ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 03.02.2012
ძალის დაკარგვა 20.12.2013
გამომცემი ორგანო ასპინძის მუნიციპალიტეტი
ნომერი №9
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.140.016038
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/02/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (3)
| № | საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის დასახელება |
| 1. | საქართველოს კონსტიტუცია |
| 2. | ევროპული ქარტია ადგილობღივი თვითმმართველობის შესახებ |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ასპინძის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 16.12.2013
დოკუმენტის ტექსტი
ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.5pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
span.PlainTextChar { }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:42.55pt 42.5pt 45.0pt 63.0pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო
ს
დადგენილება №9
2012
წლის 3 თებერვალი
დ. ასპინძა
ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა დამატებითი საკვალ
იფიკაციო მოთხოვნების შესახებ
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების საფუძველზე, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. დამტკიცდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები დანართი №
1-ის შესაბამისად.
2. დამტკიცდეს მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნებისათვის სავალდებულო პროგრამა საკანონმდებლო ნორმატიული აქტების ცოდნის სფეროში დანართი №
2-ის შესაბამისად.
3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. მელიქიძე
დანართი №1
ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მუხლი 1🔗. დადგენილების მიღების საფუძველი
ამ დებულებით ,,საჯარო სამასახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების საფუძველზე ასპინძის თვითმმართველი ერთეულის გამგეობის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობისათვის წესდება დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
მუხლი 2🔗. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება სავალდებულობა
1. ამ დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება სავალდებულოა გამგეობის მოხელის თანამდებობის დასაკავებლად.
2. ატესტაციებისას მოხელეთა და კონკურსებისას კანდიდატთა შეფასება ხორციელდება ამ დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად.
მუხლი 3🔗. მინიმალური და სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები
1. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები შედგება მინიმალური და სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნებისაგან.
2. მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები საერთოა გამგეობის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული ყველა მოხელისათვის.
3. სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები წესდება გამგეობის მოხელეთა თანამდებობრივი რანგებისა და სამუშაოთა აღწერილობების შესაბამისად, გამგეობის სამსახურებისა და განყოფილებების მიხედვით და მოიცავს გამგეობის მოხელეთა ყოველ თანამდებობას.
მუხლი 4🔗. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების კომპონენტები
მოხელის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
ა) პროფესიული ცოდნის მოთხოვნები;
ბ) ზოგადი უნარების მოთხოვნები;
გ) პროფესიული უნარების მოთხოვნები
.
მუხლი 5🔗. მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები პროფესიული ცოდნის სფეროში
გამგეობის მოხელის თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოა:
ა) შესაბამის სპეციალობაში ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
ბ) ამ დადგენილების №1 დანართში მითითებული საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების ცოდნა.
მუხლი 6🔗. მინიმალური საკავალიფიკაციო მოთხოვნა ზოგადი უნარების სფეროში
გამგეობის მოხელის თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოა ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი.
მუხლი 7🔗. სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების სფეროში
1. თანამდებობათა რანგების მიხედვით სავალდებულოა:
ა) მთავარი საჯარო თანამდებობის (გამგებელი. გამგებლის მოადგილე) დასაკავებლად – მაგისტრის აკადემიური ხარისხი, ან წამყვან საჯარო თანამდებობაზე საქმიანობის 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება მაინც
;
ბ) წამყვანი საჯარო თანამდებობის დასაკავებლად – მუნიციპალური სამსახურის უფროსი, ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – გამგეობის რწმუნებული) – უფროს საჯარო თანამდებობაზე საქმიანოиის 2 გამოცდილება მაინც
;
გ) უფროსი საჯარო თანამდებობის დასაკავებლად (მუნიციპალური სამასახურის უფროსიის მოადგილე, სამსახურის განყოფილების უფროსი, მუნიციპალური სამსახურის (ტერიტორიული ორგანოს) მთავარი სპეციალისტი) უმცროს საჯარო თანამდებობაზე საქმიანობის 1-წლიანი გამოცდილება მაინც
.
2. პროფესიული ცოდნის სპეციალური საკავალიფიკაციო მოთხოვნები მოხელის სამუშაოთა აღწერილობის შესაბამისად მოიცავს პროფესიულ კვალიფიკაციას და საქმიანობის სფეროს მიხედვით საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების ცოდნას.
მუხლი 8🔗. სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები პროფესიული უნარების სფეროში
1. გამგეობის მთავარი, წამყვანი და უფროსი თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოა:
ა) ელექტრონული საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის მეშვეობით საქმისწარმოების პროფესიული უნარები;
ბ) პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული უნარები
.
2. გამგეობის უმცროსი საჯარო თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოა გამგეობის საქმისწარმოებაში გამოყენებულ დოკუმენტებთან ელექტრონული სააინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემების მეშვეობით მუშაობის (დოკუმენტის მიღება, დოკუმენტის შდგენა და გადაგზავნა) პროფესიული უნარები.
მუხლი 9🔗. მოხელეთა სწავლება
1. ამ დადგენილებით დაწესებული დამატებითი საკავალიფიკაციო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ხელს უწყობენ მოხელეთა სწავლებას და ამ მიზნით:
ა) ადგილობრივი ბიუჯეტიდან მოხელეთა სწავლების დასაფინანსებლად გამოყოფენ სახსრებს არა-ნაკლებ სახელფასო ფონდის 1 პროცენტის ოდენობით;
ბ) მოხელეთა შეეფასების შესაბამისად განსაზღვრავენ მოხელეთა სწავლების საჭიროებებს;
გ) გეგმავენ მოხელეთა სწავლებას, განსაზღვრავენ სწავლების სახეებს (ადგილზე სწავლება, სასწავლო კურსზე მივლინება, დისტანციური სწავლება, სტაჟირება, თვითგანათლება და სხვ.)
;
დ) უზრუნველყოფენ სწავლების თანაბარ ხელმისაწვდომობას გამგეობის მოხელეებისათვის;
ე) თანამშრომლობენ საჯარო დაწესებულებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, კერძო და იურიდიულ პირებთან მოხელეთა სწავლების ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბების მიზნით.
2. გამგეობის მოხელეეები ვალდებულნი არიან იზრუნონ საკუთარი კვალიფიკაციის ასამაღლებლად და ამ მიზნით საატესტაციო პერიოდში აპარატის კადრების განყოფილების რეკომენდაციის შესაბამისად გაიარონ კვალიფიკაციის (გადამზადების) სასწავლო კურსი თვითგანათლების, ადგილზე სწავლების, დისტანციური სწავლების, სტაჟირების ან სპეციალურ სასწავლო კურსებზე მივლინების სახით.
დანართი №2
მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნებისათვის სავალდებულო პროგრამა საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების ცოდნის სფეროში
№
საკანონმდებლო ან
კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტის
დასახელება
მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნისათვის სავალდებულო საკითხები
1.
საქართველოს
კონსტიტუცია
1. საქართველოს პოლიტიკური წყობილების ფორმა
2. ტერიტორიული სახელმწიფო მოწყობა
3. ადგილობრივითვი თმმართველობა
4. საქართველოს მოქალაქეობა, ადამიანის ძირითადი უფლებები და მოვალეობანი
5. საქართველოს პარლამენტის სტატუსი, არჩევის წესი და უფლებამოსილებები
6. საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი, არჩევის წესი და უფლებამოსილებები
7. საქართველოს მთავრობის სტატუსი, ფორმირების წესი და უფლებამოსილებები
8. სასამართლო ხელისუფლების სისტემა
9. სახელმწიფო ბიუჯეტის მიღების წესი, ფულად-საკრედიტო სისტემა, ეროვნული ბანკის სტატუსი, გადასახედებისა და მოსაკრებლების შემოღების წესი, კონტროლის პალატის სტატუსი
10. სახელმწიფოს თავდაცვის ძირითადი პრინციპები, ეროვნული უშიშროების საბჭოს სტატუსი
11. კონსტიტუციის გადასინჯვის წესი
2.
ევროპული ქარტია
ადგილობღივი
თვითმმართველობის
შესახებ
1. ადგილობრივი თვითმმართველობის კონსტიტუციური და სამართლებრივი საფუძველი
2. ადგილობრივი თვითმმართველობის კონცეფცია
3. ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციების სფერო
4. თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული საზღვრები
5. ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული საზღვრები
6. ადგილობრივ უფლებამოსილებათა განხორციელების პირობები
7. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის ადმინისტრაციული ზედამხედველობა
8. ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსური სახსრები
9. ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების უფლება გაერთიანებაზე
10. ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი დაცვა
3.
4.
5.
6.
7.
საქართველოს ორგანული
კანონი ,,ადგილობრივი
თვითმმართველობის
შესახებ’’
საქართველოსკანონი
„საჯარო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“
საქართველოს კანონი „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“
საქართველოს კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“
1. კანონის რეგულირების სფერო
2. ადგილობრივი თვითმმართველობის ცნება
3. თვითმმართველი ერთეულის ცნება
4. სახელმწიფო ხელისუფლების ვალდებულება თვითმმართველობის სფეროში
5. ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების ძირითადი პრინციპები
6. თვითმმართველი ერთეულის სტატუსი
7. თვითმმართველი ერთეულის შექმნა და გაუქმება
8. თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლა
9. თვითმმართველი ერთეულის რეგისტრაცია
10. ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების შეზღუდვა თავისუფალ იდუსტრიულ ზონებში
11. თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებათა სახეები
12. თვითმმართველი ერთეულის საკუთარი უფლებამოსილებები
13. უფლებამისილებების დელეგირების წესი და პირობები
14. საკრებულოს არჩევის წესი
15. საკრებულოს განასაკუთრებული უფლებამოსილება
16. საკრებულოს სხდომის მუშაობის ორგანიზება
17. საკრებულოს კომისიები
18. საკრებულოს ბიურო
19. საკრებულოს ფრაქცია
20. საკრებულოს წევრის სტატუსი
21. საკრებულოს წევრის ურთიერთობა ამომრჩევლებთან
22. საკრებულოს წევრის ზოგადი უფლებამოსილებები
23. საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის წესი
24. საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილებები
25. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
26. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე
27. საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე
28. საკრებულოს აპარატი
29. გამგეობა
30. გამგებლის სტატუსი, მისი თანამდებობაზე დანიშვნის წესი
31. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელძღვანელი
32. გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ხელძღვანელი
33. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტები
34. თვითმმართველი ერთეულის ქონება
35. თვითმმართველი ერთეულის წინა და ბუნებრივი რესურსები
36. ადგილობრივი შესყიდვა
37. თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ფორმირების ძირითადი პრინციპები
38. ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების უზრუნველყოფის სისტემა
39. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა საქმიანობის კონტროლის ფორმები
40. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობა
41. საფინანსო კონტროლის ფორმები
42. თვითმმართველობის განხორციელებში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფა
43. საკრებულოს დადგენილების პროექტის ინიციირება პეტიციის წესით
44. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობა
45. საკრებულოს დათხოვნა ან მისი საქმიანობის შეჩერება
46. საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა
1. საჯარო სამასახურის ცნება და სახეები
2. საბიუჯეტო დაწესებულების ცნება
3. საჯარო მოსამსახურის ცნება და სახეები
4. მუნიციპალურ მოსამსახურეთა თანამდებობების დასახელებებისა და თანამდებობრივი სარგოების დადგენა
5. გამგეობის და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა შტატების დამტკიცება
6. საჯარო სამსახურის ძირითადი პრინციპები
7. ადგილობრიივი თვითმმართველობის მოხელისათვის სამსახურში მისაღებად დადგენილი ძირითადი მოთხოვნები
8. პირები, რომლებიც არ მიიიღებიან საჯარო სამსახურში
9. სპეციალური მოთხოვნები საჯარო სამსახურში მისაღებად
10. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
11. ადგილობრიივი თვითმმართველობის მოხელის სამსახურის ვადა
12. ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის თანამდებობაზე დანიშვნა კონკურსის წესით
13. ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის თანამდებობაზე დანიშვნა უკონკურსოდ
14. ადგილობრიივი თვითმმართველობის მოსამსახურის ხელფასი
15. სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესი
16. საჯარო მოსამსახურის სამუშაო დრო და დასვენების დრო
17. საჯარო მოსამსახურის შვებულება
18. მოხელის სხვა თანამდებობზე გადაყვანა ან თანამდებობრივად გაუთვალისწინებელი დავალების მიცემა
19. საჯარო სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკი და მოსამსახურის საპენსიო უზრუნველყოფა
20. საჯარო მოსამსახურის უფლებები და გარანტიები
21. მოსამსახურის სამსახურებრივი მოვალეობები
22. მოსამსახურის მიერ სამართლებრივი აქტების დაცვის ვალდებულება
23. განკარგულებები, რომელთა გაცემაც არ შეიძლება
24. სამსახურში არმყოფი მოხელის მოვალეობათა შესრულება
25. საქმისწარმოებისა და ქონების გადაცემის ვალდებულება
26. საიდუმლოების დაცვის ვალდებულება
27. სამეწარმეო და პარტიული საქმიანობის შეზღუდვები
28. სამსახურებრივი შეუთავსებლობა
29. გარიგებათა დადების შეზღუდვა
30. საჯარო მოსამსახურში თანამდებობათა რანგირება
31. მოხელის საკლასო ჩინი
32. დაწესებულების შინაგანაწესის შინაარსი
33. საჯარო სამსახურის ქცევის ზოგადი წესები, ქცევის ზოგადი წესები საჯარო ინფორმაციის გაცემისა და გამოყენებისას, ინტერესთა შეუთავსებლობის შემთხვევაში, კორუფციული სამართალდარღვევის თავიდან ასაცილებლად
34. საჯარო მოსამსახურის წახალისების ფორმები
35. მოხელის სამსახურებრივი დაწინაურების წესი
36. დისციპლინური გადაცდომის ცნება და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები, დისციპლინური პასუხისმგებლობის მოხსნა
37. მოხელის ატესტაციის ცნება, ატესტაციას დაქვემდებარებული პირები, ატესტაციის ჩატარების წესი
38. მოხელის სამსახურებრივი ურთიერთობების შეჩერების საფუძვლები
39. მოხელის სამსახურიდან ჩამოშორება
40. მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლები
41. მოხელის გაფრთხილება გათავისუფლების შესახებ და სამსახურიდან გათავისუფლების კომპენსაცია
42. სამსახურებრივი სტაჟის გამოანგარიშების წესი
43. სამსახურებრივი დავების გადაწყვეტის წესი
44. საჯარო სამსახურის საბჭო და საჯარო სამსახურის ბიურო
1. სამართლებრივი აქტის ცნება და სახეები
2. ნორმატიული აქტის ცნება
3. ნორმატიული აქტის მოქმედების სფერო
4. საქართველოს კანონმდებლობა, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები
5. ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიული აქტები
6. ნორმატიული აქტების იერარქია
7. საქართველოს პარლამენტის ნორმატიული აქტები
8. საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტები
9. საქართველოს მთავრობის და საქართველოს მინისტრის ნორმატიული აქტები
10. საქართველოს სხვა ნორმატიული აქტები
11. ნორმატიული აქტის სტრუქტურა, განმარტებითი ბარათი და რეკვიზიტები
12. ნორმატიული აქტის სამართლებრივი ექსპერტიზა
13. ნორმატიული აქტის მიღება და მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
14. ნორმატიული აქტის მოქმედება დროში. ნორმატიული აქტის ძალაში შესვლის დრო
15. ნორმატიული აქტის უკუძალა
16. ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება
17. ნორმატიული აქტის ოფიციალური გამოქვეყნება და გამოქვეყნების წესი
1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, ადმინისტრაციული ხელშეკრულების, განცხადების, ადმინისტრაციული საჩივრის ცნებები
2. ადმინისტრაციული წარმოების, ადმინისტრაციული ორგანოს, დაინტერესებული მხარის ცნებები
3. საჯარო ინფორმაციისა და საიდუმლო ინფორმაციის ცნებები, ინფორმაცია, რომლის გასაიდუმლოება დაუშვებელია
4. საჯარო რეესტრი, საჯარო ინფორმაციის გაცემა, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისუზრუნველყოფა, აღმასრულებელი პრივილეგია
5. პერსონალური ინფორმაციის დამუშავების წესი
6. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმა და რეკვიზიტები
7. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთება
8. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლა
9. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის საჯაროდ გამოცხადების, ოფიციალური გაცნობის და გამოქვეყნების წესები
10. შეცდომების გასწორება ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტში
11. არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი
12. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
13. ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის
ძალადაკარგულად გამოცხადება
14. სპეციალური მოთხოვნები, რომლებსაც უნდა პასუხობდეს ადმინისტრაციული ხელშეკრულება
15. ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეცვლა და ბათილად ცნობა
16
. ადმინისტრაციული წარმოების სახეები,
ადმინისტრაციული წარმოების მხარეები
17. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძვლები
18
. განცხადების შეტანა, განცხადების შინაარსი, განცხადების რეგისტრაცია, ერთსა და იმავე საკითხზე ხელახალი განცხადების წარდგენის წესი
19. განცხადების გადაგზავნა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსათვის
20. განცხადების განუხილველად დატოვება
21. სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ წარმოებაში
22. ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირის ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის დაუშვებლობის საფუძვლები, აცილების განცხადება
23. ადმინისტრაციული წარმოების ვადები. გაშვებული ვადის აღდგენის საფუძვლები
24. დაინტერესებული მხარის მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, დაინტერესებული მხარის უფლებები
25. საქმის გარემოებათა და მტკიცებულებათა გამოკვლევა ადმინისტრაციულ წარმოებაში
26. ადმინისტრაციულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღების ვადები
27. ადმინისტრაციული წარმოების წესი კოლეგიურ ადმინისტრაციულ ორგანოში (საკრებულო, საკრებულოს კომისია)
28. კოლეგიური ორგანოს ნორმატიული აქტის პროექტის გამოქვეყნების წესი
29. საკუთარი მოსაზრებების წარდგენა კოლეგიალურ ადმინისტრაციულ ორგანოში
30. ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება,ზეპირი მოსმენა, ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისას
31. საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძვლები, ცნობის გამოქვეყნება საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენის შესახებ, დოკუმენტების წარდგენა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება,ზეპირი მოსმენა, აქტის მიღება და გამოქვეყნება
32. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის აღმასრულებელი ორგანო, აქტის აღსრულების წესი
33. ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის გასაჩივრების უფლება, საჩივრის განმხილველი ორგანო, აქტის გასაჩივრების ვადა, ადმინისტრაციული საჩივრის ფორმა და შინაარსი, ადმინისტრაციულ საჩივარზე უარის თქმის საფუძვლები, საჩივრის განხილვის ვადა, საჩივრის წარდგენისას აქტის მოქმედების შეჩერება, ზეპირი მოსმენის ჩატარების წესი, საჩივრის განხილვა და გადაწყვეტა ზეპირი მოსმენის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება საჩივართან დაკავშირებით
34. ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებლობა
1. სახელმწიფო ზედამხედველობის ცნება და სახეები
2. სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები
3. სახელმწიფო ზედამხედველობის მიზნები
4. ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებების დაცვა ზედამხედველობის განხორციელებისას
5. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამართლებრივი კონსულტაცია
6.სამართლებრივი ზედამხედველობის განხორციელების წესი
7. დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელების ზედამხედველობა
8. დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელების უზრუნველყოფა ზედამხედველობის ორგანოების მიერ
9. ზედამხედველობის ორგანოების საქმიანობის საჯაროობა