მხარდაჭერის ინსტრუმენტების შემუშავება და განვითარება;

გ) დამწყები მეწარმეობის მხარდამჭერი ღონისძიებებისა და აქტივობების დაგეგმვაში და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება, მათ შორის რეგიონალური საკონსულტაციო ცენტრების მეშვეობით;

დ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დონორებთან, ბიზნესასოციაციებთან, პროფესიულ გაერთიანებებთან, საგანმანათლებლო და სხვა შესაბამის ორგანიზაციებთან მხარდამჭერი პროგრამების შემუშავების მიზნით კონსულტაციების გამართვა;

ე) კერძო სექტორს, აკადემიურ წრეებს, მთავრობასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის პარტნიორობისა და კომუნიკაციის ხელშეწყობა;

ვ) საწარმოების დახმარება საფინანსო ინსტიტუტებთან, ინვესტორებთან, მესამე პირებთან, მარკეტინგულ კომპანიებთან და მედიასთან კონტაქტების დამყარებაში;

ზ) საერთაშორისო მასშტაბით საქართველოს საექსპორტო პოტენციალის წარმოსაჩენად მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;

თ) საექსპორტო პოტენციალის მქონე სექტორების და კომპანიების მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელება;

ი) საექსპორტო ბაზრების იდენტიფიცირება და აღნიშნულ ბაზრებზე შესვლის მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელება; 

კ) პრიორიტეტული სექტორების შერჩევა და ამ სექტორებში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა;

ლ) პოტენციური ინვესტორებისთვის საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და არსებული ინვესტორი კომპანიების მხარდაჭერა;

მ) დაფინანსების ალტერნატიული მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა;

ნ) საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება;

ო) სააგენტოს სტრატეგიული მიმართულებების შესაბამისად პროგრამების მონიტორინგი, ანალიზი და შეფასება.“.

2. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს 4 1 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„41 . დირექტორს თანამდებობრივად ექვემდებარება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი."

 3. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სააგენტოში ფუნქციონირებს შემდეგი დეპარტამენტები:

ა) მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების დეპარტამენტი;

ბ) ფინანსური პროცესებისა და რისკების მართვის დეპარტამენტი;

გ) მიკრომეწარმეობის განვითარების დეპარტამენტი;

დ) ინვესტიციების დეპარტამენტი;

ე) ექსპორტის დეპარტამენტი;

ვ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

ზ) დაფინანსების ალტერნატიული მექანიზმების განვითარების დეპარტამენტი;

თ) ანალიზის, მონიტორინგის და შეფასების დეპარტამენტი.“.

4. მე-5 მუხლის 12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12 . მიკრომეწარმეობის განვითარების დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:

ა) დამწყები ბიზნესის განვითარება სახელმწიფო წამახალისებელი პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების გზით;

ბ) „სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის ორგანიზება და განხორციელება;

გ) სახელმწიფო პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ ჩართული მიკრო და მცირე ზომის ბენეფიციარებისთვის და დაინტერესებული პირებისთვის კონსულტაციის გაწევა;

დ) „მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის „სახელმწიფო პროგრამის“ განხორციელების მიზნით თბილისსა და საქართველოს რეგიონებში საკონსულტაციო ცენტრების ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

ე) პროგრამის ორგანიზების, განხორციელებისა და მართვის მიზნით საინფორმაციო-ტექნოლოგიური უზრუნველყოფის შექმნა და დანერგვა;

ვ) დაინტერესებული პირებისთვის ბიზნესის ხელშემწყობი პროგრამების შესახებ ადგილზე და დისტანციური არხების საშუალებით (სატელეფონო ცენტრი და სხვ.) კონსულტაციის გაწევა;

ზ) მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისათვის სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.“.

5. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

41 . დაფინანსების ალტერნატიული მექანიზმების განვითარების დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:

ა) მცირე და საშუალო ბიზნესისათვის დაფინანსების ალტერნატიული მექანიზმების განვითარების ხელშეწყობის მიზნით საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა/განხორციელება;

ბ) დაფინანსების ალტერნატიული მექანიზმების ხელშემწყობი პროგრამების შემუშავება, განხორციელება და მართვა;

გ) დაფინანსების ალტერნატიული მექანიზმების ხელშემწყობი პროგრამების ფარგლებში დაინტერესებული პირებისათვის კონსულტაციის გაწევა/ინფორმაციის მიწოდება და პროგრამის ბენეფიციარების ტექნიკური მხარდაჭერა;

დ) დაფინანსების ალტერნატიული მექანიზმების ხელშეწყობის მიზნით ფინანსურ ინსტიტუტებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

ე) დაფინანსების ალტერნატიული მექანიზმების განვითარების ხელშემწყობი პროგრამების ორგანიზების, განხორციელებისა და მართვის მიზნით საინფორმაციო-ტექნოლოგიური უზრუნველყოფის შექმნა;

ვ) დაფინანსების ალტერნატიული მექანიზმების ხელშეწყობის მიზნით, სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.“.

მუხლი 2
 ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 1 აპრილიდან. 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრილევან დავითაშვილი