2. ავტომატიზებულ კონტროლზე იღებენ სარეგისტრაციო დოკუმენტებს, რომელთა შესრულების ვადებია არანაკლებ 10 დღისა. კონტროლი ხორციელდება საკონტროლო სამსახურებსა და დოკუმენტაციის რეგისტრაციის ადგილებში ავტომატიზებული სამუშაო ადგილების ან ინფორმაციის დამუშავების ავტომატიზებული პუნქტების გამოყენებით. შემსრულებლებისათვის შესრულების ვადების შეხსენება, შესრულების მდგომარეობის, ვადების გადატანის, შესრულების დამთავრებისა და სხვათა შესახებ ცნობები აისახება კომპიუტერის ეკრანზე; სტრუქტურულ ქვედანაყოფებში მანქანოგრამების დაგზავნა დაიშვება მხოლოდ ტექნიკურ საშუალებათა არსებობის დროს. შესრულების დამთავრებისა და ყველა საჭირო მონაცემის სარეგისტრაციო მონაცემების ბანკში ჩაწერის შემდეგ მზადდება მთლიანად შევსებული სარეგისტრაციო-საკონტროლო ბარათის მანქანოგრამა, რომელიც გამოიყენება საცნობარო დუბლირებულ მასივში. ეს უკანასკნელი გადაეცემა საუწყებო არქივს დოკუმენტებთან ერთა