სს „თელიანი ველის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/02/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

2012 წლის 28 თებერვალს, დღის 18:00 საათზე, თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირ №2-ში მოწვეულია სააქციო საზოგადოება „თელიანი ველის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება.

სააქციო საზოგადოება „თელიანი ველის“ სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, რიგგარეშე საერთო კრების სააღრიცხვო თარიღად დადგენილია 2012 წლის 20 იანვარი.

დღის წესრიგი:

1.    სს „თელიანი ველის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრების რაოდენობის გაზრდა და ახალი წევრების დაიშვნა.

3.    სხვადასხვა.

 

რეკომენდაციები:

1. დღის წესრიგი ს პირველ საკითხთან მიმართებაში სამეთვალყურეო საბჭო იძლევა რეკომენდაციას:

გაიზარდოს სამეთვალყურეო საბჭოს წერების რაოდენობა 2 წევრით და ნაცვლად 5 წევრისა, სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა განისაზღვროს 7 წევრით.

სამეთვალყურეო საბჭოს ახალ წევრებად არჩეულ იქნენ: ბ-ნ ავთო ნამიჩეიშვილი და ბ-ნ სტივენ იაროსლავ გორელიკი (Steven Yaroslav Gorelik).

შესაბამისად, სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა განისაზღვროს შემდეგი სახით:

●პოლ როძიანკო – საბჭოს თავმჯდომარე;

●დავიდ ოსტბი – არსებული წევრი;

●ირაკლი ბურდილაძე –  არსებული წევრი

●გიორგი ვახტანგიშვილი  – არსებული წევრი;

●მურთაზ კიკორია – არსებული წევრი;

●ავთო ნამიჩეიშვილი – ახალი წევრი;

●სტივენ იაროსლავ გორელიკი (Steven Yaroslav Gorelik)– ახალი წევრი.

კრება გაიმართება მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი №2, მე-5 სართული. აქციონერთა რეგისტრაცია დაიწყება 2012წლის 28თებერვალს 17:00 საათზე. სააქციო საზოგადოება „თელიანი ველის“ რიგგარეშე საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება შეიძლება გადამოწმებულ იქნეს სააქციო საზოგადოება „თელიანი ველის“ აქციების რეგისტრატორთან სს „კავკასრეესტრში” 2012წლის 18თებერვლიდან შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №74ა.

გენერალური დირექტორი ს

მოვალეობის შემსრულებელი    კ. ჭანტურია