„უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №41/ნ
2012 წლის 9 თებერვალი
ქ. თბილისი
,,უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის №3 ბრძანებით დამტკიცებულ წესში (სსმ III, 09.01.2007, №3, მუხ.22) შეტანილ იქნ ე ს ცვლილება და:
1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. უცხო ენის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისათვის გათვალისწინებული კრედიტების ფარგლებში ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამა ზე ჩარიცხულ სტუდენტს, გარდა ფილოლოგიის სპეციალობაზე ჩარიცხული სტუდენტისა, სასწავლო პრაქტიკა, როგორც კრედიტის შემადგენელი კომპონენტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ უღიარდება მხოლოდ ინგლისური ენის შესაბამის დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ამ ბრძანების მე-4 მუხლის მე-15 პუნქტის „ბ”, „გ” და „დ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ერთ-ერთი სერთიფიკატის წარდგენის შემდეგ.”
2. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-15 პუნქტი:
„15. ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო საფეხურებზე უცხო ენის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშება ხდება შემდეგი პირობების დაცვით:
ა) უცხო ენის სილაბუსით დაგეგმილი სწავლის შედეგების საბოლოო შეფასებამდე ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო საფეხურ ის სტუდენტმა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში უნდა წარადგინოს ინგლისური ენის შესაბამის დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერ ტ იფიკატი;
ბ) ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო საფეხურ ის სტუდენტმა, რომელსაც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად აკადემიურ პროგრამაზე ჩარიცხვისთვის სავალდებულო საგნად არჩეული ჰქონდა ინგლისური ენ ა, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას უნდა წარუდგინოს ქვემოთ მითითებული პირობის შესაბამისი ერთ-ერთი სერ ტ იფიკატი:
| ტოიფელი (TOEFL PBT)
| ტოიფელი (TOEFL IBT)
| ბრიტანეთის საბჭოსა და კემბრიჯის უნივერსიტეტის ინგლისური ენის გამოცდები (IELTS) | ბრიტანეთის საბჭოსა და კემბრიჯის უნივერსიტეტის ინგლისური ენის გამოცდები (Cambridge Exam) |
| ქულათა ოდენობა: არანაკლებ 513 ქულა | ქულათა ოდენობა: არანაკლებ 65 ქულა | ქულათა ოდენობა: არანაკლებ 5,5 ქულა | ცოდნის დონე: არანაკლებ FCE
|
გ) ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო საფეხურ ის სტუდენტმა, რომელსაც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად აკადემიურ პროგრამაზე ჩარიცხვისთვის სავალდებულო საგნად არჩეული ჰქონდა ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა, გარდა ინგლისური ენისა, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას უნდა წარუდგინოს ქვემოთ მითითებული პირობის შესაბამისი ერთ-ერთი სერთიფიკატი:
| ტოიფელი (TOEFL PBT)
| ტოიფელი (TOEFL IBT)
| ბრიტანეთის საბჭოსა და კემბრიჯის უნივერსიტეტის ინგლისური ენის გამოცდები (IELTS) | ბრიტანეთის საბჭოსა და კემბრიჯის უნივერსიტეტის ინგლისური ენის გამოცდები (Cambridge Exam) |
| ქულათა ოდენობა: არანაკლებ 437 ქულა | ქულათა ოდენობა: არანაკლებ 41 ქულა | ქულათა ოდენობა: არანაკლებ 4,0 ქულა | ცოდნის დონე: არანაკლებ PET |
დ) ამ ბრძანების მე-4 მუხლის მე-15 პუნქტის ”ბ” და ”გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სერტიფიკატების შესატყვის დონეზე უცხო ენის ცოდნის დადასტურების მიზნით სტუდენტი უფლებამოსილია ჩააბაროს:
დ.ა) სსიპ გამოცდების ეროვნული ცენტრის (შემდგომში – ცენტრი)მიერ ორგანიზებული ინგლისური ენის სასერტიფიკაციო გამოცდა;
დ.ბ) შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ინგლისური ენის სასერტიფიკაციო გამოცდა, რომელსაც ამ საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილებ ა უდასტურდება სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭო ს გადაწყვეტილებით.
ე) სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი სტუდენტის მიერ ცენტრის სასერტიფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სახელმწიფო საბიუჯეტო ასიგნებათა ფარგლებში სტუდენტს აუნაზღაურებს ცენტრის მიერ ორგანიზებული სასერტიფიკაციო გამოცდის საფასურს მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობის პროპორციულად. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული სტუდენტის ცენტრის სასერტიფიკაციო გამოცდის საფასურს აანაზღაურებს სრულად, მხოლოდ ერთხელ.”
3. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტ ებ ი:
„4. დაევალოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარებისათვის აუცილებელი სტანდარტების შემუშავება ამ ბრძანების მე-4 მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით არა უგვიანეს 2012 წლის 1 მაისისა.
5. დაევალოს ცენტრს ამ ბრძანების მე-4 მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამა ზე ჩარიცხულ სტუდენტ თათვის ინგლისური ენის სასერტიფიკაციო გამოცდის ორგანიზება არა უგვიანეს 2012 წლის1 ივნისისა.”.
მუხლი 2.
ა) ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, გარდა პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ე” ქვეპუნქტისა;
ბ) ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ე” ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.
დ. შაშკინი