ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს
დადგენილება №6
2012 წლის 27 იანვარი
ქ. გურჯაანი
ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის 1-ლი ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტისა და „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №394 დადგენილების შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. შემოღებულ იქნ ე ს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართის შესაბამისად.
2. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 მარტის №12 დადგენილება.
3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ზ . იაგანაშვილი
ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები
მუხლი 1
საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტი. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება, რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში მხოლოდ უძრავ ქონებასთან მიმართებით უნდა გაიზარდოს:
ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;
ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ;
გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ;
დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს – 3-ჯერ.
მუხლი 2
1. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტში გათვალისწინებული შემთხვევისა, ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1%.
2. სალიზინგო კომპანიისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე წლიური გადასახადი ლიზინგის მთელ ი პერიოდის განმავლობაში განისაზღვრება მის მიერ დასაბეგრი ქონების ლიზინგით პირველად გაცემის მომენტისათვის არსებული საბალანსო საწყისი ღირებულების 0,6%.
მუხლი 3
ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთებია:
ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.1%;
ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.9%.
მუხლი 4
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე ქონების გადასახადი ერთ ჰექტარზე შეადგენს:
ა) სათიბებზე – 20 ლარს;
ბ) საძოვრებზე – 16 ლარს;
გ) სახნავი (კარგი და მწირი ხარისხის) და სხვა კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე – 87 ლარს,
მუხლი 5
ამ დადგენილების მიზნებისთვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ტერიტორიული კოეფიციენტი შეადგენს– 0.45 ლარს.
მუხლი 6
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი (ერთ კვადრატულ მეტრზე განისაზღვროს ამ დადგენილების მე-5 მუხლში მითითებული ტერიტორიული კოეფიციენტების გამრავლებით საბაზისო განაკვეთზე – 0,24 ლარი) წელიწადში შეადგენს 0.108 ლარს.
მუხლი 7
ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწების ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია 3 ლარი.
მუხლი 8
ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებული ქონების სახეები დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე და 206-ე მუხლებით.