„მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი ფიზიკური პირისათვის საქართველოს რეზიდენტობის მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №991-№250 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№46
სარეგისტრაციო კოდი
010130000.22.033.016318
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/02/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ა და საქართველოს იუსტიციის

მინისტრის

  ერთობლივი ბრძანება №46-№23

2012 წლის 10 თებერვალი

ქ. თბილისი

„მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი ფიზიკური პირისათვის საქართველოს რეზიდენტობის მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №991-№250ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1.„მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი ფიზიკური პირისათვის საქართველოს რეზიდენტობის მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №991-№250 ერთობლივი ბრძანებით (სსმ III, №172, მუხ.2542, 31/12/2010 წ.) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე - 4 მუხლის პირველი-მე-4პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს რეზიდენტობის მოსაპოვებლად ფიზიკური პირი განცხადებით მიმართავს შემოსავლების სამსახურს.

2. საქართველოს რეზიდენტობის მოსაპოვებლად პირის განცხადება თანდართულ საბუთებთან ერთად შემოსავლების სამსახურს წარედგინება მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით.

3. ფიზიკური პირი, რომელსაც არ გააჩნია საქართველოში ბინადრობის ნებართვა და დაინტერესებულია საქართველოს რეზიდენტობის მოპოვებით, პირადად, უფლებამოსილი წარმომადგენლის ან შემოსავლების სამსახურის მეშვეობით წარუდგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს (შემდგომში – სამოქალაქო რეესტრის სააგენტო) ბინადრობის ნებართვის მოპოვების თაობაზე განცხადებას (დანართი №2 ორ ეგზემპლარად) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ დოკუმენტაციასთან ერთად. იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური პირი იმყოფება საქართველოს ფარგლებს გარეთ, იგი უფლებამოსილი წარმომადგენლის ან შემოსავლების სამსახურის ან საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების მეშვეობით წარუდგენს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ბინადრობის ნებართვის მოპოვების თაობაზე განცხადებას (დანართი №2, ორ ეგზემპლარად) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ დოკუმენტაციასთან ერთად.

4. შემოსავლების სამსახურის მეშვეობით საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭების შესახებ პირის განცხადება თანდართულ საბუთებთან ერთად სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს წარედგინება მატერიალური და ელექტრონული ფორმით.“.

2. მე-5 და მე-6 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. საქართველოს რეზიდენტობის მისანიჭებლად წარმოსადგენი დოკუმენტები

საქართველოს რეზიდენტობის მისაღებად ფიზიკურმა პირმა შემოსავლების სამსახურში განცხადებასთან ერთად უნდა წარადგინოს:

ა) პირადობის/ბინადრობის მოწმობა და დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ფიზიკური პირის ქონება აღემატება 3 მილიონ ლარს ან მისი წლიური შემოსავალი ბოლო 3 წლის განმავლობაში აღემატება 200 000 ლარს; ან

ბ) დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ფიზიკური პირის ქონება აღემატება 3 მილიონ ლარს ან მისი წლიური შემოსავალი ბოლო 3 წლის განმავლობაში აღემატება 200 000 ლარს და დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ ფიზიკური პირი საქართველოში არსებული წყაროდან იღებს საგადასახადო წლის განმავლობაში 25 000 ლარის, ან მეტი ოდენობის შემოსავალს.

მუხლი 6. საქართველოს რეზიდენტობის მინიჭების შესახებ განცხადების განხილვის წესი

 1. შემოსავლების სამსახური განიხილავს საქართველოს რეზიდენტობის მაძიებელი ფიზიკური პირის მიერ წარდგენილ დოკუმენტებს, ადგენს შემოსავლების სამსახურში განცხადების მიღების თარიღისთვის უცხოური ვალუტის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებული ლარის ოფიციალური გაცვლითი სავალუტო კურსის გათვალისწინებით, რამდენად აკმაყოფილებს წარმოდგენილი დოკუმენტების მონაცემები ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

2. შემოსავლების სამსახური განიხილავს საქართველოს რეზიდენტობის მაძიებელი ფიზიკური პირის მიერ წარდგენილ დოკუმენტებს და:

ა) ხარვეზის არარსებობის შემთხვევებში განცხადების მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში წარდგინებით მიმართავს საქართველოს ფინანსთა მინისტრს რეზიდენტის მაძიებლისთვის საქართველოს რეზიდენტობის მინიჭების თაობაზე;

ბ) ხარვეზის არსებობის შემთხვევაში აღნიშნულის თაობაზე ატყობინებს განმცხადებელს და ხარვეზის აღმოსაფხვნელად განუსაზღვრავს ვადას არა უმეტეს 30 დღისა;

გ) ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული პირობების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური უარს ეუბნება განმცხადებელს რეზიდენტობის მინიჭების თაობაზე.

3. ხარვეზის დადგენისას ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა” ქვეპუნქტში აღნიშნული ვადის დენა შეჩერებულად ითვლება ფიზიკური პირის მიერ ხარვეზის აღმოფხვრამდე.

4. ხარვეზის აღმოსაფხვრელად დადგენილი ვადის გაშვება ჩაითვლება ფიზიკური პირისათვის საქართველოს რეზიდენტობაზე უარის თქმად, ასეთ შემთხვევაში ფიზიკური პირი უფლებამოსილია, განმეორებით წარმოადგინოს განცხადება საქართველოს რეზიდენტობის მოსაპოვებლად.

5. საქართველოს რეზიდენტობა ფიზიკურ პირს მიენიჭება ყოველი საგადასახადო პერიოდის მიხედვით. ყოველ განმეორებით მოთხოვნაზე ფიზიკური პირი ვალდებულია წარმოადგინოს ამ წესით განსაზღვრული დოკუმენტები.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ.გვინდაძე

ზ. ადეიშვილი

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი ფიზიკური პირისათვის საქართველოს რეზიდენტობის მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №991-№250 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი ფიზიკური პირისათვის საქართველოს რეზიდენტობის მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №991-№250 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.02.2012.
როდის იქნა მიღებული „მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი ფიზიკური პირისათვის საქართველოს რეზიდენტობის მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №991-№250 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი ფიზიკური პირისათვის საქართველოს რეზიდენტობის მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №991-№250 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 10.02.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №46. სარეგისტრაციო კოდი — 010130000.22.033.016318.
რამდენი მუხლისგან შედგება „მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი ფიზიკური პირისათვის საქართველოს რეზიდენტობის მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №991-№250 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი ფიზიკური პირისათვის საქართველოს რეზიდენტობის მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №991-№250 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი ფიზიკური პირისათვის საქართველოს რეზიდენტობის მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №991-№250 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.02.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი ფიზიკური პირისათვის საქართველოს რეზიდენტობის მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №991-№250 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №46, 10.02.2012, სარეგისტრაციო კოდი 010130000.22.033.016318 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.02.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1583670/