„უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№59/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430030000.22.022.016325
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/03/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №59/ნ

2012 წლის 7 მარტი

ქ. თბილისი

,,უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის №3/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის №3 ბრძანებით დამტკიცებულ წესში (სსმ, 09.01.2007 № 3 მუხ. 22, სარეგისტრაციო კოდი 430.030.000.22.022.009.780) შეტანილ იქნ ე ს ცვლილება და :

1. მე-3 მუხლ ი ს 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

,,11 . ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამ ის სტუდენტს, გარდა ინგლისური ფილოლოგიის სტუდენტისა, უცხოური ენის კომპონენტი დაძლეულად ჩაეთვლება მხოლოდ ინგლისური ენის შესაბამის დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ამ ბრძანების მე-4 მუხლის მე-15 პუნქტის „ბ”, „გ” და „დ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ერთ-ერთი სერ ტ იფიკატის წარდგენის შემდეგ.”.

2. მე-4 მუხლ ი ს მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

,,15. ბაკა­ლავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამებზე უცხო ური ენის კომპონენტის დაძლევა ხდება შემდეგი პირობების დაცვით:

ა) ბაკა­ლავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტმა, საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებამდე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში უნდა წარადგინოს ინგლისური ენის შესაბამის დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერ ტ იფიკატი;

ბ) ბაკა­ლავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტმა, რომელსაც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად აკადემიურ პროგრამაზე ჩარიცხვისთვის სავალდებულო საგნად არჩეული ჰქონდა ინგლისური ენ ა, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას უნდა წარუდგინოს ქვემოთ მითითებული ერთ-ერთი სერ ტ იფიკატი:

 

ტოიფელი (TOEFL PBT )

 

ტოიფელი (TOEFL IBT)

 

ბრიტანეთის საბჭოსა და კემბრიჯის უნივერსიტეტის ინგლისური ენის გამოცდები (IELTS)

ბრიტანეთის საბჭოსა და კემბრიჯის უნივერსიტეტის ინგლისური ენის გამოცდები

(Cambridge Exam)

ქულათა ოდენობა:

არანაკლებ 513 ქულა

ქულათა ოდენობა:

არანაკლებ 65 ქულა

ქულათა ოდენობა: არანაკლებ 5,5 ქულა

ცოდნის დონე: არანაკლებ FCE

 

 

გ) ბაკა­ლავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტმა, რომელსაც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად აკადემიურ პროგრამაზე ჩარიცხვისთვის სავალდებულო საგნად არჩეული ჰქონდა სხვა უცხოური ენა , გარდა ინგლისურისა, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას უნდა წარუდგინოს ქვემოთ მითითებული ერთ-ერთი სერ ტ იფიკატი:

 

ტოიფელი (TOEFL PBT )

 

ტოიფელი (TOEFL IBT)

 

ბრიტანეთის საბჭოსა და კემბრიჯის უნივერსიტეტის ინგლისური ენის გამოცდები

(IELTS)

ბრიტანეთის საბჭოსა და კემბრიჯის უნივერსიტეტის ინგლისური ენის გამოცდები

(Cambridge Exam)

ქულათა ოდენობა:

არანაკლებ 437 ქულა

ქულათა ოდენობა:

არანაკლებ 41 ქულა

ქულათა ოდენობა:

არანაკლებ 4,0 ქულა

ცოდნის დონე: არანაკლებ PET

 

დ) ამ ბრძანების მე-4 მუხლის მე-15 პუნქტის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სერტიფიკატების შესატყვის დონეზე უცხოური ენის ცოდნის დადასტურების მიზნით სტუდენტი უფლებამოსილია ჩააბაროს:

დ.ა) სსიპ – გამოცდების ეროვნული ცენტრის (შემდგომში – ცენტრი)მიერ ორგანიზებული ინგლისური ენის სასერტიფიკაციო გამოცდა;

დ.ბ) შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ინგლისური ენის სასერტიფიკაციო გამოცდა, რომელსაც ამ საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილებ ა უდასტურდება საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო ს გადაწყვეტილებით;

ე) სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი სტუდენტის მიერ ცენტრის სასერტიფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სახელმწიფო საბიუჯეტო ასიგნებათა ფარგლებში სტუდენტს აუნაზღაურებს ცენტრის მიერ ორგანიზებული სასერტიფიკაციო გამოცდის საფასურს მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობის პროპორციულად. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული სტუდენტის მიერ ცენტრის სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლის საფასურს აანაზღაურებს სრულად, მხოლოდ ერთხელ.”;

3. მე-5 მუხლ ი ს მე-4 და მე-5 პუნქტ ებ ი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

,,4. დაევალოს სსიპ –განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარებისათვის აუცილებელი სტანდარტების შემუშავება ამ ბრძანების მე-4 მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით არა უგვიანეს 201 3 წლის 1 იანვრისა .

5. დაევალოს ცენტრს ამ ბრძანების მე-4 მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამა ზე ჩარიცხულ სტუდენტ თათვის ინგლისური ენის სასერტიფიკაციო გამოცდის ორგანიზება არა უგვიანეს 2015 წლის1 იანვრისა.”.

4 . მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

,,6. ამ ბრძანების მე-4 მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა არ ვრცელდება ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამა ზე 2011 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე ჩარიცხულ სტუდენტებზე.”.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 დ . შაშკინი