2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ჩაითვალოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფლებამონაცვლედ.

3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა:

ა) დაამტკიცოს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის დებულება;

ბ) უზრუნველყოს სააგენტოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა;

გ) 2012 წლის 1 მარტამდე უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების განხორციელება.

4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ფუნქციონირებისათვის საჭირო სამართლებრივ აქტებს 2012 წლის 1 მარტამდე შეუნარჩუნდეს იურიდიული ძალა.

საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5629 – ვებგვერდი, 30.12.2011