შ.პ.ს. „ბათუმგამწვანები“-ს გაკოტრების მმართველის, ნუკრი ტაკიძის განთავისუფლების და გაკოტრების მმართველად სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს დანიშვნის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2-1141
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/02/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

 

საქართველოს  სახელით

 

შპს „ბათუმგამწვანების გაკოტრების მმართველის, ნუკრი ტაკიძის გათავისუფლების და გაკოტრების მმართველად სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს დანიშვნის თაობაზე

 

2012 წლი25 იანვარი

ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე

 

  ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს ,,ბათუმგამწვანების“ გაკოტრების მმართველის, ნუკრი ტაკიძის გათავისუფლების და გაკოტრების მმართველად სსიპ– აღსრულების ეროვნული ბიუროს დანიშვნის საკითხი და

გ  ა  მ  ო  ა  რ  კ  ვ  ი  ა:

  შპს „ბათუმგამწვანების“ დირექტორმა გ. ბაღოშვილმა 2007 წლის 20 ივლისს განცხადებით მომმართა სასამართლოს და მოითხოვა გაკოტრების საქმისწარმოების გახსნა. განცხადება 2007 წლის 20 ივლისის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული და ამ განჩინებით შეჩერებულ იქნა შპს „ბათუმგამწვანების“ წინააღმდეგ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება, ამასთან განჩინებით არ იქნა დაშვებული იძულებითი აღსრულების სხვა ღონისძიებების განხორციელება.

 ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 12 ნოემბრის განჩინებით გაიხსნა შპს „ბათუმგამწვანების“ გაკოტრების საქმე და გაკოტრების მმართველად დაინიშნა თამარ მახარაძე.

 2009 წლის 21 სექტემბრის განჩინებით პირადი განცხადების საფუძველზე თამარ მახარაძე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და მის ნაცვლად დაინიშნა ნუკრი ტაკიძე.

2010 წლის 13 იანვრის ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინებით დამტკიცდა ნუკრი ტაკიძესა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბათუმის რეგიონალურ ცენტს შორის 2009 წლის 15 დეკემბერს დადებული ხელშეკრულება და ნუკრი ტაკიძე დაინიშნა გაკოტრების მმართველად.

      სასამართლო აღნიშნავს, რომ 2011 წლის 28 დეკემბერს მიღებული იქნა საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ძალაში შევიდა 2012 წლის 17 იანვარს), რომლითაც „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილ იქნა ცვლილებები.

     დასახელებული კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დანიშნული მეურვე/გაკოტრების მმართველი დავალდებულდა 2012 წლის 1 თებერვლამდე გადასცეს აღსრულების ეროვნულ ბიუროს მის წარმოებაში არსებული გადახდისუუნარობის საქმეები, რომლებზედაც სასამართლომ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ გადაწყვეტილება 2011 წლის 1 აგვისტომდე მიიღო.

     ამავე ნორმის მიხედვით, აღნიშნული საქმეების წარმოებას აღსრულების ეროვნული ბიურო გააგრძელებს, ამ კანონის მე-3 მუხლით დადგენილი წესით.

ამავე კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საქმეებზე ჩატარებულ აუქციონში არ არის გამოვლენილი გამარჯვებული პირი ან ქონება არ არის გადაცემული ნატურით, აღსრულების ეროვნული ბიურო აღნიშნული საქმეების წარმოებაში მიღების შემდეგ ქონებაზე აუქციონს ატარებს ამ კანონის მე-3 მუხლით დადგენილი წესით. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საქმეებზე საფასური განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

 იმის გათვალისწინებით, რომ შპს „ბათუმგამწვანების“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოება გახსნილია 2011 წლის 1 აგვისტომდე, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი პროცედურების განხორციელების უზრუნველსაყოფად გაკოტრების მმართველმა, ნუკრი ტაკიძემ გადახდისუუნარობის საქმის მასალები უნდა გადასცეს ახალ გაკოტრების მმართველს – სსიპ „აღსრულების ეროვნულ ბიუროს“, ამასთან იგი უნდა გათავისუფლდეს შპს „ბათუმგამწვანების“ გაკოტრების მმართველის თანამდებობიდან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის  საქმის  წარმოების  შესახებ” საქართველოს  კანონის მე-4, მე-5, მე-7, მე-8, 27-ე, 37-ე, 39-ე,მე-40, 551 მუხლებით 2011 წლის 28 დეკემბრის №5668-რს საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოქმედებები

        ა:

1. შპს ,,ბათუმგამწვანების’’ (ს/კ 206253604) გაკოტრების მმართველის თანამდებობიდან გათავისუფლდეს ნუკრი ტაკიძე და შპს „ბათუმგამწვანების“ გაკოტრების მმართველად დაინიშნოს სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიურო“;

2. დაევალოს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს შპს „ბათუმგამწვანების“ გაკოტრების საქმესთან დაკავშირებით განახორციელოს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით და 2011 წლის 28 დეკემბრის №5668-რს საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოქმედებები.

3. შპს „ბათუმგამწვანების“ გაკოტრების მმართველად სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს დანიშვნის შესახებ ინფორმაცია დარეგისტრირდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში.

4. დაევალოს ნუკრი ტაკიძეს 2012 წლის 1 თებერვლამდე აღსრულების ეროვნულ ბიუროს გადასცეს მის წარმოებაში არსებული გადახდისუუნარობის საქმე.

5. განჩინება გაეგზავნოთ მხარეებს, შესასრულებლად სსიპ – ა ღ სრულების ეროვნულ ბიუროს და სსიპ – მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს.

6. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე www.geocourts.ge

7. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება, მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ბათუმი საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ.ბათუმი, ). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

 მოსამართლე                    ჯ. ბეჟანიძე