ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
27.01.2012 ძალადაკარგული 25.07.2014
გამომცემი ორგანო
ნომერი
№8
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.164.016060
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/02/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს

დადგენილება №8

201 2 წლი ს 27 იანვარი

ქ. ყვარელი

ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად , ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:

1. დამტკიცდეს ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის                თანდართული დებულება .

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010წლის30 დეკემბრის №26დადგენილება ,,ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“.

3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე .

საკრებულოს თავმჯდომარე             ბ . ზანდარაშვილი

დანართი

ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება

    მუხლი 1. გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური

1. დებულება განსაზღვრავს ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის (შემდგომში ,,სამსახური’’) დანიშნულებას, მის ფუნქციებს, ამოცანებს, უფლება-მოვალეობებს და მართვის ორგანიზებას.

 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს ,,საქართველოს კონსტიტუციის’’, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე.

    მუხლი 2. სამსახურის ფუნქციები და ამოცანები:

ა) გამგეობის სტრუქტურული ერთეულების უზრუნველყოფა საჭირო ინფორმაციით;

ბ) მედიის საინფორმაციო საშუალებებთან ურთიერთობა;

გ) გამგეობის მუშაობის შედეგების საინფორმაციო ბაზის წარმართვა და ანალიზი;

დ) საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

ე) არქივის წარმოება;

ვ) დოკუმენტაციის შეუფერხებელი ბრუნვის უზრუნველყოფა;

ზ) საკრებულოს, გამგებლის დავალებების და მათ მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების შესრულების კონტროლი;

თ) გამგეობის თათბირების ორგანიზება;

ი) გამგეობის სტრუქტურული ერთეულების კოორდინირება;

კ) სამართლებრივი აქტების და პროექტების მომზადების უზრუნველყოფა;

ლ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულების კომპიუტერიზაცია და ინფორმაციის სფეროში ერთიანი პოლიტიკის განხორციელება;

მ)  საკადრო მონაცემების ინფორმაციის ბაზის წარმოება;

ნ) გამგეობის სატიტულო ბლანკების, საქმისწარმოებისათვის საჭირო ბეჭდების და შტამპების გამოყენების კონტროლის უზრუნველყოფა;

ო) გამგეობაში შინაგანაწესის შესრულების უზრუნველყოფა;

    მუხლი 3.სამსახურის სტრუქტურა

 ადმინისტრაციული სამსახური მოიცავს მოქალაქეთა მომსაურების განყოფილებას ( ბიურო)

1. მოქალაქეთა მომსახურების განყოფილების ( ბიუროს) ფუნქციებია:

ა) წერილების, განცხადებებისა და საჩივრების მიღება-ჩაბარება;

ბ) საჯარო ინფორმაციის მიწოდება;

გ) მოქალაქეთათვის კონსულტაციებისა და განმარტებების მიცემა;

დ) ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაში შემავალ ყველა საკითხთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა მოქალაქეთათვის.

2. განყოფილების ( ბიუროს) უფროსი:

ა)ანაწილებს ფუნქციებს მისდამი დაქვემდებარებული  განყოფილების მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და განკარგულებებს;

ბ) ზედამხედველობას უწევს განყოფილების მოსამსახურეების მიერ მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

გ) ხელს აწერს განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტაციას;

დ) სამსახურის უფროსს აბარებს ანგარიშს განყოფილების მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

ე) წარუდგენს სამსახურის ხელმძღვანელს წინადადებებს შტატების, მუშაობის ორგანიზების, განყოფილების მოსამსახურეების პრემირების, მატერიალური სტიმულირების ან მათზე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ;

ვ) შუამდგომლობს სამსახურის უფროსთან განყოფილების მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების საკითხზე;

თ ) ასრულებს ამ დებულებით და გამგეობის დებულებით გათვალისწინებულ ფუნქციებს .

    მუხლი 4. სამსახურის მართვა და ორგანიზება

1.  სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გამგებელი.

2.  სამსახურის უფროსი:

ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შესრულებაზე;

ბ) წარუდგენს გამგებელს წინადადებებს ადმინისტრაციის სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინ უ რი პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ ;

გ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

დ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს შესრულებულ სამუშაოთა შესახებ .

3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.

4. სამსახურის უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას მოვალეობის შესრულება გამგებლის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ეკისრება სამსახურის ერთ-ერთ თანამშრომელს.