განჩინება სპს ,,მურუსიძე-სხილაძის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/1457
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/02/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

  გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

   2012 წლის 3 თებერვალი

ქ. ქუთაისი

   ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გოჩა აბუსერიძემ განიხილა სპს ,,მურუსიძე-სხილაძის“კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

:

  ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 2011 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით გაიხსნა სპს ,,მურუსიძე-სხილაძის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოება.

 2012 წლის 02 თებერვალს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა სპს ,,მურუსიძე-სხილაძის“გაკოტრების მმართველმა – იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა თამთა გაბრიაძემ და წარმოადგინა სპს ,,მურუსიძე-სხილაძის“ საბოლოო ანგარიში;

  აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწვეული უნდა იქნეს სპს ,,მურუსიძე-სხილაძის“ კრედიტორთა კრება.

 სასამართლომ იხელმძღვანელა„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 27-ე, 42-ე მუხლებით და

:

1. მოწვეულ იქნეს სპს ,,მურუსიძე-სხილაძის“ კრედიტორთა კრება 2012 წლის 10 თებერვალს, 15:00 საათზე.

2. კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11, მესამე სართული, სხდომის დარბაზი№3).

3. კრებაზე განხილულ იქნ ე ს შემდეგი საკითხი:

ა) გაკოტრების მმართველის საბოლოო ანგარიშის მოსმენა და გაკოტრების საქმის წარმოებით დასრულების საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.

4. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე www.geocourts.ge

5. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება, მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

მოსამართლე        გ. აბუსერიძე