2. დოკუმენტების ავტომატიზებული რეგისტრაციის მონაცემების ბაზაზე აგებულია საინფორმაციო-საძიებო სისტემები. ავტომატიზებული საინფორმაციო-საძიებო სისტემები მმართველობითი აპარატის მუშაკებს უზრუნველყოფენ ყველა დოკუმენტისა და მათი ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციით, კომპიუტერის ეკრანზე ამ ინფორმაციის გამოტანის ან მანქანოგრამების დამზადების დახმარებით. საძიებო ოპერაციების ნაწილობრივი ავტომატიზაციის დროს დაცულ უნდა იქნეს რეგისტრაციისა და დაძებნის ტრადიციული და ავტომატიზებული სისტემების შეთავსება.

3. ინფორმაციის დაძებნა და გამოყენება ხორციელდება დეცენტრალიზებულად, ავტომატიზებულ სამუშაო ადგილებზე ან ინფორმაციის დამუშავების ავტომატიზებულ პუნქტებში. მომხმარებელს საშუალება უნდა ჰქონდეს მიიღოს ინფორმაცია რეგისტრაციის ყველა ან რამდენიმე რეკვიზიტის მიხედვით და დოკუმენტის ადგილსამყოფლის ზუსტი მისამართი მოცემულ მომენტშ