მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 07.02.2012
ძალის დაკარგვა 06.02.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №25/04
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016058
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/02/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 05.02.2020
📋 აუქმებს — 1 აქტი
- მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 22.02.2010
დოკუმენტის ტექსტი
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Times New Roman','serif';}
p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif';}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Times New Roman','serif';}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Times New Roman','serif';}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family-f:'Courier New';}
p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family-f:'Tahoma','sans-serif';}
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Times New Roman','serif';}
p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Arial','sans-serif';}
span.CommentTextChar { font-family-f:'Sylfaen','serif';}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold; font-style:italic;}
span.BalloonTextChar { font-family-f:'Tahoma','sans-serif';}
span.CommentSubjectChar { font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
span.HeaderChar { }
span.FooterChar { }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif';}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif';}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
@page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:56.7pt 56.7pt 28.4pt 56.7pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №25/04
2012 წლის
7 თებერვალი
ქ. თბილისი
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების,
ვალუტის გადამცვლელი პუნქტების
და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის
და 67-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების
შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.
დამტკიცდეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების
, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა
და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების თანდართული წესი
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 22 თებერვლის №22/01 ბრძანება.
3. ამ ბრძანების დაუყოვნებლივ ამოქმედება განპირობებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საზედამხედველო ფუნქციების შეუფერხებლად განხორციელების აუცილებლობით.
4.
ეს ბრძანება ამოქმედდეს
ხელმოწერისთანავე
.
გ.
ქადაგიძე
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების
, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა
და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1.
ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების
, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა
და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირების მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების საკითხებს.
2.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციის
, ვალუტის გადამცვლელი პუნქტისა
და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირისათვის ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ინდივიდუალურ
ი
ადმინისტრაციულ
-
სამართლებრივი აქტი გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით, რომელშიც მითითებული იქნება მისი აღსრულების წესი.
3. ჯარიმა გადახდილ უნდა იქნეს დაჯარიმების შესახებ განკარგულების ასლის მხარისათვის ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.
4.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციის
, ვალუტის გადამცვლელი პუნქტისა
და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირისათვის ფულადი ჯარიმის დაკისრების იძულებითი აღსრულება ხორციელდება
ამ მუხლის მე
-3 პუნქტში მითითებული ვადის
გასვლის შემდეგ.
5.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციისათვის
, ვალუტის გადამცვლელი პუნქტისათვის
და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირისათვის ინდივიდუალურ
ი
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დაკისრებული ფულადი ჯარიმის იძულებით აღსასრულებლად მიქცევა ხდება კანონიერ ძალაში შესული ინდივიდუალურ
ი
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად გაცემული სააღსრულებლო ფურცლის საფუძველზე, „სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
6.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციის
, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა
და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირების მიერ გადახდილი ფულადი ჯარიმის თანხა მიემართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
7. ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაციის გაუქმება, მფლობელს არ ათავისუფლებს დაკისრებული ფულადი ჯარიმის გადახდისაგან.
მუხლი 2🔗. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დარღვევები და სანქციები
1.
თუ ეროვნული ბანკი შემოწმების შედეგად დაადგენს, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ დაარღვია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმები, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, გააფრთხილოს იგი, გამოიყენოს მის მიმართ კანონმდებლობით დადგენილი სანქცია ან მიიღოს გადაწყვეტილება მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.
2.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ სარეგისტრაციო პირობების დარღვევა გამოიწვევს მის დაჯარიმებას 1000 (ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე.
3. ფინანსური ანგარიშგების დაგვიანებით წარდგენა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით;
4. ფინანსური ანგარიშგების წარუდგენლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით;
5. ფინანსური ანგარიშგების ცალკეული ფორმების წარუდგენლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით ანგარიშგების თითოეულ წარუდგენელ ფორმაზე.
6. არაზუსტი ინფორმაციის წარდგენა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე.
7.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევა:
ა) დადგენილ ვადებში საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აღრიცხვის ფორმის წარუდგენლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 (ორი ათასი)
ლარის ოდენობით;
ბ) იდენტიფიკაციის დადგენილი წესის დაუცველად პირისათვის გარიგების (ოპერაციის) განხორციელების ფაქტის გამოვლენა გამოიწვევს დაჯარიმებას 300 (სამასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
გ) შემოწმების დაწყების თარიღისათვის, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის დადგენილი წესისა და ვადის დაუცველად, დაგვიანებით წარდგენის გამოვლენა გამოიწვევს დაჯარიმებას 100 (ასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
დ) შემოწმების დაწყების თარიღისათვის, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის მცდარი მონაცემების წარდგენის გამოვლენა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
ე) შემოწმების დაწყების თარიღისათვის, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარუდგენლობის გამოვლენა გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 (
ერთი
ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
ვ) შემოწმების დაწყების თარიღისათვის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაციისა და დოკუმენტების საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის დადგენილი წესისა და ვადის დაუცველად, დაგვიანებით წარდგენის გამოვლენა გამოიწვევს დაჯარიმებას 100 (ასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
ზ) შემოწმების დაწყების თარიღისათვის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაციაზე მცდარი მონაცემების წარდგენის გამოვლენა გამოიწვევს დაჯარიმებას 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
თ) შემოწმების დაწყების თარიღისათვის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაციისა და დოკუმენტების წარუდგენლობის გამოვლენა გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 (
ერთი ათას
ხუთასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე.
ი) მონიტორიგის პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვისა და შენახვისათვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამოვლენა გამოიწვევს დაჯარიმებას 300 (სამასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
კ) გარიგებების (ოპერაციების) სპეციალური პროგრამული საშუალებით აღურიცხაობა გამოიწვევს დაჯარიმებას 2
000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;
ლ) მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ან მისი მმართველი ორგანოს წევრი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ორგანიზაციის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული შიდა კონტროლის პროცედურისა და წესების მიღებას და/ან აღნიშნული შიდა კონტროლის პროცედურისა და წესების დაცვას დაჯარიმდება 1
000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.
მუხლი 3🔗. ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის მიერ ეროვნული ბანკის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის მოთხოვნების დარღვევა
1.
ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის მიერ სარეგისტრაციო პირობების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
2. კვარტალური ანგარიშგების დაგვიანებით წარდგენა
გამოიწვევს დაჯარიმებას
200 ლარის ოდენობით.
3. კვარტალური ანგარიშგების წარუდგენლობა
გამოიწვევს დაჯარიმებას
500 ლარის ოდენობით.
4. კვარტალური ანგარიშგების ცალკეული ფორმის წარუდგენლობა
გამოიწვევს დაჯარიმებას
100 ლარის ოდენობით ანგარიშგების თითოეულ წარუდგენელ ფორმაზე.
5. არაზუსტი ინფორმაციის წარდგენა
გამოიწვევს დაჯარიმებას
100 ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე.
მუხლი 4🔗. ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევა
1.
დადგენილ ვადებში საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აღრიცხვის ფორმის წარუდგენლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით
.
2.
იდენტიფიკაციის დადგენილი წესის დაუცველად პირისათვის გარიგების (ოპერაციის) განხორციელების ფაქტის გამოვლენა გამოიწვევს დაჯარიმებას 150 (ას
ორმოცდაათი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე
.
3.
შემოწმების დაწყების თარიღისათვის, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის დადგენილი წესისა და ვადის დაუცველად, დაგვიანებით წარდგენის გამოვლენა გამოიწვევს დაჯარიმებას 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე
.
4.
შემოწმების დაწყების თარიღისათვის, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ ინფორმაც
იაზე
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის მცდარი მონაცემების წარდგენის გამოვლენა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე
.
5.
შემოწმების დაწყების თარიღისათვის, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარუდგენლობის გამოვლენა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე
.
6.
შემოწმების დაწყების თარიღისათვის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილ დამატებით ინფორმაციისა და დოკუმენტების საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის დადგენილი წესისა და ვადის დაუცველად, დაგვიანებით წარდგენის გამოვლენა გამოიწვევს დაჯარიმებას 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე
.
7.
შემოწმების დაწყების თარიღისათვის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაციაზე მცდარი მონაცემების წარდგენის გამოვლენა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე
.
8.
შემოწმების დაწყების თარიღისათვის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაციისა და დოკუმენტების წარუდგენლობის გამოვლენა გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 (ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე.
9.
მონიტორიგის პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვისა და შენახვისათვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამოვლენა გამოიწვევს დაჯარიმებას 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე
.
10.
გარიგებების (ოპერაციების) სპეციალური პროგრამული საშუალებით აღურიცხაობა გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით
.
11. ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი ან მისი დირექტორი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ორგანიზაციის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული შიდა კონტროლის პროცედურისა და წესის მიღებას და/ან ორგანიზაციის მიერ აღნიშნული შიდა კონტროლის პროცედურისა და წესის დაცვას დაჯარიმდება 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.
მუხლი 5🔗. ვალუტის გადამცვლელი პუნქტისათვს დაკისრებული ფულადი ჯარიმის ოდენობა
1.
ვალუტის გადამცვლელი პუნქტის
მიერ სარეგისტრაციო პირობების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას
2
00 (
ორასი
) ლარის ოდენობით.
2.
კვარტალური
ანგარიშგების დადგენილ ვადაში წარუდგენლობა
გამოიწვევს დაჯარიმებას
50
(ორმოცდაათი) ლარის ოდენობით
.
3.
„მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის III1 თავის მოთხოვნების შეუსრულებლობა გამოიწვევს ვალუტის გადამცვლელი პუნქტის დაჯარიმებას 100 (ასი) ლარის ოდენობით თითოეულ შემთხვევაზე.
4. ეროვნული ბანკის წერილობითი მოთხოვნის შეუსრულებლობა გამოიწვევს ვალუტის გადამცვლელი პუნქტის დაჯარიმებას 100 (ასი) ლარის ოდენობით თითოეულ შემთხვევაზე.
5.
ვალუტის გადამცვლელი პუნქტის
მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა
და „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №1 ბრძანებით განსაზღვრული
მოთხოვნების დარღვევა
:
ა) დადგენილ ვადებში საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აღრიცხვის ფორმის წარუდგენლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
ბ) იდენტიფიკაციის დადგენილი წესის დაუცველად
თანხის გადაცვლის
განხორციელების ფაქტის გამოვლენა გამოიწვევს დაჯარიმებას 100 (ასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
გ) შემოწმების დაწყების თარიღისათვის, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის დადგენილი წესისა და ვადის დაუცველად, დაგვიანებით წარდგენის გამოვლენა გამოიწვევს დაჯარიმებას 100 (ასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
დ) შემოწმების დაწყების თარიღისათვის, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარუდგენლობის გამოვლენა გამოიწვევს დაჯარიმებას 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
ე) შემოწმების დაწყების თარიღისათვის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაციისა და დოკუმენტების საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის დადგენილი წესით წარუდგენლობის და/ან დადგენილი ვადის დაუცველად, დაგვიანებით წარდგენის გამოვლენა გამოიწვევს დაჯარიმებას 100 (ასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
ვ) მონიტორინგის პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვისა და შენახვისათვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამოვლენა გამოიწვევს დაჯარიმებას 100 (ასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
ზ) გარიგებების (ოპერაციების) სპეციალური პროგრამული საშუალებით აღურიცხაობა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
მუხლი 6🔗. ფულადი ჯარიმისაგან გათავისუფლება
1.
ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გაათავისუფლოს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი
ან ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი უკვე დაკისრებული ჯარიმისაგან ან არ დააკისროს ფულადი ჯარიმა იმ შემთხვევაში თუ:
ა) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის
ან ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის ფინანსური მდგომარეობა ისე გაუარესდეს, რომ საფრთხე შეექმნას მის მომავალ ფუნქციონირებასა და გადახდისუნარიანობას;
ბ) მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი
ან ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი გახდეს გადახდისუუნარო.
2.
ფულადი ჯარიმის დაკისრებისაგან და დაკისრებული ფულადი ჯარიმის გადახდისაგან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის
ან ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის გათავისუფლების შესახებ ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ინდივიდუალურ
ი
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე–პრეზიდენტის განკარგულების სახით.