ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს
დადგენილება №6
2012 წლის 3 თებერვალი
დ. ასპინძა
ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ 39-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის ,,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ მე-5 მუხლის, საქართველოს კანონის „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“, საქართველოს კანონის ,,მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ და „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. დამტკიცდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლები და განაკვეთები დანართის შესაბამისად.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 თებერვლის №3 დადგენილება „ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების დამტკიცების შ ესახებ“.
3. დადგენილება ძალაში შევიდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოქვეყნები დან მე-15 დღეს.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. მელიქიძე
დანართი
ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების დამტკიცების შესახებ
მუხლი 1. დამტკიცდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემდეგი სახის ადგილობრივი მოსაკრებლები:
1. ადგილობრივი სანებართვო მოსაკრებ ელი
მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან
ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის.
2. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის.
3. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.
4. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლოატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი.
მუხლი 2. დამტკიცდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემდეგი განაკვეთები:
1. ადგილობრივი სანებართვო მოსაკრებელი
განისაზღვროს მოსაკრებლის ოდენობა ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 1 (ერთი) ლარის ოდენობით, ხოლო საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის 3 (სამი) ლარის ოდენობით;
2. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის
განისაზღვროს მოსაკრებლის ოდენობა ერთ სულ მოსახლეზე 0,50 ლარის ოდენობით თვეში, ხოლო იურიდიული პირის, ორგანიზაციისა და დაწესებულებისათვის 10 (ათი) ლარის ოდენობით, თვეში ერთ კუბურ მეტრ ნარჩენებზე.
3. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების დიფერენცირება ხდება სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით და განისაზღვრება:
– სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით;
– თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2 000 (ორი ათასი) ლარი ს ოდენობით;
– თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;
– სისტემურ-ელექტრონული ფორმი თ მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 40 000 (ორმოცი ათასი)ლარის ოდენობით;
– ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 20%;
– აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმი თ მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 9 000 (ცხრა ათასი) ლარის ოდენობით.
მუხლი 3. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლოატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი
განისაზღვროს მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლოატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი – 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.
მუხლი 4. განთავისუფლდეს მოსაკრებლის გადახდისაგან სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობა.
მუხლი 5. ამ დადგენილების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ძალადაკარგულად ჩაითვალოს „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ ,,საქართველოს კანონით გათვალისწინებული ეროვნული ლატარიის ფონდის მიერ ორგანიზებულ ტენდერში გამარჯვებული პირის გამოვლენის დღიდან.