ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
31.01.2012 ძალადაკარგული 26.02.2015
გამომცემი ორგანო
ნომერი
№9
სარეგისტრაციო კოდი
200130000.35.114.016104
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/02/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9

2012 წლის 31 იანვარი

დაბა ჩოხატაური

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის,  ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 195 მუხლისა და ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ – საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს №659 ბრძანებულების მე-4 მუხლის შესაბამისად, საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

 ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

ა) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე დაბასა და სოფლებში ნორმატიული ფასის 100%;

ბ) უძრავი ქონების (გარდა მიწისა) სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა განისაზღვროს ნივთის საბაზრო ღირებულების 10%-ით;

გ) მოძრავი ქონების სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა განისაზღვროს ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასის ან/და დამოუკიდებელი აუდიტორის (შემფასებელი ექსპერტი) სათანადო დასკვნის საფუძველზე ღირებულების 5%, ამასთან, შენობა-ნაგებობის საპრივატიზებო ფასის განსაღზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული იმ მიწის ნორმატიული ფასიც, რომელზეც დგას შესაბამისი შენობა-ნაგებობა.

    მუხლი 2

დადგენილ ება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

საკრებულოს თავმჯდომარე              ა. ხუნდაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 26.02.2015.
როდის იქნა მიღებული „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“?
„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 31.01.2012. მიმღები ორგანო — ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №9. სარეგისტრაციო კოდი — 200130000.35.114.016104.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 26.02.2015-დან.
სად არის „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.02.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“, №9, 31.01.2012, სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.114.016104 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.02.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1579788/