შპს ,,საუკეთესოს” კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/25206-18
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/02/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე № 2/25206-18    

                                              

განჩინება

საქართველოს სახელით

2019 წლის 12 თებერვალი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე გენადი მაკარიძე (გაკოტრების მოსამართლე)

 

1. მოვალე – შპს ,,საუკეთესო”.

დირექტორი – ინგა თხილავა.

2. კრედიტორი – სსიპ შემოსავლების სამსახური.

წარმომადგენელი – მერაბ წირქვაძე.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით სსიპ – შემოსავლების სამსახურის განცხადება შპს ,,საუკეთესოს’’ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებული იქნა სასამართლო წარმოებაში.

„გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 2 7-ე მუხლის მე-5 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად , კრედიტორთა კრება ამ კანონით დადგენილი წესით განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებებს მომრიგებელი საბჭოს წევრის დანიშვნის შესახებ. ხოლო ამავე მუხლის 23-ე პუნქტის შესაბამისად კი კრედიტორთა პირველ კრებაზე მოწმდება კრედიტორთა მოთხოვნები და იქმნება მომრიგებელი საბჭო.

ამავე კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად , მომრიგებელი საბჭო არის კოლეგიალური ორგანო, რომელიც იქმნება პარიტეტულ საწყისებზე და არსებითად აფასებს და წყვეტს მოვალის გადახდისუუნარობის საკითხს. მოვალის რეაბილიტაციის შემთხვევაში მომრიგებელი საბჭო ასევე განიხილავს რეაბილიტაციის გეგმას.

ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მომრიგებელი საბჭო იქმნება კრედიტორთა პირველ კრებაზე, კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმების დასრულებისთანავე.

2019 წლის 11 იანვრის კრედიტორთა კრებაზე მომრიგებელი საბჭო დამტკიცდა შემდეგი შემადგენლობით: ფიქრია კოღუაშვილი (პ/ნ 53001019625), ნანა ყუფუნია (პ/ნ 62005005213) და მანო ყუფუნია (პ/ნ 62005005214).

2019 წლის 31 თებერვალს სასამართლოში წარმოდგენილი იქნა შპს ,,საუკეთესოს ” მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილება.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,,საუკეთოს ” კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2019 წლის 25 თებერვალს , 11:00 საათზე , შემდეგი დღის წესრიგით:

 ა) კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება და აღიარება; მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების განხილვა, გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება;

2. კრედიტორთა კრება შედგება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის შენობაში (ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი , მე-12 კილომეტრი, სხდომის დარბაზი №51).

3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე www.geocourts.ge .

4. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში თბილისი საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მის. : დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

  

მოსამართლე                                             გენადი მაკარიძე

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „შპს ,,საუკეთესოს” კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“?
დიახ, სასამართლოს აქტები „შპს ,,საუკეთესოს” კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 12.02.2019.
როდის იქნა მიღებული „შპს ,,საუკეთესოს” კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“?
„შპს ,,საუკეთესოს” კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“ მიღებულია 12.02.2019. მიმღები ორგანო — თბილისის საქალაქო სასამართლო. დოკუმენტის ნომერი — №2/25206-18.
სად არის „შპს ,,საუკეთესოს” კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.02.2019 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

სასამართლოს აქტები „შპს ,,საუკეთესოს” კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“, №2/25206-18, 12.02.2019 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.02.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4481145/