თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე პარკირების საერთო ადგილების ორგანიზების უფლების გადაცემის ნორმატიული საფასურის დადგენის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
31.01.2012 ძალადაკარგული 25.02.2020
ნომერი
№6
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.132.016096
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/02/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს
დადგენილება №6
2012 წლის 31 იანვარი
ქ. ბათუმი
თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე პარკირების საერთო ადგ­ი­­ლე­ბის ორგანიზების უფლების გადაცემის ნორმატიული საფასურის დადგენის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხ­ლ­ი­ს 1-ლი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტისა და „თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგუ­ლირებელი ნორმების – ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალა­ქ­ის – ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის №25 დადგენილების მე-7 მუხლის შესაბა­მი­ს­ა­დ, თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
1. პარკირების საერთო ადგილების ორგანიზების უფლების სასყიდლით გადაცემისას, თვითმმართველ ქ. ბათუმის ტერიტორიაზე პარკირების საერთო ადგილების ორგანიზების უფლების გადა­ცემის ნორმატიული საფასური დადგინდეს პარკირების საერთო ადგილებისათვის განსაზღვრუ­ლი ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთისათვის.
2. პარკირების საერთო ადგილების ორგანიზების უფლების სასყიდლით გადა­ცე­მი­სას, თვითმმართველ ქ. ბათუმის ტერიტორიაზე პარკირების საერთო ადგილების ორგანიზების უფლების გადა­ცემის ნორმატიული საფასური, პარკირების საერთო ადგილებისათვის განსაზღვრული ერთი კვა­დრატული მეტრი მიწის ნაკვეთისათვის დადგინდეს დროის შემდეგი მონაკვეთის მიხედვით – 365 დღე – 50 (ორმოცდაათი) ლარი.
3. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. ბათუმი, ზუ­ბა­ლაშვილის ქ. №30) უშუალო ზიანის მიყენებიდან სამი თვის ვადაში.
4. ეს დადგენილება ამოქმედდეს მისი გამოქვეყნების­თა­ნავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. კირთაძე