ასპინძის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №27 |
|
2013 წლის 16 დეკემბერი დ. ასპინძა |
|
ა) ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
გ) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
გ.ა) საქართველოს კონსტიტუცია;
გ.ბ) ევროპული ქარტია ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”
გ.გ) საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”
გ.დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
გ.ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (I, II, III და IV თავები);
გ.ვ) ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება (რეგლამენტი);
გ.ზ) ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება;
გ.თ) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულება.
2. გამგებლის, გამგებლის მოადგილის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული უნარები და არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები.
3. გამგეობის სამსახურის უფროსის, საკრებულოს აპარატის უფროსის, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული უნარები, მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები.
4. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის თანამდებობის დასაკავებლად, სავალდებულოა საშუალო ან საშუალო სპეციალური განათლება, სასურველია პირს გააჩნდეს მენეჯერული უნარები.
5. გამგეობის განყოფილების უფროსის, მთავარი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და საჯარო სამსახურში სპეციალისტის თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები.
6. წამყვანი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან ტექნიკური განათლება შესაბამის სფეროში, საჯარო სამსახურში ან კერძო სექტორში მუშაობის არანაკლებ 3 თვიანი გამოცდილება, სტაჟიორად მუშაობის 3 თვიანი გამოცდილება, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები.
7. წამყვანი და მთავრი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები, გარდა ტერიტორიულ ორგანოს მთავარი სპეციალისტისა რომლისათვის აუცილებელია საშუალო განათლება.
8. სახანძრო-სამაშველო სამსახურის საჯარო მოხელეებს მოეთხოვებათ გააჩნდეთ საშუალო განათლება მაინც და შესაბამისი ფიზიკური მონაცემები.
ასპინძის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართელოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლების შესაბამისად ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები დანართის შესაბამისად.ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე მელიქიძე
დანართიგ.ბ) ევროპული ქარტია ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”
გ.გ) საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”
გ.დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
გ.ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (I, II, III და IV თავები); გ.ვ) ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება (რეგლამენტი); გ.ზ) ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება; გ.თ) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულება. 2. გამგებლის, გამგებლის მოადგილის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული უნარები და არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები. 3. გამგეობის სამსახურის უფროსის, საკრებულოს აპარატის უფროსის, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული უნარები, მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები. 4. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის თანამდებობის დასაკავებლად, სავალდებულოა საშუალო ან საშუალო სპეციალური განათლება, სასურველია პირს გააჩნდეს მენეჯერული უნარები. 5. გამგეობის განყოფილების უფროსის, მთავარი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და საჯარო სამსახურში სპეციალისტის თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები. 6. წამყვანი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან ტექნიკური განათლება შესაბამის სფეროში, საჯარო სამსახურში ან კერძო სექტორში მუშაობის არანაკლებ 3 თვიანი გამოცდილება, სტაჟიორად მუშაობის 3 თვიანი გამოცდილება, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები. 7. წამყვანი და მთავრი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები, გარდა ტერიტორიულ ორგანოს მთავარი სპეციალისტისა რომლისათვის აუცილებელია საშუალო განათლება. 8. სახანძრო-სამაშველო სამსახურის საჯარო მოხელეებს მოეთხოვებათ გააჩნდეთ საშუალო განათლება მაინც და შესაბამისი ფიზიკური მონაცემები.