📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საუბნო საარჩევნო კომისიის პერსონალური შემადგენლობის შესახებ

მიღების თარიღი 03.02.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №4/2012
სარეგისტრაციო კოდი 010210010.15.008.016022
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/02/2012
matsne.gov.ge 154 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საუბნო საარჩევნო კომისიის პერსონალური შემადგენლობის შესახებ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №4/2012 201 2 წლის 3 თებერვალი ქ. თბილისი საუბნო საარჩევნო კომისიის პერსონალური შემადგენლობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 77ეე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1🔗. საუბნო საარჩევნო კომისიის პერსონალური შემადგენლობის ჩამონათვალი, მათი ხელმძღვანელი თანამდებობის პირების მითითებით, ფორმდება საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით. მუხლი 2🔗. ამ დადგენილების პირველი მუხლის მიხედვით შედგენილი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულება დაუყოვნებლივ გადაეცემა ცესკოს. მუხლი 3🔗. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2007 წლის 13 დეკემბრის №34/2007 დადგენილება. მუხლი 4🔗. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 5🔗. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. კომისიის თავმჯდომარე                       ზ. ხარატიშვილი კომისიის მდივანი                                 გ. მჭედლიძე