ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ასპინძის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
03.02.2012 ძალადაკარგული 27.02.2013
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5
სარეგისტრაციო კოდი
200140030.35.140.016034
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/02/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №5

2012 წლის 3 თებერვალი

დ. ასპინძა

ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ასპინძის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსი ს“ 204-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულების შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. დადგინდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ასპინძის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართის შესაბამისად.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილება ,,ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ასპინძის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დამტკიცების შესახებ”;

3. დადგენილება ძალაში შევიდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                  ა. მელიქიძე

 

 

დანართი

ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ასპინძის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი

1. დაბა ასპინძის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ასპინძის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში – მიწის ნორმატიული ფასი) დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

 

C N = I MG X I TL X C X K, სადაც:

 

ა) C N არის ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი;

ბ) I MG დაბა ასპინძის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომლიც უდრის 0,27-ს;

გ) I TL – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს (რადგან დაბა ასპინძაში ზონირება არ ხორციელდება);

დ) C – არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა 0,24 ლარის ტოლია;

ე) K –მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი, რომლის მნიშვნელობა უდრის 100-ს.

2. პირველი პუნქტის მიხედვით დაბა ასპინძაში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:

 

IMG

ITL

C

K

CN

 

0,27

 

1

 

0,24

 

100

 

6,48

 

3. ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლებისათვის მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვრება დაბა ასპინძისათვის დადგენილი ფასის 50%-ს ოდენობით და იგი შეადგენს – 3,24 ლარს.

4. მუზეუმ-ნაკრძალ ვარძიის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია დაბა ასპინძისათვის დადგენილი ფასის ოთხმაგი ოდენობით და შეადგენს – 25,92 ლარს.

5. ასპინძის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია დაბა ასპინძისათვის დადგენილი ფასის 30%-ის ოდენობით და იგი შეადგენს – 1,944 ლარს.

6. ასპინძის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 სექტემბრის №554 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია დაბა ასპინძისათვის დადგენილი ფასის 100%-ის ოდენობით და იგი შეადგენს – 6,48 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-5 პუნქტით დადგენილი ფასი.