მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
06.02.2012 ძალადაკარგული 01.07.2013
გამომცემი ორგანო
ნომერი
№11
სარეგისტრაციო კოდი
370020000.35.153.016095
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/02/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

მცხეთის მუნციპალიტეტის საკრებულოს

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა  №11

2012 წლის 6 თებერვალი

ქ. მცხეთა

მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ქ’’ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტისა და ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულების საფუძველზე,

 მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო   ა დ გ ე ნ ს:

1.    დამტკიცდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართის შესაბამისად.

2.    დამტკიცდეს ქ. მცხეთაში ერთსაფეხურიანი ზონირება, რომელშიც გამოიყოფა სამი ზონა: ცენტრალური, შუალედური და პერიფერიული.

2.1. ცენტრალურ ზონაში (ბებრისციხიდან სადგურის ხიდამდე) მიწის ნორმატიული ფასი – 30 ლარი;

2.2. შუალედურ ზონაში (ღართიკარი და სადგურის დასახლება) მიწის ნორმატიული ფასი – 27,2 ლარი;

2.3. პერიფერიულ ზონაში (ნარეკვავი, არმაზი, მუხადგვერდი, კარსანი) მიწის ნორმატიული ფასი –  24,5 ლარი; 

3.    სოფლებში მიწის ნორმატიულ ფასი განისაზღვროს ქ. მცხეთის შუალედური ზონის ნორმატიული ფასის 35 % ანუ 9,5 ლარი.

4.    დასახლებათა შორის არეალში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. მცხეთის შუალედური ზონის ნორმატიული ფასის 28% ანუ 7,6 ლარი.

5.    საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. მცხეთის შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 85 % ანუ 23,1 ლარი.

6. ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ახალი ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ’’ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 1 ოქტომბრის №32 დადგენილება.

7 .  დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .

საკრებულოს თავმჯდომარე                                 ა . კალანდაძე

 

                 მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

                   2012 წლის 6 თებერვლის 11 დადგენილების დანართი

 

მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი

1. მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:       

CN = IMG X ITL X C X K, სადაც:

CN – არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნორმატიული ფასი ქ.მცხეთის შუალედურ ზონაში.

IMG – არის ქ. მცხეთის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც შეადგენს 0,63-ს;

ITL – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც ქ. მცხეთის შუალედურ ზონაში. უდრის 1-ს;

C – არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს;

K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 180 -ს;

 

 

ტერიტორია K

 

IMG

ITL

C

 

შუალედური ზონის

ნორმატიული

ფასის %

 

C N

ლარი

I. ქ. მცხეთა მ.შ

1. ცენტრალური

2. შუალედური

3. პერიფერიული

II. სოფლებში

III. დასახლებათა შორის არეალები

IV . საერთაშორისო

და შიდასახელმწ. გზების გასწვრივ

               

 0.63

 -

 -

 

 -

 

-

 

-

1.1

1

0.9

 

 1

 

 1

 

 1               

0.24

-

-

 

-

 

-

 

-               

180

-

-

 

-

 

-

 

-

110

100

90

 

35

 

28

 

85

30

27,2

24,5

 

9,5

 

7,6

 

23,1